როგორ გააქრო Russia Today-მ კასეტური ბომბის კვალი

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

88888888888
70
VIEWS

Russia Today (RT) რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სატელევიზო ქსელია, რომელიც კრემლის გზავნილებს რუსეთის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ აუდიტორიას აწვდის. მედიასაშუალების მიერ გავრცელებული გზავნილები ხშირად შორსაა რეალობისგან.

რუსეთის ხელისუფლება მუდმივად უარყოფს კასეტური ბომბების გამოყენების პრაქტიკას სირიაში, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს.  Russia Today რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებების შესახებ სირიაში, რაც მოიცავს სამხედრო ნაწილების, შეიარაღების და თვითმფრინავების აქტივობების გაშუქებას.

კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის ანალიტიკოსებმა გამოავლინეს, რომ Russia Today-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ჰმეიმიმის საჰაერო ბაზაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტს ასახავდა, რუსული თვითმფრინავები RBK-500 ZAB 2.5SM კასეტური ბომბებით იყო აღჭურვილი.

Russia Today-მ  სასწრაფოდ შეცვალა ვიდეო, რათა დაემალა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის კვალი, თუმცა რეაგირება დაგვიანებული აღმოჩნდა. მედია საშუალება „ომის დროს დანაშაულის გაშუქებაში” დაადანაშაულეს.

კასეტური ბომბების გამოყენება 100 – ზე მეტი ქვეყნის მიერაა აკრძალული, რადგან ისინი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სახიფათო ზიანის შემცველია. კასეტური ბომბების გამოყენების წინააღმდეგ კონვენციას ხელი 2008 წელს, დუბლინში მოეწერა, რის შემდეგაც კონვენცია საერთაშორისო სამართლის ნაწილი გახდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist