რატომ დააკავეს ხორვატიაში მასწავლებელი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

25
VIEWS

2021 წლის 20 ნოემბერს ფეისბუქ პროფილმა „მინდა დავჩე ადამიანად“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აპატიმრებს ორი პოლიციელი ქალს. პოსტის ავტორის აღწერით, ქალი ხორვატიაში სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია, რომელიც იმიტომ დააკავეს, რომ კოვიდპასპორტი არ ჰქონდა, პოლიცია კი სკოლის დირექტორმა გამოიძახა.

"

მტკიცება, რომ მასწავლებელი კოვიდპასპორტის არქონის გამო დააკავეს, შეცდომაში შემყვანია. რეალურად, პოლიციის გამოძახების და ქალის დაკავების მიზეზი კოვიდპასპორტის არწარდგენას მხოლოდ ირიბად უკავშირდება. რეალურად, ქალი აგრესიული ქცევის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს.

ინციდენტი ხორვატიაში 17 ნოემბერს მოხდა. დაკავებული ქალი 33 წლის დაწყებითი სკოლის ხელოვნების მასწავლებელია.

ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და ის Reuters-ის ფაქტების ანალიტიკოსთა გუნდმაც გადაამოწმა. Reuters-ის სტატიაშიაღნიშნულია, რომ, ხორვატიაში მოქმედი რეგულაციების თანახმად, საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის, ბოლო დროს ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ან ვირუსის გადატანის შესახებ ცნობის გარეშე სამსახურში არ დაიშვებიან.

სკოლის დირექტორმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ხელოვნების მასწავლებელს შენობაში შეშვებაზე უარი ცნობის არქონის გამო ეთქვა. მასწავლებელმა მომხდარის ამსახველი ვიდეო გადაიღო, შემდეგ კი სკოლაში შეღწევა სხვა კარიდან სცადა, რისი უფლებას არ მისცეს.

ამის შემდეგ, დირექტორის თქმით, სკოლის ტერიტორიაზე უცნობი პირები გამოჩნდნენ. სწორედ მათი არასათანადო ქცევის გამო გახდა დირექტორი იძულებული სამართალდამცველები გამოეძახებინა. დირექტორის თქმით, მასწავლებელი პოლიციელების მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი და გაფრთხილების მიუხედავად, ტელეფონით გადაღებას მაინც აგრძელებდა.

სკოლის დირექტორი: „შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ სანამ იქ ვიყავი, მასწავლებელი მთელი დროის განმავლობაში უღებდა პოლიციელებს. ის მრავალჯერ გააფრთხილეს, რომ ეს არ გაეკეთებინა და მათთვის ასე უხეშად არ მიემართა, მაგრამ ის მათ აშკარად არ უსმენდა.“

პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადებისმიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნება კოვიდრეგულაციით განსაზღვრულ უსაფრთხოების პირობებს ვერ აკმაყოფილებდა, იგი გაუჩერებლად ყვიროდა და დაწესებულებაში ძალადობრივად ცდილობდა შეღწევას.

ვიდეოშიც ჩანს, რომ პოლიციელებს მასწავლებლის დასაკავებლად ძალის გამოყენება დასჭირდათ. ქალს შემდგომ სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლითაც დადგინდა რომ მას დაკავებისას დაზიანებები არ მიუღია.

მოკვლევის დასრულების შემდეგ ქალბატონი გაათავისუფლეს. მას მუნიციპალურ სასამართლოში ბრალს არა კოვიდპასპორტის არქონის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე წაუყენებენ.

პოლიციის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ შეისწავლიან პოლიციის ოფიცრების მიერ ძალის გამოყენების კანონიერებასაც. თუ დადგინდება, რომ პოლიციელებმა საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტეს, მათ სანქციები დაეკისრებათ.

შესაბამისად, პოლიციის გამოძახების და ქალის დაკავების მიზეზი არა კოვიდპასპორტის არქონა, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გახდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ხორვატია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist