როდის დაფუძნდა რეალურად ANOVA?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

110
VIEWS

30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დღეს ფეისბუქ გვერდმა “სიმართის დროა” გამოაქვეყნა ფოტო, რომლის აღწერის მიხედვითაც, “მთავარი არხის” დაკვეთით ეგზიტპოს “გუშინ შექმნილი “რაღაც” კომპანია” ატარებს. გამოქვეყნებულ ფოტოზე კვლევითი კომპანია “ანოვას” წარმომადგენლის ბეიჯია გამოსახული.

"
მტკიცება იმის შესახებ, რომ კვლევითი ორგანიზაცია “ანოვა” გუშინ შეიქმნა, მცდარია. “ანოვა” ბაზრის და სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით 4 წელია მუშაობს. 

კვლევითი ორგანიზაცია “ანოვა” 4 წელია არსებობს, ის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2017 წლის 17 იანვარს დარეგისტრირდა და საქმიანობა ბაზრის კვლევის, მარკეტინგული მომსახურებებისა და სოციოლოგიური კვლევების მიმართულებით დაიწყო.

"

"

"

საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, წინა წლებში Anova სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის UNICEF-ის, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის,   “ჰერა ოცდაერთის” კვლევები აქვს ჩატარებული. ფეისბუკზე Anova-ს ასევე გამოქვეყნებული აქვს Ipsos-ის მიერ Covid-19-ზე ჩატარებული კვლევა, ხოლო კომპანია Anova-ს დამფუძნებულმა ქრისტინე ლორთქიფანიძემ აღნიშნული კვლევა ტვ პირველის ეთერში გადაცემა Forbes – 30under30-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ანოვა” კვლევის დროს მონაცემთა შეგროვების ეტაპზე იყო ჩართული და კვლევა საერთაშორისო ორგანიზაცია Ipsos-ს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ “მთავარმა არხმა” კომპანია “იფსოსთან” თანამშრომლობა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 29 ოქტომბერს შეწყვიტა, სწორედ ამ დღეს გახდა ცნობილი, რომ ტელეკომპანიის დაკვეთით საარჩევნო უბნებზე ეგზიტპოლების საველე სამუშაოებს “ანოვას” წარმომადგენლები ჩაატარებდნენ, ხოლო მონაცემებს მოწვეული სპეციალისტები დაამუშავებდნენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist