რას გულისხმობდა რეიგანი სიტყვებში – ამერიკაში ფაშიზმი ლიბერალიზმის სახელით მოვა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

5.2k
VIEWS

15 ივლისს ფეისბუქ-გვერდმა მოძრაობა ძლევაი საკვირველი გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, რომელზეც გამოსახულია ამერიკის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და შემდეგი ციტატა, რომელიც მას მიეწერება:

 

 

“ამერიკა დგას 4 მთავარ ღირებულებაზე: ღმერთისადმი რწმენაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ოჯახის ინსტიტუტზე და ეკონომიკურ თავისუფლებაზე.  თუ როდესმე ფაშიზმი მოვა ამერიკაში, მას ექნება ლიბერალიზმის სახე.”

გარდა ამისა, ფოტოზე გამოსახულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II და მისი ციტატა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ქართველები ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არ დაუშვებენ. ფოტოზე ასევე გამოსახულია ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც წითელი ფერითაა გადახაზული და რქები აქვს მიხატული.

ციტატა, რომელიც “მოძრაობა ძლევაი საკვირველის” მტკიცებით, რონალდ რეიგანს ეკუთვნის, 5 ივლისს ფეისბუქ-მომხმარებელმა David Tskhvariashvili-მაც გამოაქვეყნა, მას ამ განცხადების თარიღად 1988 წელი აქვს მითითებული. აღნიშნული ციტატა ამ ფორმით აქამდეც ვრცელდებოდა, (1, 2, 3, 4, 5) მათ შორის გვერდ კარდჰუს ის 2019 წლის ნოემბერში აქვს გამოქვეყნებული.
;;
გავრცელებული ფოტოკოლაჟი მანიპულაციურია, რეიგანის ციტატა კი – გაყალბებული და აშშ-ს მე-40 პრეზიდენტის სხვადასხვა კონტექსტში ნათქვამი ფრაზებისაგანაა შედგენილი. რეიგანის ციტატა ლიბერალიზმის შესახებ მის ეკონომიკურ ხედვებს უკავშირდება და არა ამერიკის ღირებულებებს, მათ შორის ოჯახსა და რწმენას. გარდა ამისა, აღნიშნული ციტატა რეიგანმა 1975 წლის ინტერვიუში თქვა და არა 1988 წელს.

“მოძრობა ძლევაი საკვირველის” მიერ გავრცელებული რონალდ რეიგანის ციტატა ორი სხვადასხვა გამოსვლიდანაა. პირველ ნაწილში რეიგანი ამერიკის 4 მთავარ ღირებულებაზე – ღმერთისადმი რწმენაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ოჯახის ინსტიტუტსა და ეკონომიკურ თავისუფლებაზე საუბრობს, მეორე ნაწილში კი ფაშიზმსა და ლიბერალიზმზე, თუმცა ამ ციტატებს ერთი კონტექსტი არ აქვთ. გავრცელებული ფოტოკოლაჟი მანიპულაციურია, რადგან ის რეიგანის და ილია II-ის ციტატებს ერთ კონტექსტში აქცევს.

ლიბერალიზმის შესახებ ციტატა, რონალდ რეიგანმა 1975 წელს გადაცემა “60 წუთის” ეთერში, კრის უოლესთან ინტერვიუში ნამდვილად წარმოთქვა, თუმცა ამ დროს ის არა ამერიკის მთავარ ღირებულებებზე ან ლგბტ უფლებებზე, არამედ მის ეკონომიკურ ხედვებზე საუბრობდა. იუთუბზე განთავსებული გადაცემის ამ მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ რეიგანმა თქვა, რომ მისი ფილოსოფიური ხედვა უფრო მეტად ლიბერტარიანულია, ინტერვიუერმა უოლესმა კი მას უთხრა, რომ კონსერვატორი არა მხოლოდ კონსერვატორია, არამედ ის ლიბერტარიანელიცაა. რეიგანი ამ მოსაზრებას დაეთანხმა და სწორედ ამის შემდეგ მან თქვა:

“ერთმა ადამიანმა მრავალი წლის წინ საფუძვლიანად თქვა, რომ თუ ოდესმე ამერიკაში ფაშიზმი მოვა, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით. და რა არის ფაშიზმი? ფაშიზმი არის კერძო საკუთრება, კერძო წარმოება, მაგრამ მთავრობის სრული კონტროლი და რეგულირება. ეს არ არის სწორედ ლიბერალური ფილოსოფია? ე.წ კონსერვატორი არის ის, ვინც ამბობს, რომ ნაკლები მთავრობა, ზურგზე ნუ მეკიდები, ჩემი ჯიბიდან მოშორდი და ნება მომეცი, საკუთარი ბედი უფრო მეტად ვაკონტროლო.”

ფაქტების გადამამოწმებელი გამოცემა Snopes-ის მიხედვით, სავარაუდოდ, რეიგანი ამერიკელი მწერლის სინკლერ ლუისის ციტატას (“როცა ფაშიზმი ამერიკაში შემოვა, ის დროშაში იქნება გახვეული და ჯვარს ატარებს”) იხსენებდა და მან ამ ციტატის საკუთარი ვერსია წარმოთქვა.

რაც შეეხება ამერიკის ღირებულებების შესახებ ციტატას, წლების განმავლობაში რეიგანს მსგავსი შინაარსის რამდენიმე განცხადება აქვს გაკეთებული. მათ შორის 1988 წლის 25 იანვარს კონგრესის ერთობლივი სხდომის წინ მიმართვაში რეიგანმა აღნიშნა:

“ამერიკა, რომლის განსხვავებული, მაგრამ ჰარმონიზებული საზოგადოებები ანარეკლია ისეთი ღირებულებებისა, როგორებიცაა შრომა, ოჯახი, რელიგია, თავისუფლების სიყვარული, რომელსაც ღმერთი თითოეულ ჩვენგანს გვიბოძებს და რომლის დაცვაც მან განსაკუთრებულად ამ ერს მიანდო.”

აღნიშნული ორი ციტატის ერთ ციტატად წარმოჩენას ფეისბუქ-მომხმარებელი  David Tskhvariashvili-ც ცდილობს, იმ განსხვავებით, რომ მას რეიგანის მიერ ამ განცხადების გაკეთების თარიღად 1988 წელი აქვს მითითებული, თუმცა ფაშიზმისა და ლიბერალიზმის შესახებ ციტატა 1975 წლით თარიღდება.

რეიგანი ამერიკელების ღირებულებებზე წლების განმავლობაში სიტყვით გამოსვლებისა და ინტერვიუების დროს საუბრობდა, თუმცა არა ლიბერალიზმისა და ფაშიზმის შედარებით, როგორც ეს გავრცელებულ პოსტებშია ნაჩვენები. მის ამ განცხადებებს კავშირი არ აქვს ლგბტ უფლებების თემასთან. შესაბამისად მისი და საქართველოს პატრიარქის ციტატების ერთ კონტექსტში მოხმობა მანიპულაციურია.

ციტატის გავრცელება

გარდა იმისა, რომ ფეისბუქ-გვერდები რონალდ რეიგანის ორი ციტატის გაერთიანებულ ვერსიას შეცვლილი კონტექსტით ავრცელებდნენ, გვერდების ნაწილი რეიგანის 1975 წლის ციტატას, რომელიც ფაშიზმსა და ლიბერალიზმს ეხება, კონტექსტის გარეშე ავრცელებდა, სადაც არ ჩანს, რომ რეიგანი მის ეკონომიკურ ხედვებზე საუბრობს და ლიბერალიზმსა და ფაშიზმს ერთმანეთს ამ კუთხით ადარებს.

გვერდმა სიმართლე აღნიშნული ციტატა 2020 წლის 30 აგვისტოს გამოაქვეყნა, მისი პოსტი კი რამდენიმე გვერდმა (ეროვნული ტელევიზია; ქართული ოჯახი; ბექა ანჯაფარიძე) გააზიარა. ციტატა ასევე გამოქვეყნებული აქვს გვერდ Ignorance is strength – 1948 – უმეცრება ძალაა.
;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist