რატომ დაიწყო სიცილი Вести-ის ჟურნალისტმა გადაცემის ჩაწერის დროს?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

წყაროთი
3.2k
VIEWS

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის Вести Камчатка-ს ჟურნალისტმა ალექსანდრა ნოვიკოვამ გადაცემის ჩაწერის დროს სიცილი ვერ შეიკავა. ჟურნალისტი მაყურებელს მთავრობის სუბსიდიების გაზრდის შესახებ ამცნობდა, რის მიხედვითაც 1 თებერვლიდან კამჩატკაში ომის ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რადიაციული ზემოქმედების მსხვერპლებს და სხვა დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებას 1 500 რუბლამდე ($23) გაუზრდის.

ჟურნალისტმა სიცილი მაშინ დაიწყო, როდესაც აცხადებდა, რომ აღნიშნული 1500 რუბლიდან, 900 რუბლი ($14.18) მედიკამენტებზე, 137 ($2.16) – სანატორიუმზე, ხოლო დარჩენილი 463 რუბლი ($7.29) კი სანატორიუმში ტრანსპორტირებაზე დაიხარჯება.

ტელეწამყვანი აბსურდულად მცირე თანხების გამო დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში იცინოდა . “კარგია, რომ პირდაპირ ეთერში არ ვარ” – აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ტელევიზიით არ გასულა, ის ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

რადიო სადგურმა Говорит Москва-მ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელევიზიო კომპანია VGTRK, სადაც Вести Камчатка ოპერირებს, გამოიძიებს ვინ გაავრცელა ვიდეო, მთელ გუნდს გაათავისუფლებს და ახალი სამსახურის მოძიების ყველა გზას დაუბლოკავს.

რადიო თავისუფლება VGTRK-ს დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist