სხვადასხვა

რომელ სფეროებს ხმარდება ამერიკის დახმარება?

9 ივნისი, 2021

29 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოში გამოგზავნილი დახმარების დიდი ნაწილი ანტიქართულ და ანტიეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, რომელთა ბრძოლის მთავარი ვექტორი მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული:

სანდრო ბრეგაძე, ქართული მარში: “ისეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად სასარგებლო არის უცხოური კაპიტალის თუ უცხოური დახმარების შემოდინება, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გამოყოფილიყოს თანხები და ამ თანხების საკმაო დიდი ნაწილი არ მოხმარებოდეს იმ ანტიქართულ, ანტიეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ბრძოლის მთავარი ვექტორი არის ყოველთვის მიმართული მართლმადიდებლური ეკლესიის, ტრადიციული ფასეულობების, ეროვნულობის, ქართველობის და ყველა იმ ნიშან-თვისების წინააღმდეგ, რომელიც ძვირფასი არის ქართველი ერისთვის”.

ბრეგაძე ამასთანავე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ეს თანხები განათლების, ჰუმანიტარული დახმარების და სოციალური საკითხების გადაწყვეტისთვის იქნება მიმართული, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ გრანტებით მხოლოდ “შავბნელი ანტიეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ”. “ობიექტივის” წამყვანი ნინო რატიშვილი კი ამბობს, რომ უკვე გამოცხადებულია, რომ საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი თანხები მედიას და პოლიტიკურ ძალათა პლურალიზმს მოხმარდება.

ბრეგაძის ეს კომენტარი 21 მაისს საქართველოსა და USAID-ს შორის $67 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერას მოჰყვა.

ხელშეკრულების ხელმოწერამდე, 19 მაისს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში გადაცემის “სტუდია N8”  წამყვანმა, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთის დახმარებები რეალურად მართლმადიდებლობასთან და საქართველოს პატრიარქთან საბრძოლველად გამოიყოფა და არა ქართველი ხალხის დასახმარებლად. 

ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი, ტვ “ობიექტივის” წამყვანი: „ახლა ფსევდო-ლიბერალებს უნდათ, რომ საქართველოს ეკლესიას პატრიარქი აღარ ჰყავდეს და ისინი ებრძვიან პატრიარქსაც. დღეს მსგავსი კონგლომერატები ბევრ ქვეყანაშია. ეს არც საკვირველია და არც გასაოცარი. საკვირველი და გასაოცარი აქ სხვა რამაა, მთელ ამ კონგლომერატს სწორედ დასავლეთი აფინანსებს. თანაც აფინანსებს მათ და მეტს არავის! საინტერესოა ასევე, რომ ეს კონგლომერატი ყველგან და ყოველთვის დასავლეთის და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატების სახელით მოქმედებს. საინტერესოა, რომ ამ კონგლომერატს აქტიურად უჭერდა და დღესაც უჭერს მხარს ამერიკის საელჩო საქართველოში და ამერიკული USAID, IRI, NDI, IREX და სხვანი. საინტერესოა ასევე, რომ თუ ვინმე ამ ორგანიზაციების იდეოლოგიას არ ეთანხმება, ან მათ წინააღმდეგ ბედავს გამოსვლას, მყისვე რუსეთის აგენტად ცხადდება“.

“ობიექტივის” წამყვანებისა და რესპონდენტის მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს აშშ-ს დამხარებები ეკლესიასთან ბრძოლისდკენ არის მიმართული და ქართველი ხალხის კეთილდღეობას არ ხმარდება, მანიპულაციურია და ფაქტების მცდარ ინტერპრეტაციას ახდენს. რეალურად, აშშ-ს მთავრობის მიერ გასულ წლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება არაერთ სექტორს მოიცავს, მათ შორის სოფლის მეურნეობას, განათლებას, ეკონომიკას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. აშშ-ს მიერ გამოყოფილი დახმარება მომდევნო წლებშიც იგივე და სხვა მიმართულებებს მოიცავს.

ცხრილში მოცემულია 2008 წლიდან 2021 წლების ჩათვლით აშშ-ს მიერ განათლების, მშვიდობის, ეკონომიკის და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების რაოდენობა.

 

წელი

განათლება 

დემოკრატიადა ადამიანის უფლებები

ეკონომიკა 

მშვიდობა 

სულ

2008 

$3.50 მლნ.   

$14.40 მლნ.  

$9.96 მლნ.  

$25.42 მლნ. 

$ 64.32 მლნ.

2009 

$65.02 მლნ. 

$34.85 მლნ.  

$131.90 მლნ.   

$41.00 მლნ

 $ 309.55 მლნ.

2010

$2.02 მლნ

$20.37 მლნ

$17.27 მლნ

$ 26.36 მლნ

$83.05 მლნ

2011

$2.02 მლნ

$24.15 მლნ

$21.43 მლნ

$25.69 მლნ

$90.09 მლნ

2012

$2.02 მლნ

$24.50 მლნ

$17.10 მლნ

$24.93 მლნ

$87.61 მლნ

2013

$2.00 მლნ

$22.44 მლნ

$10.77 მლნ

$21.75 მლნ

$68.70 მლნ

2014

$2.97 მლნ

$21.96 მლნ

$10.72 მლნ

$18.38 მლნ

$62.03 მლნ

2015

$1.30 მლნ

$21.11 მლნ

$6.27 მლნ

$36.85 მლნ

$75.07 მლნ

2016

$200.00 ათასი

$21.25 მლნ

$5.92 მლნ

$32.55 მლნ

$77.15 მლნ

2017

$200.00 ათასი

$26.87 მლნ

$10.22 მლნ

$33.14 მლნ

$90.33 მლნ

2018

$235.00 ათასი

$15.02 მლნ

$2.71 მლნ

$8.64 მლნ

$34.10 მლნ

2019

$1.70 მლნ

$12.86 მლნ

$4.87 მლნ 

$7.84 მლნ

$31.10 მლნ

2020

$2.23 მლნ 

$16.91 მლნ

$1.41 მლნ

$25.04 მლნ

$63.70 მლნ

2021

$2.23 მლნ

$16.81 მლნ

$2.42 მლნ 

$24.94 მლნ

$63.50 მლნ

წყარო: foreignassistance.gov 

აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვებ-გვერდზე კი მოცემულია იმ პროექტების აღწერა, რომლებიც საქართველოში მათი ხელშეწყობით განხორციელდა. ცხრილში მოცემულია ინფორმაცია ბოლო წლებში აგრარული, სამეწარმეო და განათლების მიმართულებით გაწეული დახმარებების შესახებ.

მიმართულება

პროექტი

 

 

 

 

 

 

 

 

აგრარული

სოფლის მეურნეობის პროგრამა CNFA-სთან პარტნიორობით, რომლის მიზანია სამინისტროებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ინვესტიცია ჩადოს წარმოების მასშტაბის და ეფექტურობის გაზრდასა და ხარისხის საერთაშორისო სტანდატებთან დაახლოებაში. სამიზნეს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიმართულება, მათ შორის ხილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და სხვა პროდუქტების მოყვანა. პროექტის მიზანია, დაეხმაროს ფერმერებს მოსავლის მოყვანის, დამუშავების და შენახვის ტექნიკების გაუმჯობესებაში და რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებთან კავშირის დამყარებაში.

საქართველოში თხილის წარმოების გაუმჯობესების პროექტი G-HIP CNFA-სთან პარტნიორობით, რომლის მიზანია საქართველოში თხილის წარმოების სექტორი განავითაროს, გაზარდოს წარმოება და ხარისხი და დაეხმაროს მწარმოებლებს ბაზარზე პროდუქტის ბაზარზე გატანაში.

კარტოფილის პროგრამა CIP-სთან პარტნიორობით, რომლის მიზანია გაზარდოს დაავადებების მიმართ გამძლე კარტოფილის წარმოება, მაღალი ხარისხის თესლის წარმოება და დაეხმაროს ფერმერებს მიიღონ მეტი შემოსავალი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის გატანით.
ახალციხეში დაარსდა კარტოფილის თესლის უახლესი ლაბორატორია და თესლის სამოდელო მეურნეობა. 
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მასშტაბით 15000-ზე მეტი ფერმერი უმაღლესი ხარისხის სათესლე კარტოფილით უზრუნველყოფა. ამ მხარდაჭერის შედეგად შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 8.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მავნებელი მწერების მენეჯმენტის პროგრამა აფხაზეთში, რომლის მიზანია ოკუპირებულ რეგიონში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მავნე მწერებთან და მცენარეთა დაავადებებთან გამკლავებაში ფერმერების ხელშეწყობა. პროექტი ხელს უწყობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თანამშრომლობას და ინფორმაციის გაზიარებას.

 

 

სამეწარმეო

პროექტი “ზრდა” Chemonics International-თან პარტნიორობით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს ზრდაში და სამუშაო ადგილების შექმნაში. პროექტი საქართველოს 81 თემში მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს.

ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა “Yes Georgia” Crystal Fund-თან პარტნიორობით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ქალებს სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვაში და დასაქმებაში. პროექტის ფარგლებში დამწყები მეწარმეები გადიან ტრენინგებს და იღებენ დაფინანსებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

განათლება 

პროექტი “მომავლის თაობა” Harmony Inc.-თან თანამშრომლობით მიზნად ისახავს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას, სასკოლო პროგრამების გაფართოებას და პრაქტიკული ასპექტების მოცვას.

USAID-ის ზოგადი განათლების პროგრამა RTI International-თან პარტნიორობით, რომლის მიზანია სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა საგანამანათლებლო სისტემაში, რაც ხელს უწყობს ინკლუციური, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო რეფორმების გატარებას.

გარდა USAID-ის მიერ დაფინანსებული საგანამანათლებლო პროგრამებისა, აშშ-ს მიერ ყოველწლიურად ფინანსდება Fulbright-ის გაცვლითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს უნივერსიტეტებში სამაგისტრო და პოსტ-სადოქტორო პროგრამების გავლა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს კი პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფინანსდებათ. პროგრამის აღწერის მიხედვით, აშშ-ში განათლების მიღების შემდეგ გრანტის მფლობელები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ, სადაც მიღებულ ცოდნას საკუთარი სფეროს განვითარებას მოახმარენ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს ახალგაზრდა ლიდერებისათვის განკუთვნილ პროგრამას, Flex-ს, რომლითაც სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ერთი წლით ცხოვრობენ და სწავლობენ აშშ-ში.

აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილია 10 ამერიკული კუთხე, სადაც შესაძლებელია ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესება, ინფორმაციის მიღება საგანამანათლებლო პროგრამებზე, ეწყობა განხილვები და სხვადასხვა ღონისძიებები, ვიზიტორებს კი წვდომა აქვთ 6 000-მდე წიგნზე, თამაშებზე და სხვადასხვა ტექნოლოგიაზე.

 

 

 

 

 

 

მშვიდობა/კონფლიქტების მოგვარება

ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგი და ქმედება International Alert-თან პარტნიორობით, რომლის მიზანია ხელი შეუყოს სამოქალაქო აქტივიზმს ოკუპირებულ აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ურთიერთობების ნორმალიზებაში.

პროექტი “ჰორიზონტები” UNDP-სთან პარტნიორობით, რომლის მიზანია გაზარდოს დიალოგის შესაძლებლობა ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ოროფესიულ ჯგუფებს და ახალგაზრდებს შორის.

“ახალგაზრდების გაძლიერება მშვიდობისათვის” პროექტი Europe Foundation-თან პარტნიორობით, რომლის მიზანია დააკავშიროს ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან და გააერთიანოს ისინი საერთო ინტერესების გარშემო. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მათი თემისათვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას იღებენ.

 

 

საჯარო და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება

დამოუკიდებლად ცხოვრების პროგრამა MAC Georgia-სთან პარტნიორობით მიზანდ ისახავს შშმ პირებისათვის დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობას და რათა მათ მეტად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება. პროგრამა საქართველო 6 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.

ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამა Emory-ს უნივერსიტეტთან ერთად, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა ფიზიკური რეაბილიტაციის ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებზე.


ცხრილში მოყვანილი პროექტების ფარგლებში დაფინანსებული მეწარმეების, ფერმერების და სხვა მონაწილეების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ქვეყნდება USAID-ის Facebook გვერდზეც. მაგალითად აქ შეგვიძლია ვიხილოთ ინფორმაცია ისეთი პროექტების შესახებ, როგორებიცაა “ციფრული დღეები საქართველოში” ტურიზმის ხელშეწყობისათვის, კარტოფილის პროგრამა, თხილის წარმოება, კენკრის წარმოება, ჯემის წარმოება, აგროტურიზმის განვითარება, დაფნის ფოთლის წარმოება, საყვავილე სათბურის დაფინანსება, პლასმასის ჩამნაცვლებელი შესაფუთი მასალის წარმოება და ა.შ.

ქვემოთ მოყვანილ პოსტებში გაზიარებულია იმ ფერმერებისა და მეწარმეების ისტორიები, რომლებმაც USAID-ის ხელშეწყობით საკუთარი მეურნეობის და წარმეობის განვითარება შესძლეს.

 

შესაბამისად, სანდრო ბრეგაძის განცხადება, რომ დასავლური გრანტებით მხოლოდ “შავბნელი ანტიეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ” სიმართლეს არ შეესაბამება. მანიპულაციურია საქართველოსათვის აშშ-ს მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში 330 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის პარალელურად იმაზე საუბარი, რომ ეს დაფინანსება არასამთავრობო სექტორს და მათი მეშვეობით ეკლესიასთან ბრძოლას ხმარდება და მიზნად ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობის გაჩენას ისახავს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტელეკომპანია “ობიექტივი”, პარტია “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და სხვა პრო-რუსული აქტორები აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

2018 წლის 19 სექტემბერს, ბონდო მძინარაშვილმა “ობიექტივის” ღამის სტუდიის ეთერში განაცხადა, რომ აშშ-დან საქართველოში ინვესტიციები არ ხორციელდებოდა და აშშ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში არ ეხმარებოდა. რეალურად, 1997 წლიდან 2017 წლის ჩათვლით საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი (48%) აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 2017 და 2018 წლის მონაცემების მიხედვით, აშშ იმ ქვეყნების 10-ეულშია, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ახორციელებს. ამ თემაზე ვრცლად შეგიძიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:

2019 წლის 23 აპრილს ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ  აშშ და ნატო საქართველოში არც ერთ პროგრამას არ აფინანსებდა, მაშინ, როდესაც აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება სამხედრო სფეროში 2015-2019 წლებში $167  მლნ -ს აღწევდა. ვრცლად:

ირმა ინაშვილის და სანდრო ბრეგაძის განცხადებები, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ დეზინფორმაცია გასულ წელსაც გავრცელდა. 2020 წლის 26 ივნისს ირაკლი ჯანყარაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე არ რეაგირებდნენ. რეალურად, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთ აქტივობას ახორციელებენ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხრივ, რაც როგორც თანაბარი საარჩევნო გარემოს, ასევე მედია პლურალიზმის და სხვა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალა:


მოამზადეს თეონა ხურცილავამ და ქეთი ხუციშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.