როგორ და ვინ იყენებს გენოციდთან დაკავშირებულ ფოტოს “ანტი-ნატო” პროტესტის მტკიცებულებად

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

xval
362
VIEWS

2019 წლის 14 სექტემბერს ონლაინ პორტალის  Tvm.ge-ს ვებ-გვერდზე, ხოლო 15 სექტემბერს  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული იდეის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იდენტური სტატიები, სათაურით “სამცხე-ჯავახეთის სომხები საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში „დამოუკიდებლობას“ მოითხოვენ”. მასალაში მიმოხილულია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური სომხების სეპარატისტული განწყობები და მოყვანილია სომხეთის რესპუბლიკის დეპუტატის შირაკ ტოროსიანის ციტატა, რომლის თანახმადაც, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მოსალოდნელია, რომ ჯავახეთში თურქული ჯარი შეიყვანონ.

14 სექტემბერს ანალოგიური სტატია მედია საშუალება Timenews.ge-ს საიტზეც გამოქვეყნდა უფრო თვალშისაცემი სათაურით: “სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება შემაშფოთებელი ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის სომხები „დამოუკიდებლობას“ მოითხოვენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში.”

სამივე სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელზეც გამოსახულია ახალგაზრდა მომიტინგეების ჯგუფი ქუჩაში სომხეთის რესპუბლიკის დროშასთან ერთად, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამცხე-ჯავახეთში ნატოს წინააღმდეგ ხალხი ქუჩაშია გამოსული.

ინფორმაციის წყაროდ  KavkazPlus-ია მითითებული, თუმცა შესაბამისი ბმულის გარეშე. KavkazPlus.com-ზე ანალოგიური სტატია ორ ენაზე იძებნება: ქართულად და რუსულად. სტატიები კი 5 თვით ადრინდელი პერიოდით, 2019 წლის 21 და 22 აპრილით არის დათარიღებული. ყველაზე ადრინდელი პერიოდით დათარიღებული მსგავსი ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ panorama.am-ზე გვხვდება 2014 წლის სტატიაში, რომელშიც შირაკ ტოროსიანი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემდეგ ჯავახეთის მოსახელობის აჯანყების გარდაუვალობაზე საუბრობს.

მსგავსი ინფორმაცია შირაკ ტოროსიანის ფოტოთი 2016 წელს საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესმაც” გამოქვეყნა.

"

სტატია მალევე აიტაცეს სხვადასხვა, მათ შორის, ულტრანაციონალისტურმა და პრორუსულმა, Facebook გვერდებმა.

TVM.ge-ს, Timenews.ge-ს და “ქართული იდეის” მიერ 5 წლის წინანდელი ინფორმაციის დღევანდელ კონტექსტში გავრცელება მანიპულაციურია, რადგან მხოლოდ სომხეთის მოქალაქის და დეპუტატის შირაკ ტოროსიანის მოსაზრებას ასახავს და არა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის. მანიპულაციურია სტატიების საილუსტრაციოდ გამოყენებული ფოტოც, რომელსაც სტატიის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვს და 2019 წლის გაზაფხულზე ჯავახეთის მოსახლეობის მიერ სომეხი ხალხის გენოციდის აღიარების მოთხოვნით გამართულ აქციას ასახავს.   სხვადასხვა წყაროებით მასალის ვირუსულად გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პლატფორმები ორგანიზებულად იმართება. ინფორმაციული ოპერაციის განხორციელების მიზანი კი ეროვნული შუღლის გაღვივება მოსაზრების დამკვიდრებაა, რომ სამცხე-ჯავახეთში ნატოს მიმართ საპროტესტო განწყობებს დემონსტრაციულად გამოხატავენ და რომ ეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობაზე აისახება. 

მანიპულაციური ფოტო

სტატიების ვიზუალისათვის გამოყენებული ფოტო მანიპულაციურია და სტატიის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვს. ფოტო ეკუთვნის “რადიო თავისუფლებას” და ასახავს 2019 წლის 23-24 აპრილს ახალქალაქსა და ახალციხეში ჩატარებულ მსვლელობას, რომლის დროსაც სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხი  მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკისაგან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების გენოციდის აღიარებას ითხოვდნენ.

"

"
წყარო: რადიო თავისუფლება

ვინ გააზიარა Tvm.ge-ს,  Timenews.ge-სა და “ქართული იდეის” სტატიები სოციალურ ქსელებში 

მასალა ონლაინ სივრცეში კოორდინირებულად გავრცელდა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პლატფორმები  ორგანიზებულად იმართება. პირველად სტატია 14 სექტემბერს, tvm. (laserdocmd.com) ge-ზე გამოქვეყნდა, რომლის რუსული პირველწყარო KavkazPlus-ი იყო, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია 4 თვით ადრე გაავრცელა. ქართული პირველწყაროს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია სამი ტიპის ონლაინ პლატფორმებმა გაავრცელეს:

  1. სიძულვილის ჯგუფების Facebook გვერდები: “კარდჰუ”, “ქართული გვერდი”, “ჯაბა მუსელიანის ბლოგი”, “ქართული იდეა”, “TS • news”, “აპოლიტიკური გაერთიანება ლილე”,
  2. პრორუსული-ანტიდასავლური Facebook პლატფორმები “სტალინი”, “დავით ჟღენტი
  3. ე.წ. clickbait საიტები Timenews.ge.

"

ინფორმაციული ოპერაციის განხორციელების მიზანი კი ეროვნული შუღლის გაღვივება მოსაზრების დამკვიდრებაა, რომ სამცხე-ჯავახეთში ნატოს მიმართ საპროტესტო განწყობებს დემონსტრაციულად გამოხატავენ და რომ ეს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობაზე აისახება.

ვინ არის შირაკ ტოროსიანი

შირაკ ტოროსიანი სომხეთის რესპუბლიკის პარალმენტის დეპუტატია. 2018 წლის მაისამდე ის ფრაქცია “სომხეთის რესპუბლიკური პარტიის” წევრი იყო.  1995 წელს დაამთავრა ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე პერიოდში კავშირ “ჯავახკის” წევრი გახდა. მას შემდეგ ტოროსიანი სომხეთის რესპუბლიკაში მოღვაწერობს. განცხადებები საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ ტოროსიანმა 2014 წლიდან არაერთხელ გააკეთა. სომეხი დეპუტატის ანალოგიური განცხადებები რამდენჯერმე  ღიად პრორუსული გამოცემის “საქინფორმის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist