,,ალტ-ინფოზე” რუმინეთში ინცესტისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1
VIEWS

23 აპრილს ტელეკომპანია “ალტ-ინფოს” ეთერში, გადაცემა ,,დღის კომენტარის” სტუმარმა, დეკანოზმა ვახტანგ თოხაძემ რუმინეთში სქესობრივი განათლების, ინცესტისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ ისაუბრა. დეკანოზის თქმით, რუმინეთში ბავშვები 5 წლიდან იღებენ სქესობრივ განათლებას, წლების წინ ინცესტის დეკრიმინალიზაციას განიხილავდნენ და ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინების, ასევე ,,ნორმალური მშობლების მიერ გაჩენილი” ბავშვის შვილად აყვანის უფლებას აძლევს. 

qarthuli alternativa ,,ალტ-ინფოზე” რუმინეთში ინცესტისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება

,,ალტ-ინფოს” ეთერით გავრცელებული ცნობები ნაწილობრივ მცდარია. რუმინეთში ანტიდისკრიმინაციული კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანისა და ქორწინების უფლებას არ ანიჭებს, სკოლებში 5 წლის ასაკიდან არ ასწავლიან სქესობრივ განათლებას, ასევე, ინცესტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები კონტექსტის გარეშეა მოყვანილი, ქვეყანაში მსგავსი ცვლილებები არ მიუღიათ და ინცესტი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 

სქესობრივი განათლება რუმინეთის სკოლებში 

რუმინეთის სკოლებში არ არსებობს სპეციალური კლასები და სახელმძღვანელოები სქესობრივი განათლებისთვის. საგნები, რომელიც სქესობრივ საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეიცავს ფართო შინაარსისაა და მეტწილად ბიოლოგიის ელემენტებს ეფუძნება. 2022 წელს რუმინეთში სქესობრივი განათლების სწავლების შესახებ ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც ჯანმრთელობის განათლების (Health Education) კატეგორიას მიაკუთვნეს. ამგვარ გაკვეთილებზე დასასწრებად მოსწავლეს მშობლების თანხმობა სჭირდება და მე-8 ან უფრო მაღალკლასელი უნდა იყოს. რუმინეთის სკოლებში სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საგნები არჩევითია. 

ამავე წელს ევროკომისიამ ყურადღება გაამახვილა რუმინეთში აბორტისა და ნაადრევი ფეხმძიმობის სტატისტიკაზე, რაც სკოლებში სქესობრივი განათლების არასათანადო სწავლებას დაუკავშირა. Human Rights Watch-ის შეფასებით, რუმინეთში სასწავლო გეგმით გაწერილი საგნები, რომლებიც სქესობრივ განათლებას უკავშირდება, არ შეესაბამება გაზიარებულ სტანდარტებსა და არ არის ყოვლისმომცველი. 

ანტიდისკრიმინაციული კანონი რუმინეთში 

ანტიდისკრიმინაციული კანონი რუმინეთში 2000 წელს მიიღეს. სამთავრობო დირექტივით უზრუნველყოფილი უნდა იყოს განსხვავებული ეთნიკური და რასობრივი, ასევე გენდერი ჯგუფების თანასწორობა სამსახურებრივ და პროფესიულ სივრცეებში. ანტიდისკრიმინაციული კანონი შეიცავს დებულებებს დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ და სანქციებს აწესებს მათი დარღვევის შემთხვევაში. 

რუმინეთში ერთნაირქსესიანი წყვილებისათვის ქორწინება და შვილის აყვანა კანონით აკრძალულია. ქვეყანაში LGBTQ+ საზოგადოების წევრს შვილის აყვანის უფლება აქვს, თუმცა წყვილები იმავე უფლებით ვერ სარგებლობენ. 

ინცესტთან დაკავშირებული კანონი რუმინეთში 

2009 წელს საერთაშორისო მედია წერდა, რომ რუმინეთში ინცესტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები განიხილებოდა და სასჯელის შემსუბუქება იგეგმებოდა. 2009 წლამდე რუმინეთში ახლო ნათესაური კავშირის მქონე პირთა სქესობრივი კავშირი 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. რუმინეთის იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მსგავსი შემთხვევებისას სოციალური ზომების გატარება და მედიკამენტების მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ინცესტი არა კრიმინალი, არამედ პათოლოგიური ფაქტორია. ცვლილებების პროექტი თანხმობაზე დაფუძნებული ინცესტის დეკრიმინალიზაციას გულისხმობდა. 

2009 წელს რუმინეთში ინცესტის ლეგალიზაცია არ მომხდარა. ამავე წელს სისხლის სამართლის კოდექსში დაზუსტდა ტერმინი და ინცესტი განისაზღვრა, როგორც ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი ახლო ნათესავებს შორის. სასჯელი შემცირდა და 1-დან 5 წლამდე პატიმრობად განისაზღვრა. 

qarthuli alternativa1 ,,ალტ-ინფოზე” რუმინეთში ინცესტისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება
წყარო: Romania Ministry of Justice 

,,ალტ-ინფოს” ეთერით არაერთხელ გავრცელდა შეცდომაში შემყვანი ცნობები, უმრავლესობა ევროკავშირისა და ამერიკის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. საეჭვო მტკიცებების ნაწილი ,,მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist