რატომ ითხოვს სახალხო დამცველი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

63
VIEWS

20 აპრილს „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ფეისბუკ გვერდმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამ საზოგადოების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და ალექსანდრე ფალავანდიშვილი საუბრობენ იმაზე, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის შესვლის მიზანი არასრულწლოვნების გარყვნაა.

 

ალექსანდერე ფალავანდიშვილი: „მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ ბავშვთა სახლში, უკვე მერამდენეჯერ სახალხო დამცველმა მოითხოვა ბავშვებთან შესვლა და პრივატული, ინდივიდუალური საუბრების გამართვა ბავშვებთან. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორგანიზაციები არიან სოდომიის დამკვიდრების ღია მომხრეები. დაუშვებელია, რომ ბავშვებთან შევიდნენ სოდომიის მომხრეები და აგიტატორები და ბავშვებს ესაუბრონ“.

ამ თემაზე გურამ ფალავანდიშვილმა გამოცემა “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუშიც ისაუბრა:

გურამ ფალავანდიშვილი: “პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ ეს ლომჯარიას ჭირვეულობა არ არის, ეს არის მსოფლიო “სტანდარტი”, რომლის მიღმაც იყვნენ და არიან კაცობრიობის წინააღმდეგ მოქმედი ანტიქრისტეს ძალები“.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლის თემაზე ალტ-ინფოს გადაცემის, ალტ-ანალიტიკის ეთერშიც ისაუბრეს. გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, გიორგი ქარდავა ამბობს, რომ სახალხო დამცველი ბავშვებს ლიბერალურ დღის წესრიგს ახვევს თავს და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ მიმღებლობას უჩენს.

გიორგი ქარდავა: „ესენი ხომ პირდაპირ ამბობენ, რო ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების ინკლუზიური უფლებების გაფართოება. ანუ პრიდაპირ იძახიან, რომ ლიბერალური დღის წესრიგის ფორვარდები არიან. ბავშვებთან რომ დატოვო, ბავშვებს გადააქცევენ სიმახინჯედ. გენდერულ თეორიას წაუკითხავენ ბავშვებს, ტრანსგენდერების მიმართ ლოიალურობას გაუჩენენ, მსგავს მიმღებლობას აუმაღლებენ მოწყვლადი ჯგუფების მიმართ“.

“საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში გურამ ფალავანდშვილი ასევე საუბრობს “მომავლის ბანაკებზე”, სადაც, მისი მტკიცებით, არასამთავრობოები “ბავშვებს ტვინს ურეცხავენ”:

გურამ ფალავანდიშვილი: “რაც შეეხება ე.წ. სოცმუშაკებს და იმას, რას მოიტანს შედეგად მათი მასობრივად შეყვანა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში უკვე მოქმედებს პროექტი სახელწოდებით “მომავლის ბანაკები”, რომლებშიც პირდაპირ ტვინს ურეცხავენ მოზარდებს. საუბარია დაახლოებით 10 ათას ბავშვზე წელიწადში, რომლებიც მიჰყავთ რეგიონებში და სხვადასხვა არასამთავრობოები მათ ე.წ. ტრენინგებს უტარებენ… ანაკლიაშია, ერთ-ერთი კახეთშია, კაჭრეთში… სხვაგანაცაა. რომ ნახეთ, რას ასწავლიან და რა ფორმით… ამაზრზენია პირდაპირ. გარდა იმისა, რომ იქ არის გართობა, სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ა.შ. თითოეულ ჯგუფს დანიშნული აქვს სემინარი კვირაში ორჯერ. ამ სემინარებს ატარებენ ე.წ. ბავშვთა სასწავლო ცენტრები, რომლებშიც არიან ბაია პატარაიები, ლომჯარიები სხვანი და სხვანი და ისინი ატარებენ ლექციებს ტოლერანტობაზე. იცით, როგორი “საგანმანათლებლო” პროცესია?..მაგალითად, ბავშვს ეკითხებიან – იმგზავრებდი თუ არა, ვთქვათ, მატარებლით ერთ ვაგონში ჰომოსექსუალთან ერთად? ბავშვმა თუ უპასუხა – არა, სიმბოლურად სკოჩს ააკრავენ პირზე ან ხელ–ფეხს შეუკრავენ; ხოლო, თუ შემდეგ შეკითხვაზე “სწორი” პასუხი გასცა, გაუხსნიან და ეუბნებიან: ახლა შენ გათავისუფლდი კომპლექსებისგანო.”

გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილების, ასევე ალტ-ანალიტიკის წამყვანის მტკიცება, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შესვლა და აღსაზრდელებთან პრივატული გასაუბრება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისთვის და გენდერული თეორიის წასაკითხად სურთ, მცდარია. სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ რეალურად, ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოიკვეთა. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ფალავანდიშვილის მიერ აღწერილი ტრენინგი, რომელიც თითქოს “მომავლის ბანაკში” ჩატარდა. მსგავსი ინფორმაცია ტრენინგების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ უარყო.

  • დეზინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლის მოტივთან დაკავშირებით

16 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პანსიონში, სადაც 57 არასრულწლოვანი ირიცხება, სახალხო დამცველის რწმუნებულებს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს მონიტორინგის საშუალება არ ეძლევათ. მათ პანსიონში შესვლის შესაძლებლობა 2020 წლის ივნისის შემდეგ არ აქვთ.

“სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.” – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სახალხო დამცველი იმ დაწესებულების მონიტორინგს, სადაც ბავშვები იმყოფებიან, პერიოდულად ახორციელებს. „მითების დეტექტორთან“ საუბარში, სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ აღნიშნა, რომ ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მიზანი იყო ის, რომ არსებული ვითარება ადგილზე ენახათ.

ეკატერინე სხილაძე: „2015 წელს განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტი, რის საფუძველზეც მომზადდა ანგარიში. მასში საუბარი იყო პანსიონებში სოციალურ ინტეგრაციის ნაკლებობაზე და ბავშვების ფიზიკური დასჯის სხვადასხვა ფორმაზე. 2018 წელს გვქონდა მონიტორინგის ვიზიტი, თუმცა მაგ დროს უკვე შეგვექმნა დაბროკოლება და ინდივიდუალურად ვერ გავესაუბრეთ ბავშვებს“.

სხილაძის თქმით, 2015 წლის შემდეგ ნინოწმინდის პანსიონში სრულყოფილი მონიტორინგი არ ჩატარებულა, რადგან პანსიონის ხელმძღვანელობა მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.

„სახალხო დამცველი პოზიცია არის ცალსახა, რომ სახელმწიფოს ევალება ბავშვებზე ზრუნვა. ჩვენი რეკომენდაცია მიეწოდება სახელმწიფოს და სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს ბავშვების საკითხი და ასევე ეს სიძულვილის შემცველი განცხადებებიც, რომელიც ვრცელდება სახალხო დამცველის აპარატის წინააღდეგ“, – აღნიშნავს ომბუდსმენის მოადგილე.

  • დეზინფორმაცია “მომავლის ბანაკის” შესახებ

ნინოწმინდის პანსიონის გარდა, “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში გურამ ფალავანდიშვილი კიდევ ერთხელ აჟღერებს დეზინფორმაციას “მომავლის ბანაკებთან” დაკავშირებით.

2018 წელს, ფალავანდიშვილმა ბანაკების ორგანიზატორ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ეროვნულ ცენტრს” მოქალაქე ბადრი დავითურის წერილის საფუძველზე მიმართა, რომელიც გვერდ zneoba.ge-ზე გამოქვეყნდა. დავითურის წერილში ეწერა, რომ ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული სესიები “გარყვნილებისა და მრუშობისკენ” იყო მიმართული.  გურამ ფალავანდიშვილის განცხადების შემდეგ გაეროს წარმომადგენელმა ვითარების შესწავლის პროცესი დაიწყო და ბანაკების მუშაობა დროებითი შეჩერებული იყო.

ფალავანდიშვილის ბრალდება უარყო ორგანიზაცია Gydea-მ, რომელიც ცენტრთან თანამშრომლობს და ტრენინგების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. მათ დეტალურად აღწერეს ტრენინგის პროცესი, რომელიც „სტერეოტიპებისგან გათავისუფლების“ მიზნით ხორციელდება. ფალავანდიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში აღწერილი ტრენინგი კი მანიპულაციურია. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სიცრუეა, თითქოს ტრენინგის ორგანიზატორები მოზარდებს აიძულებდნენ დათანხმებოდნენ მათ მიერ წარმოდგენილ დებულებებს, ქაღალდის სკოჩი კი მხოლოდ ნებაყობლობითი ექსპერიმენტის ნაწილი იყო, რომელიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ორგანიზაცია ექსპერიმენტის შინაარსი დეტალურად აღწერა:
“ტრენერი ორ სვეტად ყოფს დაფას და ერთ სვეტში წერს მამაკაცის შემზღუდველ სტერეოტიპებს, ხოლო მეორეში – ქალის შემზღუდველს. ამის შემდეგ ტრენერი ჯგუფიდან არჩევს ორ მოხალისეს და დაფაზე ჩამოწერილი თითოეული სტერეოტიპის შესაბამისად „ზღუდავს“ მათ ქაღალდის სკოჩით. ამის შემდეგ ტრენერი ეუბნება მონაწილეებს, რომ ეს სავარჯიშო ვიზუალურად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ზღუდავდეს გენდერული სტერეოტიპები ქალსაც და მამაკაცსაც. თუმცა სტერეოტიპების რღვევა შესაძლებელია. ხშირად საკმარისია ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს საზოგადოებაში, რომელიც სხვანაირად ფიქრობს და ეს საკმარისი აღმოჩნდეს პროცესის დასაწყებად. ტრენერი თავიდან კითხულობს ჩამოწერილ სტერეოტიპებს და თითოეული მათგანის წაკითხვის შემდეგ ეუბნება მონაწილეებს: „თუ ერთი ადამიანი მაინც არის ჯგუფში, რომელიც ფიქრობს, რომ ქალს (მამაკაცს) შეუძლია გააკეთოს … , მოვიდეს და მოხსნას მას ქაღალდის სკოჩი სხეულის შესაბამისი ნაწილიდან“, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები ნელ-ნელა ათავისუფლებენ მოხალისეებს ქაღალდის სკოჩისგან, რაც სტერეოტიპებისა და შემზღუდველი ნორმებისგან გათავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს”.

რაც შეეხება წერილის ავტორის მტკიცებას, თითქოს ტრენერები ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ, იმგზავრებდნენ თუ არა კონკრეტულ პირთან ერთად, Gydea-ს განცხადებით, მსგავსი ექსპერიმენტი ტრენინგის ფარგლებში არ ჩატარებულა.

რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, ბანაკში ფალავანდიშვილის მიმართვის გამო შეჩერებული ტრენინგები აღდგა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფალავანდიშვილი “მომავლის ბანაკის” შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. ამ თემაზე “მითების დეტექტორი” წარსულშიც წერდა:

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist