Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

2021 წლის 9 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა “სამყარო სამყარო” გააზიარა პოსტი რომელიც Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელის, გიორგი თაბაგარის ფოტოს და ციტატას მოიცავს. ციტატის მიხედვით, თაბაგარი რუსეთის ინტერესების გამტარებლებს ლგბტ თემის წინააღმდეგ წასვლისათვის ემუქრება: “ჩვენი დროც მოვა და აქედანვე ვდებ პირობას “სტალინურ რეპრესიებს” მოგანატრებთ”.

პოსტის ორიგინალი ვერსია 2019 წლის 7 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა სტრიჟაკი ლია გაავრცელა და მას 2021 წლის 10  ივნისისთვის 40 გაზიარება აქვს.

;
გიორგი თაბაგარის ციტატა გაყალბებულია. მის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. “მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ციტატა ყალბია და მას არ ეკუთვნის.

ღია წყაროებში გიორგი თაბაგარის მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” თავად გიორგი თაბაგარს დაუკავშირდა.

სატელეფონო საუბარში მან დაადასტურა, რომ მსგავსი სახის განცხადება არასოდეს გაუკეთებია.

გიორგი თაბაგარი: “ბევრმა ჩათვალა, რომ შეიძლებოდა მართლა მეთქვა ასეთი რამ და სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება… რა თქმა უნდა, არაფერი მსგავსი არ მითქვამს. მთლიანად შეთხზული წინადადება არის. არც ერთ კონტექსტში, არც ერთ სივრცეში მსგავსი რამ არ მითქვამს”.

პოსტი პირველად 2019 წლის 7 ივნისს გავრცელდა ანგარიშიდან სტრიჟაკი ლია. პოსტს თან ერთვოდა გამავრცელებლის შეფასებაც. სამუშაო ადგილად ანგარიშს თბილისის საკრებულო აქვს მითითებული.

პოსტი აქტიურად ზიარდებოდა 2019 წლის 7 ივნისიდან ამავე წლის 12 ივნისამდე. პოსტის მორიგი გააქტიურება დაიწყო 2021 წლის 7 ივნისს და მას ნინა ქიტიაშვილი აზიარებს.  ამ გაზიარების შემდეგ პოსტი 5 ანგარიშმა გაავრცელა. აქედან ერთი სამყარო სამყაროა. აღნიშნული გვერდი გამოირჩევა ანტივაქსერული პოსტებით და ხშირად აზიარებს დეზინფორმაციას კორონავირუსის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ. გვერდზე ასევე ავრცელებს პოსტებს სადაც საუბარია ანტიქრისტესა და მეორედ მოსვლაზე.

ფოტოს, რომელიც ყალბ ციტატას შეიცავს ფეისბუქ გვერდის “ანტი-პარადოქსის” ლოგო აქვს. გვერდი ამჟამად გაუქმებულია. ის ფოტო/ტექსტუალურ მანიპულაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებდა და ანტილიბერალური, სექსისტური, ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტებს აქვეყნებდა. 2017 წლის 17 მაისის წინაპერიოდში გვერზე ლგბტ პირთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისკენ წამქეზებელი მოწოდებები გამოქვეყნდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist