როგორ გაქრა ჟურნალისტი ანა ასათიანი “მთავარი არხის” კადრიდან და როგორ იქცა ტერენტი გლდანელი anushka.anushka-დ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

619
VIEWS

13 სექტემბერს ფეისბუკ ჯგუფში “პროტესტი! Protest! Протест!” Nikoloz Chichua-მ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ამავე არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ფოტო გამოქვეყნა, რომელშიც ისინი ერთმანეთს კოცნიან. ფოტოს თან ერთვის კომენტარი: “დღისით მზისით რო ამას კადრულობენ”. აღნიშნულ პოსტს ჰომოფობიური კომენტარები ახლავს. (treerush.com)
"
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. რეალურ ფოტოზე ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას შორის ჟურნალისტი – ანა ასათიანი დგას.

2021 წლის 12 სექტემბერს გადაცემაში Post Factum “მთავარი არხის” ორი წლის იუბილესთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, რომელშიც გვარამიამ “მთავარი არხის” გადაცემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სიუჟეტის 0:36 წამზე გასულ კადრებში ჩანს, როგორ კოცნიან ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია მათ შორის მდგომ “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ანა ასათიანს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჟურნალისტი ანა ასათიანი ამოშლილია, რაც ქმნის შთანებჭდილებას, თითქოს ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია არა ანა ასათიანს, არამედ ერთმანეთს კოცნიან.

"
გაყალბებული ფოტო


"
რეალური კადრი

 


წყაროს შესახებ
ფეისბუკ მომხმარებელი Nikoloz Chichua საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის”, ასევე მთავარი არხის” ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ პოსტებს ჯგუფებში: “პროტესტი! Protest! Протест!”, “გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს. ამასთანავე ანგარიში ჯგუფის წევრებს მოუწოდებს, დაიმატონ ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდის “ტერენტი გლდანელის” ფეისბუკ ანგარიში “ტერენტი გლდანელი” მეგობრებში.

""

""
ფეისბუკ გვერდი ტერენტი გლდანელი, რომელიც  2016 წლის 9 ივნისს შეიქმნა და ძირითადად ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელ პოსტებს აზიარებდა, ამჟამად წაშლილია, თუმცა ამავე შინაარსის პოსტები იმ ფეისბუკ ანგარიშის  საშუალებით ვრცელდება, რომელსაც url მისამართში anushka.anushka99 უწერია. სავარაუდოდ, ამ სახელით მოქმედი ანგარიში ტერენტი გლდანელად, ძველი გვერდის ცნობადობის გამო გადაკეთდა.

"
ტერენტი გლდანელის ანგარიშზე ამჟამად მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას მანიპულაციური ვიდეოებია გავრცელებული, რომელიც “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
“შუბლის ძარღვ გაწყვეტილების” და “ტერენტი გლდანელის” მანიპულაცია გაცნობის აპლიკაციის მეშვეობით
""

""
აღნიშნული ანგარიში ოპოზიციის სხვა ლიდერების მადისკრედიტირებელ პოსტებსაც აზიარებს.

""

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: იდენტობა, მედია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist