შალვა კუჭაშვილის ყალბი გვერდი პრემიერის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

51
VIEWS

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ “მითების დეტექტორს” დაუკავშირდა გიორგი ბალხამიშვილი. ის ამბობს, რომ ფეისბუკ გვერდი მისი სახელით შექმნეს, რეალურად მას არ ეკუთვნის და მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.


12 მარტს მოძრაობა „წინ’სვლას“ დამფუძნებლის, შალვა კუჭაშვილის სახელით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოს თან ახლავს ტექსტი: “ემიგრანტებს უნდა ავუკრძალოთ უკან დაბრუნება, რადგან მათ გაჭირვებაში მიგვატოვეს”. პოსტის აღწერაში კი ნათქვამია, რომ ღარიბაშვილი ემიგრანტებისთვის საქართველოში ბინების ჩამორთმევის მომხრეა, რამდენადაც მათ ეს ბინები არ სჭირდებათ.

 

პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გავრცელებული ციტატა ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, რომლის შინაარსსაც შალვა კუჭაშვილიც იზიარებს.

პოსტს 13 მარტის 12 საათის მონაცემებით 1700 გაზიარება და 500-მდე რეაქცია აქვს.
;

ირაკლი ღარიბაშვილის ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ყალბია და პრემიერ-მინისტრს არ ეკუთვნის. ციტატა არც ღია წყაროებში და არც სოციალურ ქსელებში არ იძებნება. ასევე ყალბია შალვა კუჭაშვილის გვერდი, რომელიც სატირულია და ქართული ოცნების მხარდამჭერის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელშიც იგი ემიგრანტებისთვის ბინების ჩამორთმევასა და საქართველოში დაბრუნების აკრძალვის შესახებ საუბრობს, ღია წყაროებში არ იძებნება. მსგავსი ციტატა არც პრემიერის ოფიციალურ ფეისბუკისა და ტვიტერის გვერდებზე გვხვდება.

აღსანიშნავია, რომ შალვა კუჭაშვილის სახელით ამავე გვერდზე ყალბი განცხადება 7 აპრილსაც გავრცელდა. პოსტის მიხედვით, კუჭაშვილი ქართული ღვინის გაყიდვის წინააღმდეგი იყო, რამდენადაც ღვინო ეროვნული ღირსებაა, ღირსების გაყიდვა კი დანაშაულია.
;

შალვა კუჭაშვილმა “მითების დეტექტორთან” აღნიშნა, რომ გვერდი და ამ გვერდის საშუალებით გავრცელებული განცხადებები მას არ ეკუთვნის. იგივე ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზეც გაავრცელა.
;

წყაროს შესახებ

გვერდის აღწერის მიხედვით, ფეისბუკ გვერდი “შალვა კუჭაშვილი”  ქართველ პოლიტიკოსს, შალვა კუჭაშვილს ეკუთვნის, რომელიც ქართველ ხალხსა და ნაციონალურ მოძრაობას ემსახურება.
;

თუმცა  გვერდის ისტორიიდან ვიგებთ, რომ იგი 2021 წლის 28 მარტს შეიქმნა და თავდაპირველად გიორგი ბალხამიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ამ ეტაპზე ფეისბუკზე მითითებული აღწერის მიხედვით,  “გირჩი – მეტი თავისუფლების” მხარდამჭერია.
;

სავარაუდოდ, ბალხამიშვილი მსგავსი შინაარსის პოსტებს გართობის მიზნით წერს.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist