რას იკვლევდა EcoHealth Alliance ვუჰანში და აქვს თუ არა კავშირი Covid-19-ის გავრცელებასთან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

34
VIEWS

2021 წლის 23 ოქტომბერს ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ მის ფეისბუქ გვერდზე “ბექა ვარდოსანიძის ბლოგი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სხვადასხვა ბრალდებებიდან ერთ-ერთი EcoHealth Alliance-ის მიერ ვუჰანის ლაბორატორიის დაფინანსებას და კვლევების ფარგლებში კორონავირუსს ფუნქციების გაზრდას ეხება, რაც მისი მტკიცებით, ვირუსის მეტ ადამიანზე გავრცელებას ისახავდა მიზნად.

""
ბექა ვარდოსანიძის პოსტი მტკიცებულების გარეშეა. ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ EcoHealth Alliance-ს კავშირი აქვს კოვიდ-19-ის გავრცელებასთან. NIH-ის თქმით, ექსპერიმენტი, რომელზეც ორგანიზაცია ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა, ვირუსის ფუნქციების გაზრდას არ ისახავდა მიზნად და მასში გამოყენებული ვირუსი კოვიდ-19-ისგან გენეტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება.

EcoHealth Alliance ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა. მის მიზანს ადამიანებისა და ცხოველების ახალი ვირუსული დაავადებებისაგან დაცვა წარმოადგენს. ბრალდება, რომ EcoHealth Alliance-ს კავშირი აქვს კოვიდ-19-ის გავრცელებასთან ამ დროისთვის მტკიცებულების გარეშეა. ვირუსის წარმოშობაზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ერთ-ერთ ვერსიად ვუჰანის ლაბორატორიიდან მისი გაჟონვა განიხილება.

გასულ თვეს გამოცემა The Intercept-მა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე შეტანილი სარჩელით აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისაგან (NIH) მოიპოვა და მათ მიერ დაფინანსებულ EcoHealth Alliance-ის კვლევას უკავშირდება. ამ დოკუმენტებს აკლდა პროექტის პროგრესის შესახებ მეხუთე, საბოლოო ანგარიში, რომელიც საგრანტო პერიოდის ბოლოს, ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა ჩაბარებულიყო.

ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციამ ფინალური ანგარიშის ჩაბარება 2 წლით დააგვიანა და ამ ანგარიშის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ლაბორატორიაში მოდიფიცირებული ვირუსით დაავადებული თაგვები უფრო მეტად ხდებოდნენ ავად, ვიდრე ბუნებრივი ვირუსით დაავადებულები.

ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ექსპერიმენტი არ შედის ე.წ. Gain-of-function კვლევებში, რომლის მიზანიც პათოგენის ინფექციურობის გაზრდაა და რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში კამათის საგანს წარმოადგენს. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მტკიცებით, ექსპერიმენტის მიზანი ეს არ ყოფილა და საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაცია “მოულოდნელი შედეგია”. NIH-ის დირექტორის მოადგილის, დოქტორ ლოურენს ტაბაკის მიხედვით, კორონავირუსებს, რომლებზეც კვლევა მიმდინარებოდა, ადამიანისათვის გადამდებობის თვისება არ გამოუვლენიათ.

მიუხედავად ამისა, გავრცელებულმა ინფორმაციამ ჯანდაცვის ექსპერტებისა და მეცნიერების კრიტიკა გამოიწვია ექსპერიმენტის უსაფრთხოების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს აშშ-ს მთავრობამ აკრძალა ვირუსის ფუნქციების გაზრდის ექსპერიმენტების დაფინანსება, განსაკუთრებით კი კვლევების, რომლებიც უკავშირდებოდა გრიპის, MERS-ის და SARS-ის ვირუსებს, რომლებიც გაზრდიდა მათ გადამდებობას ძუძუმწოვრებში ჰაერწვეთოვანი გზით. გავრცელა 2018 წლის დოკუმენტი, რომელშიც EcoHealth Alliance ითხოვდა დაფინანსებას ექსპერიმენტისთვის, რომელიც ღამურებში აღმოჩენილი კორონავირუსის ერთ-ერთ სახეობას შეეხებოდა და კვლევი მიზნით პოტენციურად მის გადამდებობას გაზრდიდა, რის გამოც მათ დაფინანსებაზე უარი ეთქვათ. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით ეს ექსპერიმენტი არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ კაროლინაში უნდა ჩატარებულიყო.

ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში განმარტავენ, რომ EcoHealth Alliance-ის კვლევა ვერ გამოიწვევდა ახალი კორონავირუსის გავრცელებას, ვინაიდან ორ ვირუსს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. NIH-ის დირექტორის, ფრანსის კოლინსის თქმით, ღამურის კორონავირუსი, რომელსაც ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში სწავლობდნენ, გენეტიკურად ძალიან განსხვავდება კოვიდ-19-სგან და  შესაბამისად მტკიცება, რომ კოვიდ-19-ის გავრცელება მათ კვლევას უკავშირდება მცდარია. NIH-ის მიხედვით, მეცნიერებმა გამოავლინეს კვლევაში გამოყენებული ვირუსისაგან განსხვავებული კორონავირუსები, რომლებიც გენეტიკურად უფრო ახლოს არის კოვიდ-19-თან.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist