როდის და რისთვის გამოვიდა პარიზში ხალხი ქუჩაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

36
VIEWS

2021 წლის 28 ივლისს ფეისბუქ ანგარიშმა “ბაႵარ ზაალიშვილი” გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელშიც ჩანს, რომ პარიზის ქუჩებში ადამიანების დიდი რაოდენობაა შეკრებილი.ფოტოსურათს ფეისბუქ მომხმარებელი შემდეგნაირად ასათაურებს: „საფრანგეთი. პარიზი. კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ.”

5 აგვისტოს მდგომარეობით “ერთობა საქართველოსთვის” პოსტს 1000-მდე მომხმარებელი აზიარებს.
;
“ბაႵარ ზაალიშვილის”  მიერ გამოქვეყნებული პოსტი ფოტომანიპულაციაა. ფოტო 2018 წლის 15 ივლისს პარიზში მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნად შეკრებილ მოსახლეობას ასახავს და არა კოვიდის წინააღმდეგ პროტესტს.

ფოტოსურათს საფრანგეთში კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ გამართულ აქციებთან კავშირი არ აქვს. ფოტო 2018 წლის 15 ივლისს არის გადაღებული, როდესაც პარიზში შანზ-ელიზეს გამზირსა და კონკორდის მოედანზე 250 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რათა საფრანგეთის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება ეზეიმა.

ქართველი ფეისბუქ მომხმარებლის მიერ გაზიარებული ფოტოსურათი პირველად 2018 წლის 15 ივლისს gettyimages.com.au-ზე გამოქვეყნდა. ორიგინალი პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ფოტო-კადრი ტრიუმფალური თაღიდან არის გადაღებული და საფრანგეთის მიერ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი აღნიშვნის გამოხატულებაა. ფოტოსურათი სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებმა მანიპულაციურად გაავრცელეს და ის კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ გამართულ აქციებს დაუკავშირეს. ინფორმაცია AAP FactCheck-მაც გადაამოწმა.;
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ივლისში ახალი რეგულაციების საწინააღმდეგოდ მთელი საფრანგეთის მასშტაბით ხუთ ქალაქში(მათ შორის პარიზში) აქციები იმართებოდა, თუმცა საფრანეთის მოსახლეობის გათვალისწინებით აქციები მასშტაბური არ ყოფილა. 31 ივლისს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში ჯამში 204 000 ადამიანი შეიკრიბა, ხოლო პარიზში მათი რაოდენობა 14 250-ს შეადგენდა.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის 58% პროცენტი კაფეებსა და რესტორნებში „ჯანმრთელობის სერთიფიკატის“ გამოყენებას მართებულად მიიჩნევს, 66% კი მის კულტურულ ობიექტებში გამოყენებას უჭერს მხარს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩაში გამოსული ხალხის სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო, რომელიც ასევე კოვიდთან დაკავშირებულ პროტესტს უკავშირდებოდა,  “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა:
რას ასახავს ფოტო, რომელსაც ანტივაქსერულ პროტესტს მიაწერენ?

“მითების დეტექტორმა” საფრანგეთში კოვიდ-რეგულაციებთან დაკავშირებულ დემონსტრაციაზე დეზინფორმაცია ადრეც გადაამოწმა:
მთავრობის სასახლე თუ ქალაქ შამბერის მერია?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist