“რეზიდენტი” საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით ლევან ვარშალომიძის ციტატას აყალბებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
VIEWS

3 ნოემბერს ფეისბუკ გვერდმა “რეზიდენტი”  საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი სქრინი გამოაქვეყნა, რომელზეც ლევან ვარშალომიძის ფოტო და ციტატაა გამოსახული. სქრინის მიხედვით, ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ იგი არა მხოლოდ მიშას თანამებრძოლი და მიშისტია, არამედ მიშაა მასში: “მე არ ვარ უბრალოდ მიშას თანამებრძოლი და მიშისტი. პირდაპირი მნიშვნელობით, მიშაა ჩემში.

"
“რეზიდენტის” მიერ გამოქვეყნებული სქრინი ყალბია. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე, ასევე სხვა ღია წყაროებში ლევან ვარშალომიძის იდენტური ან მსგავსი განცხადება არ იძებნება.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად “საზოგადოებრივ მაუწყებელსაც” დაუკავშირდა. “პირველი არხის” ონლაინ ჯგუფის ხელმძღვანელის, თამარ კაციტაძის თქმით, ტელეკომპანიის ვებ-გვერდსა და ფეისბუკ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, თუმცა თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო (ტექსტის გარეშე) პირველი არხის ვებ-გვერდიდან არის აღებული.
"
ფეისბუკ გვერდმა “რეზიდენტი” ლევან ვარშალომიძის ფოტო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ვებ-გვერდზე 2020 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალიდან აიღო, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი არჩევნების მეორე ტურზე დაპირისპირების შემთხვევაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდა.

ბოლო განცხადება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ვარშალომიძის სახელით ქართულ ინტერნეტ სივრცეში იძებნება, მის მიერ  დეპუტატის მანდატის დატოვებას შეეხება. პირველ ნოემბერს ვარშალომიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ნონა მამულაშვილთან და ანა წითლიძესთან ერთად დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

წყაროს შესახებ
ფეისბუკ გვერდი რეზიდენტი / Resident 2021 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა და Tvalsazrisi.ge-ის ავტორსა და “პარტიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ ირაკლი ჯანყარაშვილთან არის დაკავშირებული. ირაკლი ჯანყარაშვილმა ყალბი პოსტი ჯგუფებში: Bidzina Ivanishvili & Georgiaჩვენი მხარდაჭერა გახარიას ! გაავრცელა:
"
"

ირაკლი ჯანყარაშვილსა და ფეისბუკ გვერდ “რეზიდენტს” შორის არსებულ კავშირს  მათ მიერ ერთსა და იმავე დროს გამოქვეყნებული იდენტური პოსტები ცხადყოფს.

"
"
ირაკლი ჯანყარაშვილი ასევე ფლობს ფეისბუკ ანგარიშს “პოლიტიკური სატირა”, უფრო ვრცლად კი მისი ქსელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:
რა საერთო აქვთ Иракли Иракли-ს, ანტილიბერალურ დოქტრინას, News Front-სა და tvalsazrisi.ge-ს ერთმანეთთან?

ირაკლი ჯანყარაშვილს ყალბი ციტატები სხვადასხვა მედიის სახელით ადრეც არაერთხელ გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
თაკო ჩარკვიანის სახელით და საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგოთი ყალბი ციტატა ვრცელდება;
ედუარდ სააკაშვილის სახელით მის პოლიტიკაში მოსვლაზე გაყალბებული ციტატა ვრცელდება;
ვინ გააყალბა ირაკლი კობახიძის ციტატა?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist