სჯიან თუ არა მატყუარა პოლიტიკოსებს სიკვდილით კამბოჯაში ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

43
VIEWS

2021 წლის 27 თებერვალს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ირაკლი ქათამაძემ ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც სასამართლოს დარბაზში მყოფი ბრალდებული მცველებთან ერთადაა გამოსახული. სურათს თან ერთვის ტექსტი, რომლის თანახმადაც, კამბოჯამ ყველა იმ პოლიტიკოსის სიკვდილით დასჯა შესთავაზა, ვინც თავის ხალხს ატყუებს. პოსტის ავტორი იდეას იწონებს და წერს, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც უნდა მოქმედებდეს.

ირაკლი ქათამაძის პოსტს სოციალური ქსელის მომხმარებლები კვლავ აქტიურად აზიარებენ, 2021 წლის 13 აპრილის მდგომარეობით პოსტს 3825 გაზიარება აქვს.

;

მტკიცება, თითქოს კამბოჯაში მატყუარა პოლიტიკოსების სიკვდილით დასჯა განიხილებოდა, დეზინფორმაციაა. ქვეყანაში სიკვდილით დასჯა 1989 წლიდან გაუქმებულია. გავრცელებულ ფოტო კი კამბოჯის შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობის, წითელი ქმერების ყოფილი ლიდერის სასამართლოს ასახავს, რომელიც არა  ხალხის მოტყუების, არამედ გენოციდის მოწყობისთვის გაასამართლეს.

კამბოჯაში სიკვდილით დასჯა 1989 წლის შემდეგ სრულადაა გაუქმებული, ხოლო სიკვდილით დასჯის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი 1993 წლიდან კამბოჯის კონსტიტუციაშიც გვხვდება. სიკვდილით დასჯის სრულად აკრძალვის შესახებ კამბოჯის ხელისუფლება 2007, 2008 და 2010 წლებში გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციების აქტიური მხარდამჭერი იყო. აზიის ქვეყნებში კამბოჯას სიკვდილით დასჯის აკრძალვის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, თუმცა გასული წლების განმავლობაში ზოგიერთი დანაშაულისათვის სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხი რამდენჯერმე მართლაც დაისვა, მაგრამ სიკვდილით დასჯის საკითხი პოლიტიკოსების მიერ ხალხის მოტყუებასთან დაკავშირებული არცერთხელ არ ყოფილა. 1995 წელს კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა სიკვდილით დასჯის აღდგენა მკვლელებისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეებისთვის მოითხოვა, ხოლო 2019 წელს პედოფილიისთვის მსჯავრდებული პირების სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯის დაწესების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, თუმცა არც 1995 წელს და არც 2019 წელს სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებულ განცხადებებს რეალური საკანონმდებლო ცვლილებები არ მოჰყოლია.

რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ერთად გავრცელებულ ფოტოს, მასზე კამბოჯის კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, წითელი ქმერების (Khmer Rouge) რეჟიმის წარმომადგენლი კიეუ სამპჰანის არის გამოსახული. სურათი 2018 წლის 16 ნოემბერს გაეროს მხარდაჭერით მოწყობილ ტრიბუნალზეა გადაღებული, რომელზეც წითელი ქმერების რეჟიმის (1975-1979 წლები) მაღალი რანგის ოფიციალური პირები გასამართლდნენ და რეჟიმის დასრულებიდან თითქმის 40 წლის შემდეგ კამბოჯელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის 2 მილიონი ადამიანის განოციდისათვის გაასამართლეს, თუმცა მათ არა სიკვდილით დასჯა, არამედ სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ. წითელი ქმერების რეჟიმის მიერ ჩადენილი მასშტაბური დანაშაულების გამო რეჟიმის ყოფილი ლიდერების გასასამართლებლად კამბოჯას სასამართლოსა და გაეროს თანამშრომლობით სპეციალური ტრიბუნალი 2009 წლიდან მუშაობს. ტრიბუნალმა სამპჰანის გარდა იმავე დანაშაულისთვის კიდევ სამი პირი გაასამართლა, თუმცა მსჯავრდებულთაგან სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ირაკლი ქათამაძის მიერ გავრცელებულ ფოტოს იდენტური შინაარსის წარწერით სხვადასხვა სოციალური ქსელის რუსულენოვანი მომხმარებლები 2021 წლის თებერვალში ავრცელებდნენ.

;

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: კამბოჯა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist