მცდარი ინფორმაცია, თითქოს Meta მომხმარებლების პირად ფოტოებს გამოიყენებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

Meta
1
VIEWS

17 აპრილს ფეისბუქ ანგარიშებმა Fanti Na და Giorgi Mamisashvili, ასევე გვერდმა ,,საქართველო უპირველეს ყოვლისა” და არაერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) გაავრცელა იდენტური ინფორმაცია, თითქოს ფეისბუქი (Meta) ახალ წესს აამოქმედებს, რის შემდეგაც, ორგანიზაციას პირადი ფოტოების გამოყენება შეეძლება. ანგარიშები პოსტებით ეწინააღმდეგებიან ფეისბუქის ახალ წესს და წერენ, რომ კონფიდენციალურობის დარღვევა კანონით ისჯება. პოსტების ბოლოს კი ვკითხულობთ, რომ მსგავსი ინფორმაცია ყველამ უნდა გაავრცელოს და ფეისბუქს მიმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უპირობოდ გამოიყენებს მათ ფოტოებსა და პირად ინფორმაციას როგორც პროფილებიდან, ასევე პირადი შეტყობინებებიდან. 

გავრცელებულ პოსტებში აღნიშულია, რომ სხვემაც უნდა დააკოპირონ და გაავრცელონ იგივე ტექსტი. 

meta1 მცდარი ინფორმაცია, თითქოს Meta მომხმარებლების პირად ფოტოებს გამოიყენებს meta2 მცდარი ინფორმაცია, თითქოს Meta მომხმარებლების პირად ფოტოებს გამოიყენებს

ინფორმაცია, თითქოს ახალი წესის მიხედვით ფეისბუქი მომხმარებლების ფოტოებისა და პირადი ინფორმაციის გამოყენებას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. Meta-ს კონფიდენციალურობის დებულებაში ახალი წესი არ შეუტანია, შესაბამისად მომხმარებლის ანგარიშებს არაფერი ემუქრებათ. ანალოგიური მცდარი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გავრცელებულა.

ის თუ მომხმარებლის რა ინფორმაციას მოაგროვებს და განკარგავს Meta, მის კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია გაწერილი, რაც საჯარო დოკუმენტს წარმოადგენს. ინფორმაცია ფეისბუქის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებაზე Meta-ს არ გაუვრცელებია

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცნობა ადრეც ვრცელდებოდა და ის სხვადასხვა ფაქტების გადამოწმების პლატფორმებმა მცდარ ინფორმაციად შეაფასეს (1, 2).

რა სახის ინფორმაციას აგროვებს Meta და რატომ? 

Meta-ს კონფიდენციალურობის ცენტრის მიხედვით, მათი სოციალური მედიის პლატფორმები (Facebook, Instagram, WhatsApp, Messenger, Threads) მომხმარებლების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას აგროვებენ და ამუშავებენ.

Meta-ს კონფიდენციალურობის ცენტრი განმარტავს, თუ რატომ და რისთვის იყენებს მომხმარებლების ინფორმაციას. ,,ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ პერსონალიზებული გამოცდილების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, რეკლამებისთვის სხვა მიზნებთან ერთად,” – წერია Meta-ს კონფიდენციალურობის დებულებაში. 

Meta ინფორმაციას პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით ამუშავებს. ეს მოიცავს ფუნქციების, შიგთავსისა და რეკომენდაციების პერსონალიზებას, რაც Meta-ს პლატფორმებზე ფეისბუქ და ინსტაგრამ ანგარიშებზე მომხმარებლისთვის სასურველი შინაარსის პოსტების შეთავაზებას გულისხმობს. Meta განმარტავს, რომ პროფილის ფოტოების დამუშავება პროდუქტების მიწოდებისა და გაუმჯობესების მიზნით ხდება. 

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში Fanti Na ოთხი სხვადასხვა პროფილით (1, 2, 3, 4)  სისტემატურად ავრცელებს ყალბ ცნობებე, რაც ,,მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია

Giorgi Mamisashvili ვაქცინებსა და სხვა თემებზე დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებს. მისი პოსტები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

არქივის ბმულები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist