სასულიერო პირის გარდაცვალებაზე სოციალურ ქსელში მანიპულაციური ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

 2 სექტემბერს ფეისბუქ მომხამრებელმა Madona Chxikvadze გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერს, რომ გელათის სასულიერო აკადემიის და სემინარიის ლექტორი მამა პეტრე (ირაკლი ახვლედიანი) ფაიზერის ვაქცინით აცრიდან მალევე დაინფიცირდა და 10 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოსტის მიხედვით, ის აცრის თაობაზე ორჭოფობდა და კოვიდ ფაშიზმს შეეწირა."

 

პოსტი მანიპულაციურია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამა პეტრე ოჯახთან ერთად საკუთარი სურვილით აიცრა. ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აცრამდე რამდენიმე დღით ადრე მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ჰოსპიტალიზებიდან მე-12 დღეს გარდაიცვალა. პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მაშინ, როდესაც კორონაირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან 2 კვირაა გასული.

“მითების დეტექტორს” მამა პეტრეს ოჯახის წევრმა განუცხადა, რომ როგორც მამა პეტრე, ასევე მისი ოჯახის წევრები, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საკუთარი სურვილით აიცრნენ. მას Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდა მიღებული. მეორე დოზით აცრამდე კი კორონავირუსი დაუდასტურდა და ჰოსპიტალიზებიდან მე-12 დღეს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პირი სრულად ვაქცინირებულად ითვლება მაშინ, თუ კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინის მეორე დოზით აცრიდან გასულია ორი კვირა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს დაახლოებით ორი კვირა სჭირდება ანტისხეულების წარმოქმნისთვის.

პოსტის ავტორის შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელი Madona Chxikvadze კორონავირუსის ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციულ პოსტებს ხშირად ავრცელებს.

"

"

ასევე ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა პოსტებს და ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტია “ერის” დამფუძნებლის, ლევან ვასაძის ვიდეოებს.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

.ინსტრუქციაიხ. გასაჩივრების დეტალური
.ინსტრუქციაიხ. მასალის შესწორების დეტალური

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist