რატომ აშინებს თარხან-მოურავს თოჯინებით თამაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეტჰტჯჰ
881
VIEWS

2020 წლის 7 ივლისს  ტელეკომპანია “ობექტივის” ორენოვანი გადაცემის “ღამის სტუდია-ყველას გასაგონად” (ქართულ-რუსულ ენებზე)  ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა დავით-თარხან მოურავმა განაცხადა, თითქოს პარლამენტის დადგენილება საბავშვო ბაღებში ტრადიციული გენდერული როლების შეცვლას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, დადგენილება ძალაში ჯერ არ შესულა. იდენტური განცხადება დავით თარხან-მოურავმა 2017 წლის 6 ნოემბერს, ასევე ობიექტივის ეთერში გააკეთა.

დავით თარხან-მოურავი, “პატრიოტთა ალიანსი”, 2020 წლის 7 ივლისი: „წარმოიდგინეთ, პარლამენტი სერიოზულად განიხილავდა საკითხს და საბოლოოდ მთავრობამ ხელი მოაწერა დადგენილებას იმის შესახებ, რომ საბავშვო ბაღებში, მართალია, ეს ჯერ არ შესულა ძალაში, ღვთის წყალობით, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, დანერგონ. რაზეა ლაპარაკი, რომ ბიჭებმა საბავშო ბაღებში ითამაშონ თოჯინებით და გოგონებმა დაიხურონ ჩაფხუტები და ვითომ ბეტონი ჩაასხან. გესმით, ანუ ეს ხელს უწყობს თანასწორობას. თუ ჩვენ გოგოს გავზრდით ბეტონშემრევთან – ეს კარგია, და ბიჭებს გავზრდით თოჯინებით – ესეც კარგია. აი, ასეთ იდიოტიზმში ვიმყოფებით ახლა.“

დავით თარხან-მოურავის მიერ სკოლამდელი აღზრდის შესახებ 2017 წელს მიღებული სტანდარტის იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს ის ტრადიციული როლების შეცვლას ისახავს მიზნად, მანიპულაციურია, რადგან სტანდარტი  ინკლუზიურ აღზრდას უკავშირდება და ბავშვთა სასწავლო პროცესში თანაბარ ჩართულობას ისახავს მიზნად, მიუხედავად მათი რელიგიური, ეთნიკური, გენდერული კუთვნილებისა და სხვა რაიმე ნიშნისა. გარდა ამისა, დავით-თარხან მოურავის მტკიცების საპირისპოროდ აღნიშნული სტადარტი უკვე ძალაშია შესული. 

  • რას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტანდარტი სკოლამდელი აღზრდის შესახებ?

სკოლამდელი აღზრდის სტანდარტი მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს დაამტკიცა, და ძალაში მიღებისთანავე შევიდა.  სპეკულაციების ტალღა სტანდარტის მე-19 მუხლს უკავშირდება, რომელიც ინკლუზიური განათლების საკითხებს მოიცავს. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგებმა ბავშვები გენდერული ნიშნით არ უნდა გამოარჩიონ და ხელი უნდა შეუწყობენ გოგონებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.

მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი: “სტანდარტი – პროგრამა უზრუნველყოფს თითოეული ბავშვის თანაბარ ჩართულობას განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა. სტანდარტის ინდიკატორები:
ა) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი თანაბრად ურთიერთობენ თითოეულ ბავშვთან – არ გამოარჩევენ მათ შესაძლებლობების, გარეგნული თავისებურებების,  რელიგიის, ასაკის, ეთნიკური მიკუთვნებულობის, სოციალური მდგომარეობის და სხვა რაიმე ნიშნის მიხედვით;
ბ) დაწესებულების გარემო მორგებულია თითოეული ბავშვის საჭიროებებზე;
გ) აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებს არ გამოარჩევენ  გენდერული ნიშნით – ხელს უწყობენ გოგოებსა და ბიჭებს ყველა ტიპის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.”

მთავრობის დადგენილებაში საუბარი არ არის იმაზე, რომ ბავშვებს აღმზრდელები იმ თამაშებში ჩართვას დაავალდებულებენ, რაც მათ არ სურთ. ამას გარდა, სპეკულაციური ინტერპრეტაციაა ისიც, რომ ბავშვებს გოგოს და ბიჭს აღარ დაუძახებენ და უფლებას მისცემენ საკუთარი სქესი თავად აირჩიონ. აღნიშნული სპეკულაციის საფუძველი ის არის, რომ ბაღებში, ტრადიციულად, ბიჭები თამაშისას მშენებლების ან მსგავს “მასკულინურ” პროფესიებს ირჩევენ, ხოლო გოგონები მკერავის ან მზარეულის როლებს ირგებენ, ხოლო პატრიოტთა ალიანსის ინტერპრეტაციით ამ არჩევანის იძულებით შეცვლა მოხდება.

სტანდარტის დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აღმზრდელ-პედაგოგმა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპები უნდა გაითვალისწინოს, გამოვლენილ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლასა და თანასწორობის ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ვინ ავრცელებდა იდენტურ სპეკულაციებს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესახებ?

აღნიშნულ საკითხზე მანიპულაციური გზავნილები 2017 წელსაც ვრცელდებოდა.

2017 წლის 6 ნოემბერს ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში, ერთი მხრივ გადაცემის წამყვანმა ნინო რატიშვილმა, მეორე მხრივ კი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა მთავრობის მიერ დამტკიცებული სკოლამდელი აღზრდის შესახებ ახალი სტანდარტი ჰომოფობიურ კონტექსტში და თავსმოხვეულ ვალდებულებად განიხილეს. ისინი ამ სტანდარტის მიღებაში ტრადიციული გენდერული როლის წინააღმდეგ ბრძოლას ხედავდნენ.

2019 წელს აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი ნაციონალისტური და ანტილიბერალური ფეისბუკ გვერდების დღის წესრიგში აღმოჩნდა. 2019 წლის 27 მაისს ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუმ” გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბაღებში ბავშვებს თავისი სქესის შესაბამისად აღარ მიმართავენ და იძულებით ჩართავენ სხვადასხვა თამაშებში. ავტორის მოსაზრება ეხმიანებოდა ანტილიბერალური ლიგის მიერ გაზიარებულ ვიდეოს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტების შესახებ.

ამ საკითხთან დაკავშირებით “მითების დეტექტორს” მომზადებული აქვს უფრო ვრცელი მასალა, რომელშიც ასევე შეგიძლიათ  იხილოთ ინტერვიუები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროს ნინო ბესელიასთან და UNICEF-ის განათლების პროგრამის ხელმძღვანელ მაია ყუფარაძესთან.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist