სხვადასხვა

თქვა თუ არა გამყრელიძემ, რომ დაქორწინებულებმა სექსუალური აქტი პანდემიის დასრულებამდე უნდა გადადონ?

22 ოქტომბერი, 2021

20 ოქტომბერს ფეისბუქ-გვერდმა Hot-coubs გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ფოტო, რომელზეც შემდეგი ციტატაა განთავსებული: “დავქორწინდეთ, ეს კარგია... ბევრი შვილი გავაჩინოთ, მაგრამ სექსუალური აქტი პანდემიის მერე”. ფოტოს Business Media Georgia-ს ლოგო ადევს.

"
Hot-coubs-ის პოსტი სატირაა. რეალურად, ამირან გამყრელიძის ციტატაში სექსუალური აქტი საერთოდ არ უხსენებია და ციტატის მეორე ნაწილში ის საზოგადოებას ქორწილის პანდემიის შემდეგ გადახდისკენ მოუწოდებდა. 

Hot-coubs-ის მიერ გამოქვეყნებული ამირან გამყრელიძის ციტატა გაყალბებულია და სატირული დატვირთვა აქვს. კონკრეტულად კი შეცვლილია ციტატის მეორე ნაწილი, რაც ფოტოს ვიზუალურადაც ეტყობა, თუმცა კომენტარების ველში მომხმარებლების უმეტესობამ ციტატა რეალურად აღიქვა.

ფოტოს Business Media Georgia-ს ლოგო ადევს. მედიასაშუალების ფეისბუქ-გვერდზე 3 სექტემბერს გამოქვეყნებული ფოტო ახლაც იძებნება და მასზე ციტატის სრული ვერსია ჩანს: “დავქორწინდეთ, ეს კარგია, გავაჩინოთ ბევრი შვილი, მაგრამ აღვნიშნოთ მოკრძალებულად; როცა ჩაივლის პანდემია, მერე გადავიხადოთ ქორწილი”.

"
ამავე თემაზე ამირან გამყრელიძის სატირული დატვირთვის გაყალბებული ციტატა ადრეც გავრცელდა. გაყალბებული ციტატის მიხედვით, გამყრელიძე ცოლ-ქმარს დისტანცირებასა და მესენჯერით კონტაქტს ურჩევდა. ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

პანდემიის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გაყალბებული ციტატები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.