რას გულისხმობს კრემლისტური მედია “ანგლოსაქსებში”?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

Kiselyov
60
VIEWS

EUVSDISINFO.eu-ს მიხედვით

EU vs Disinfo-ს თანახმად, აგრესიული დეზინფორმაციის სამსახურში მყოფი კრემლისტური მედია სიტყვებისთვის ალტერნატიული მნიშვნელობის მინიჭებას ცდილობს. გთავაზობთ “ამ მოვლენის” მოკლე ახსნას.

დაახლოებით 1600 წლის წინ, გერმანული ტომები ბრიტანეთის კუნძულებზე გადასახლდნენ. დღეს ეს ტომები ანგლოსაქსების სახელით არიან ცნობილნი, თუმცა კრემლისტური მედია ამ ისტორიულ ტერმინს სრულიად ახალ მნიშვნელობას სძენს.

რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რთულ დროში უწევს ქვეყნის ხელმძღვანელობა, რადგან ამერიკა, ამჟამად, “ანგლოსაქსების” მიერ იმართება – ამ უკანასკნელთ კი რუსეთის გაკონტროლებაც სურთ. თუ კრემლის მთავარ პროპაგანდისტსა და სატელევიზიო წამყვანს, დმიტრი კისილიოვს დავუჯერებთ, სკრიპალის მოწამვლის საქმე და სირიის დაბომბვა სხვა არაფერია, თუ არა ანგლოსაქსების პროვოკაცია.

კრემლისტური მედიის გაგებით, ტერმინი “ანგლოსაქსები” გულისხმობს “ბოროტ”, “აგრესიულ” და “მორალურად კორუფციულ” დასავლეთელებს. სინონიმებად ასევე გამოყენებულია სიტყვები “ანგლოსიონისტები”, “გლობალისტები” და “ჩრდილოვანი მმართველები”.

ტერმინი მხოლოდ “დასავლეთის” აღმნიშვნელად არ გამოიყენება, მას დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მნიშვნელობაც აქვს. დასავლეთელების, როგორც ქედმაღლებად, უხეშებად და უზრდელებად წარმოსაჩენად იყენებენ სიტყვა “ნაგლოსაქსებს” (Наглый-რუსულად ამპარტავანს ნიშნავს).

“ანგლოსაქსები”, როგორც უარყოფითი მნიშვნელობის ტერმინი ფართოდ გამოიყენება კრემლისტური შეთქმულების თეორიების შესაქმენლად, რომლის მრავალი მაგალითის ნახვა EuvsDisinfo-ს ბაზაშია შესაძლებელი.

შეურაცხმყოფელი მნიშვნელობის გარდა, ტერმინს უფრო ღრმა დატვირთვაც აქვს – იგი აძლიერებს იდეას, თითქოს რუსეთი განსხვავებულ კულტურულ სფეროსა და ცივილიზაციას ეკუთვნის .  იგი გულისხმობს იმას, რომ რუსეთსა და ანგლოსაქსებს შორის შეუთავსებელი განსხვავებები არსებობს – რომ ზოგიერთი ღირებულება და ადამიანის უფლება, მათ შორის ინდივიდუალური თავისუფლებები, რუსეთზე არ ვრცელდება. თუ შემდგომში თქვენ ტერმინ  “ანგლოსაქსებს” წააწყდებით, ყურადღებით მოეკიდეთ – იგი კრემლისტური დეზინფორმაციის ერთ-ერთი ფლაგმანია.

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist