შესაძლებელია თუ არა ლაგოდეხის ნაკრძალში ჰონოკოჰაუს ჩანჩქერის ნახვა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

170
VIEWS

2020 წლის 17 სექტემბერს Facebook პროფილზე – „ჩემო საქართველო“, გამოქვეყნდა ფოტო, რომელსაც ლაგოდეხის ნაკრძალი აწერია. პოსტის აღწერაში ავტორი აღფრთოვანებას გამოხატავს და ასევე უთითებს, რომ ფოტოზე კახეთში, ლაგოდეხში მდებარე ნაკრძალია გამოსახული.  მიუხედავად იმისა, რომ პოსტი 2020 წლისაა, ის ახლაც აქტიურად ვრცელდება და 30 მარტის მინაცემებით მას 1300-ზე მეტი გაზიარება აქვს.

 

;

გავრცელებული პოსტის აღწერა, თითქოს ფოტოზე ლაგოდეხის ნაკრძალია გამოსახული, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ფოტოზე ჰავაის ერთ-ერთ კუნძულზე მდებარე ჩანჩქერს ვხედავთ.

“ჩემო საქართველოს” ფოტო ავთენტურია, თუმცა აღწერილობა ფოტოს არ შეესაბამება.  სინამდვილეში ფოტოზე გამოსახულია ჰონოკოჰაუს ჩანჩქერი, რომელიც ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის, მაუის,  უმაღლესი ჩანჩქერია და მისი სიმაღლე დაახლოებით 335 მეტრია. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ფოტოს საძიებო ინსტრუმენტის reverse image search-ის დახმარებით მარტივადაა შესაძლებელი, სადაც გუგლ იმიჯის პირველივე შედეგებით ჩანს, რომ ჩანჩქერი ლაგოდეხში არ მდებარეობს.

;

;

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იდენტური ფოტო, იგივე სათაურით ქართულ ინტერნეტსივრცეში პირველად 2017 წლის 28 ივნისს აიტვირთა ვებ-გვერდზე  Intermedia.ge, სადაც სტატიის გამოქვეყნება ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია, ეს კი სტატიებში შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის.

;

რომელი ჩანჩქერს ვხვდებით ლაგოდეხის ეროვნულ პარკში?

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ნინოსხევის ჩანჩქერი მდებარეობს, რომელიც ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. როგორც საქართველოს ეროვნული პარკების ვებ-გვერდზეა მითითებული, ჩანჩქერი 40-მეტრიანია, მდინარე ნინოსხევის მიმდებარედ კი შესაძლებლობა გვეძლევა, შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას და სხვა.

;
წყარო:nationalparks.ge

წყაროს შესახებ

პოსტის ავტორი Facebook პროფილი – „ჩემო საქართველო“ შერეული შინაარსის პოსტებს აქვეყნებს. მისი სიახლეების ველში იძებნება რელიგიური და პატრიოტული შინაარსის შემცველი შინაარსი, ასევე თურქოფობიური პოსტები ნამახვან ჰესთან დაკავშირებით.

;

“ჩემო საქართველოს” ანგარიშზე 2021 წლის 27 თებერვალს კიდევ ერთი ფოტომანიპულაცია იძებნება. პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 65 წლის ბებია სახლიდან გაიპარა და ცოლად უცნობ მამაკაცს გაჰყვა, რეალურად ამ ფოტოს ისტორიას არ წარმოადგენს. ფოტოზე გამოსახულია  ტვიტერის მომხმარებელი ბენ ჯონი, რომელმაც ბებიის ლეპტოპში შემთხვევით აღმოჩინა, თუ როგორ უხდიდა ის მადლობას Google – ს, ყოველი ძიების შემდეგ.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist