საქართველო-რუსეთის საზღვარი თუ აშშ? როგორ დაამუშავეს პროგრამულად ვიდეო, რომელსაც მეორედ მოსვლას უკავშირებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

350
VIEWS

ბოლო პერიოდში ფეისბუქზე ვირუსულად ზიარდება Facebook გვერდის „რუტერით ჭრა“ 2018 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც ღრუბლებში უჩვეულო წრიულ მოძრაობას ასახავს. პოსტში ნათქვამია, რომ ვიდეოში აღბეჭდილი მოვლენა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ხდება და იგი მეორედ მოსვლის დაწყებაზე მიუთითებს. პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილემ ეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ცოდვების მონანიების ნიშნად შერაცხა.

26 აგვისტოს მდგომარეობით პოსტს 44 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

1

გავრცელებული პოსტი ვიდეომანიპულაციას შეიცავს, ვიდეო დამუშავებულია და სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით 2003 წელს, აშშ-ში გადაღებული ფოტოსგანაა მიღებული. აღნიშნული ვიდეოს მსგავსი ვერსია კიდევ 2017 წელს ინგლისურენოვან Youtube არხზე გავრცელდა, რომლის საფუძველზეც „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ არსებობას ამტკიცებდნენ.

ფოტო, რომელიც ვიდეოს გასაკეთებლად გამოიყენეს 2003 წელს აშშ-ში, ტენესის შტატში უეინ კარტერმა გადაიღო. მასზე საინტერესო, თუმცა მეცნიერულად ახსნადი ბუნებრივი ფენომენია ასახული. ფოტო მეტეოროლიურ სამსახურებს გადაეგზავნა, ერთ-ერთი მეტეოროლოგის ვარაუდით ეს წრეები ჰაერის თბილი მასების წრიული აღმასვლის შედეგად წარმოიშვა.

2

ვიდეო პირველად 2017 წელს Youtube არხზე “All Awesome” გავრცელდა, სადაც მათი მტკიცებით „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ სხვადასხვა ჩანაწერები იყო ერთად თავმოყრილი. ერთ-ერთი ჩანაწერი სწორედ ამ ფოტოზე დაფუძნებით პროგრამულად დამუშავებული ვიდეო იყო. ფოტო დამუშავებულია  Mirroring-ის, ფოტოს ნაწილების ამოჭრისა და გადაადგილების გამოყენებით, რაც ცხადად ჩანს შემდეგ კადრზე:

3

Youtube-ის არხი All Awesome ცნობილი იყო „ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ შესახებ მანიპულაციური და მცდარი ინფორმაციისა და ვიდეო მასალების გავრცელებით. დღეს აღნიშნული არხი აღარ იძებნება.

ფეისბუქ გვერდის “რუტერით ჭრა” მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწორედ 2017 წელს გავრცელებული ვიდეოდანაა ამოჭრილი. კადრი მიახლოებულია, სადაც 2 რგოლის მაგივრად ჩანს მხოლოდ ერთი, თუმცა კონკრეტულ მომენტებში მეორე რგოლის ნაწილიც შეგვიძლია შევამჩნიოთ. ასევე ჩანს ხეების იგივე კადრები, რაც 2017 წლის ვიდეოში.

4

რაც შეეხება ფეისბუქ ანგარიშს „რუტერით ჭრა“, იგი მომხმარებელს რუტერით მომსახურებას და სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს სთავაზობს. ანგარიშზე ძირითადად მის საქმიანობასთან დაკავშირებული პოსტები ქვეყნდება, თუმცა სხვა დროსაც დადებულა რელიგიური შინაარსის პოსტები, რომლებიც სასწაულებზე და მეორედ მოსვლაზე საუბრობდა.

5

6


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist