რატომ წაშალა Facebook-მა ასობით ანგარიში და რა არის კოორდინირებული არაავთენტური ქცევა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფფს
370
VIEWS

5 მაისს Facebook-მა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლითაც საზოგადოებას ასობით გვერდისა და პროფილის წაშლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცა. გაუქმებულ ანგარიშებს შორის იყო კოკა ყანდიაშვილის ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram ანგარიში, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram ანგარიში.

Facebook-ის სანქციებს საქართველოში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციები მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ გვერდების ერთი ნაწილი სიყალბის გამო წაშალა, ხოლო მეორე ნაწილი, რომელშიც ავთენტური ანგარიშები იყო –  ექსკლზიურად არასამთავრობო ორგანიზაციების თხოვნით.

რა შემთხვევებში აუქმებს Facebook გვერდებსა და მომხმარებლების პროფილებს? “მითების დეტექტორი” გთავაზობთ იმ კრიტერიუმებს, რომლითაც კომპანია  მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს.

რატომ წაშალა Facebook-მა გვერდები და პროფილები? 

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ ანაგრიშების წაშლა მათ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევას უკავშირდება. Facebook ებრძვის სოციალურ ქსელში საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებს. კომპანია ასეთი ოპერაციებს სტრატეგიული მიზნისათვის  საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების მცდელობას უწოდებს.

რა არის კოორდინირებული არაავთენტური ქცევა? 

Facebook განმარტავს, რომ კოორდინირებული და არაავთენტურია ქცევა, როდესაც რამდენიმე გვერდი, ჯგუფი და ანგარიში ერთობლივად მუშაობს, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. ამგვარი საინფორმაციო კამპანიის აღმოჩენისას, კომპანია ყურადღებას აქცევს მათ უჩვეულო ქცევას (ცდილობენ თუ არა ვინაობის დამალვას, ცდილობენ თუ არა, რომ გამოჩნდნენ უფრო სანდოები) და არა გავრცელებული ინფორმაციისა და პოსტების შინაარს.

რა ზომებს იღებს Facebook კოორდინირებული არაავთენტური ქცევის აღმოჩენისას?

კოორდინირებული, არაავთენტური ქცევა ფეისბუკის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. Facebook-ი განმარტავს, რომ ასეთი ქცევის აღმოჩენის შემთხვევაში, იშლება როგორც მასში ჩართული ყალბი ანგარიშები (პროფილები, გვერდები, ჯგუფები),ასევე ავთენტური, რეალური ადამიანების პროფილები.

რა განმარტა Facebook-მა ესპერსონასთან დაკავშირებულ სქემაზე?

კომპანია განმარტავს, რომ ამ ქცევის უკან მდგომი ინდივიდები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომლებითაც ისინი ქმნიდნენ ფიქტიურ პერსონებს, ითვისებდნენ ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის წარმომადგენლების იდენტობას, მართავდნენ ჯგუფებსა და გვერდებს და მათ კონტენტს იმაზე მეტად პოპულარულად წარმოაჩენდნენ, ვიდრე რეალურად იყო. ასევე აღნიშნულია, რომ ამ ჯგუფების ნაწილი იცვლიდა სახელებსა და ადმინისტრატორებს, რომელთა ნაწილი ნაყიდი იყო. ამ ქსელთან დაკავშირებული ზოგიერთი გვერდი კი პოზიციონირებას მედიის სახელით ახდენდა.

Facebook-ის თქმით, გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები მეტწილად ქვეყნის შიგნით სიახლეებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, როგორიცაა არჩევნები, ხელისუფლების პოლიტიკა, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკა. კომპანიამ ასევე განმარტა, რომ ამ ოპერაციის უკან მდგომი ადამიანები იდენტობის დამალვას ცდილობდნენ, თუმცა კომპანიის გამოძიებამ ეს სქემა სწორედ ესპერსონას დაუკავშირა.

კომპანიის გამოძიებით, ესპერსონა მართავდა 511 ფეისბუქ გვერდს, 101 პროფილს, 122ჯგუფს, 56 ინსტაგრამ ანგარიშს. 973 000-მდე პროფილს გამოწერილი ჰქონდა ამ სქმის ერთი ან მეტი გვერდი, 1 508 000 ანგგარიშს გამოწერილი ჰქონდა ერთი ან მეტი ჯგუფი, ხოლო 26 000-მდე პროფილი მისდევდა ექსპერსონას ერთ ან მეტ ინსტაგრამ ანგარიშს. კომპანიის თქმით, ამ სქემამ ფეისბუქზე რეკლამირებაში $30 000-მდე დახარჯა.

რა განმარტა Facebook-მა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ სქემაზე?

Facebook-ის განმარტებით, ამ აქტივობების უკან მდგომი ადამიანები იყენებდნენ ყალბი ანგარიშების კომბინაციებს სხვადასხვა კონტენტზე კომენტარების დატოვების მიზნით. ეს ანგარიშები თავს არიდებდნენ იდენტიფიცირებას და წაშლას, ასევე მართავდნენ ჯგუფესა და გვერდებზე, რომელთა ნაწილიც მედია გამოცემების სახით პოზიციონირებდა. ისინი ხშირად პოსტავდნენ ადგილობრივი სიახლეებისა და პოლიტიკური საკითხების შესახებ, როგორიცაა 2018 წლის არჩევნებისა და კანდიდატების, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებ, ასევე აკრიტიკებდნენ კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების ხელისუფლების მიდგომებს. ამ გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლის შემდეგ აქტიური არ ყოფილა. კომპანიის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სქემის უკან მდგომი ინდივიდები იდენტობის დამალვას ცდილობდნენ, კომპანიის გამოძიებამ ის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა.

Facebook-ის განმარტებით, ეს სქემა მართავდა 23 ფეისბუქ პროფილს, 80 გვერდს, 41 ჯგუფს და 9 ინსტაგრამ ანგარიშს. 785 000-მდე მომხმარებელს გამოწერილი ჰქონდა ერთი ან რამდენიმე გვერდი, 6 300 მომხმარებელი მიყვებოდა ერთ ან რამდენიმე ჯგუფს, ხოლო 6 400-მდე ადამიანი მიყვებოდა ერთ ან რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიშს. ასევე, ამ სქემას ფეისბუქ რეკლამირებაში $23 800-მდე აქვს გადახდილი. Facebook-ის თქმით, ამ გვერდებსა და ანგარიშებს ასევე შექმნილი ჰქონდათ 22 ღონისძიება, რომელთა მიმართაც ინტერესი 11 600-მდე მომხმარებელმა გამოხატა. თუმცა კომპანია იქვე განმარტავს, რომ ამ ღონისძიებების ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist