საფრანგეთის პარლამენტი თუ რეგიონული საბჭოს შენობა? – სად და რას აპროტესტებენ ყვითელი ჟილეტები

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

21 მარტს ფეისბუქ გვერდმა “დედოფალი” გააზიარა ფეისბუქ გვერდის „Federatia Românilor de Pretutindeni“ მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ ფრანგებმა პარლამენტის კარი ბეტონით დაბლოკეს, რადგან პარლამენტარები არა ხალხის, არამედ გლობალისტების ინტერესებს წარმოადგენენ. ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ყვითელ ჟილეტებში გამოწყობილი ადამიანები ერთ-ერთი შენობის ჭიშკრის ამოქოლვას ცდილობენ.

;

გავრცელებული ვიდეოს აღწერა, თითქოს საფრანგეთის პარლამენტის კარის ამოქოლვას ფრანგები ბეტონით ცდილობენ, რადგან, მათი აზრით პარლამენტარები გლობალისტებს ემსახურებიან, მცდარია. რეალურად, ვიდეოში “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობა ჭიშკრის ამოქოლვას მართლაც ცდილობს, თუმცა ის არა პარლამენტი, არამედ რეგიონული საბჭოს შენობაა, ხოლო აქცია-პერფორმანსის ანტიგლობალისტური შინაარსის შესახებ მედიაში არაფერია ნახსენები.

სად და როდის არის გადაღებული ვიდეო?

გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ პროცესი საფრანგეთის პარლამენტის კართან მიმდინარეობს, თუმცა  ვიდეოში გამოსახული შენობის ფასადი აშკარად განსხვავდება საფრანგეთის პარლამენტის შენობის ფასადისგან.

საფრანგეთის პარლამენტის შენობა ასე გამოიყურება:

;

ვიდეოს გადამოწმების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ მასში ნაჩვენები შენობა არა საფრანგეთის პარლამენტი, არამედ რეგიონული საბჭოს შენობაა ქალაქ ლიმოჟში, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. აღნიშნული ვიდეო France 24-მა და AFP-მაც გადაამოწმეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ აქცია-პერფორმანსი მოძრაობა “ყვითელი ჟილეტების” მიერ 2018 წლის 24 ნოემბერს იყო ორგანიზებული. მათ ცემენტით რეგიონული საბჭოს შენობის ჭიშკრის ამოქოლვა სცადეს. “ყვითელი ჟილეტები” მთავრობის წინააღმდეგ პერიოდულად გამოდიან, თუმცა ქალაქ ლიმოჟში გამართული აქციის ანტიგლობალისტური ხასიათის შესახებ მედიაში არაფერია ნათქვამი. 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში “ყვითელი ჟილეტების” მიერ გამართული აქციები საწვავის ფასის ზრდას ეხებოდა.

;
ლიმოჟის რეგიონული საბჭო. წყარო: france3-regions.francetvinfo.fr

ვიდეო არასწორი აღწერით ფეისბუქის სხვადასხვა მომხმარებლების მიერ ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს დაბალი ხარისხის მიუხედავად შენობის ამოცნობაში ჭიშკართან არსებული წარწერისა და ლოგოს გამოყენებაც შეიძლება.

;
წყარო: verificat.afp.com

 ;
 ლიმოჟის რეგიონული საბჭო. წყარო: france3-regions.francetvinfo.fr


მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist