“საქართველოს ხმა სტალინგრადიდან” ირლანდიელი აუცრელი მძღოლების პროტესტზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

7 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა Voice of Georgia from Stalingrad (საქართველოს ხმა სტალინგრადიდან) ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ერთმანეთის გვერდით მომავალი 4 სატვირთო მანქანა ჩანს და საყვირების ხმა ისმის. აღწერის მიხედვით, ვიდეო 7 დეკემბერს სატვირთო მანქანების ირლანდიელი მძღოლების მიერ პროტესტის ნიშნად დუბლინი-კორკის გზის გადაკეტვას ასახავს, მძღოლები იმ ახალ დადგენილებას აპროტესტებდნენ, რომლითაც “აუცრელ მძღოლებს სატვირთო კატეგორიაში მუშაობა ეკრძალებათ.”

"
გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. რეალურად, ვიდეო 2021 წლის 24 ნოემბერსაა გადაღებული და ირლანდიელი მძღოლების მიერ საწვავის ფასების შემცირების მოთხოვნით გამართულ პროტესტს ასახავს. 

ვიდეო პირველად ფეისბუქ გვერდმა Irish Truckers & Haulage Association Against Fuel Prices (ირლანდიური სატვირთო მანქანებისა და ტრანსპორტირების ასოციაცია საწვავის ფასების წინააღმდეგ) 2021 წლის 25 ნოემბერს შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “თუ იაფ საწვავს არ მივიღებთ, ქვეყნის გასაჩერებლად საკმარისი ძალა და რიცხვები გვაქვს, 7 დღე ცვლილებებისთვს.”

"
ვიდეო სატვირთო მანქანების მძღოლების 24 ნოემბრის პროტესტს ასახავს. პროტესტი საწვავის გაზრდილი ფასების გამო დაიწყო და მონაწილეები ფასებისა და გადასახადების შემცირებას ითხოვდნენ. პროტესტს ორგანიზებას ირლანდიური სატვირთო მანქანებისა და ტრანსპორტირების ასოციაცია უწევდა. 24 ნოემბრის დილით სატვირთო და სამგზავრო მანქანებმა დუბლინისკენ მიმავალი რამდენიმე გზა გადაკეტეს და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად 7 დღე მისცეს. ორგანიზატორების თქმით, პროტესტის მეორე ტალღა, დეკემბერშიც გაიმართება.

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ ირლანდიაში აუცრელ მძღოლებს სატვირთო კატეგორიაში მუშაობა ეკრძალებათ, ამის დამდასტურებელი ინფორმაცია არცერთ ოფიციალურ წყაროში არ იძებნება. 2021 წლის 7 დეკემბერიდან ირლანდიაში კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ახალი რეგულაციები ამოქმედდა, თუმცა არცერთი  მათგანით აუცრელ მძღოლებს სატვირთო მანქანების მართვა არ ეკრძალებათ.

წყაროს შესახებ

ფეისბუქ გვერდი Voice of Georgia from Stalingrad 2021 წლის 28 ოქტომბერს შეიქმნა და 1 ადმინისტრატორის მიერ რუსეთიდან იმართება.

"

გვერდი კრემლისტური გამოცემა News-Front-ის ჟურნალისტს ბექა კვიციანს ეკუთვნის. კვიციანის თქმით, გვერდი მკითხველს ახალ ამბებს “ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე” აწვდის.

"
ანტივაქსერული შინაარსის პოსტების გარდა, გვერდი რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებულ სიუჟეტებს აქვეყნებს, მაგალითად, პუტინისა და ჟირინოვსკის გამოსვლებს და კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალების “სპუტნიკის” სიუჟეტებს.

"
გვერდმა ჯერ დაანონსა, შემდეგ კი გააზიარა მოძრაობა “ერი და სახელმწიფოს” ლიდერის, ზვიად ტომარაძის სტუმრობა პრორუსულ ტელევიზია “ობიექტივზე,” სადაც ტომარაძე “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ გამოდიოდა.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ირლანდია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist