რამ გამოიწვია სილურჯე? – ექიმის განმარტება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

556
VIEWS

12 აპრილს რელიგიურმა ფეისბუქ პროფილმა “მსოფლიოს მართლმადიდებელნი” გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ადამიანის ჩალურჯებული მკლავია გამოსახული. პოსტის აღწერაში მითითებულია, რომ აღნიშნული შემთხვევა ბელგიაში აცრას უკავშირდება და აცრიდან 7 საათის შემდეგ არის გადაღებული, თუმცა სხვა ინფორმაცია აცრილი პირის ან თავად ვაქცინის შესახებ პოსტში მითითებული არ არის.

12 აპრილს იდენტური ფოტო ასევე გაავრცელა ფეისბუქ მომხმარებელმა ნანი ხელაძემ, რომელსაც ფოტოზე ქუთაისი აქვს მონიშნული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ფოტო ქუთაისშია გადაღებული.

;;
გავრცელებული ფოტოს აღწერა, თითქოს ხელზე ჩალურჯება ვაქცინამ 7 საათის შემდეგ გამოიწვია, მტკიცებულების გარეშეა. ფოტოს საეჭვო წარმომავლობა აქვს და მისი გამავრცელებელი პირველწყარო ანტივაქსერული განწყობების მქონე ფეისბუქ მომხმარებელია, ხოლო თავად პიროვნების იდენტიფიცირება აღნიშნული ფოტოდან შეუძლებელია. “მითების დეტექტორი” კომენტარისთვის ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულმბეგოვს და ევექსი კლინიკების იმუნოლოგ ლალი ფირცხალაიშვილს დაუკავშირდა. ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ფოტოზე აღბეჭდილი სილურჯე ვაქცინის გვერდით ეფექტს არ ჰგავს, ასევე იმუნოლოგი ფირცხალაიშვილის განმარტებით, ის სავარაუდოდ ტრავმული უნდა იყოს.

აღნიშნული ფოტო reverse image search-ის საძიებო ინსტრუმენტის დახმარებით ყველაზე ადრე 2021 წლის 8 აპრილს იძებნება ვებ-საიტებზე informiran.net და mkdpress.site. პირველი საიტი უმეტესად ბულგარეთის და მსოფლიოს ახალ ამბებს აქვეყნებს, მეორე კი მაკედონიისთან დაკავშირებულ სიახლეებს, ამასთანავე informiran.net-ზე მითითებულია, რომ რედაქცია ინფორმაციის სანდოობის გარანტიას არ იძლევა, რადგან სხვადასხვა წყაროს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას არ ამოწმებს. ორივე საიტი ინფორმაციის წყაროდ Катя Петрова-ს უთითებს, ხოლო თავად Катя Петрова, რომელმაც ფოტო 8 აპრილს ფეისბუქზე გამოაქვეყნა, პოსტის აღწერაში წერს “Mayya Zankova 7 часа ·След астра зенека” (მაია ზანკოვა ასტრაზენეკადან 7 საათის შემდეგ). პოსტს 77 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.

;;

;
Катя Петрова-ს პოსტებს შორის ვხვდებით კონსპირაციული შინაარსის ფოტოებსაც, ხოლო ფოტოზე, რომელსაც ის ასტრაზენეკას გვერდით ეფექტს უკავშირებს, წყაროდ მითითებული Mayya Zankova სოციალურ ქსელში არ იძებნება.

ფეისბუქზე ფოტო ვირუსულად Катя Петрова-სგან გავრცელდა, ხოლო ტვიტერზე აღნიშნული ფოტო პირველად Adriano Mazzola-მ გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერა აქაც მსგავსი იყო, ავტორი ამტკიცებდა, რომ ფოტო ასტრაზენეკას ვაქცინის გაკეთებიდან 7 საათის შემდეგ არსებულ მდგომარეობას ასახავს.
;
Adriano Mazzola ფეისბუქზეც იძებნება, სადაც ის ანტივაქსერულ დეზინფორმაციას აზიარებს.;;
აღსანიშნავია, რომ ქართულენოვან ფეისბუქ ანგარიშისგან “მსოფლიოს მართლმადიდებელნი” განსხვავებით არც Катя Петрова და არც Adriano Mazzola არ წერენ, რომ ფოტო ბელგიიდან არის. რაც შეეხება სხვა ქართულენოვან ფეისბუქ ანგარიშებს, ფოტო Катя Петрова-ს პოსტში მითითებული ტექსტით გამოაქვეყნეს გვერდმა “ყიდვა გაყიდვა საქართველოში yidva gayidva saqartveloshi” და ფეისბუქ პროფილმა “სამყარო სამყარო”.

;
ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარისთვის “მითების დეტექტორი” ევექსი კლინიკების იმუნოლოგს ლალი ფირცხალაიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ზოგადად, აცრამ შესაძლოა გამოიწვიოს მცირე ზომის სილურჯე, თუმცა ფოტოზე აღბეჭდილი სილურჯე არ არის ლოკალური და დიდი მასშტაბისაა, ხოლო აცრით გამოწვეული სილურჯე, მისი თქმით, უშუალოდ ინექციის მიდამოებში ვრცელდება. ლალი ფირცხალაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ფოტოზე გამოსახულ მკლავზე სავარაუდოდ სისხლნაჟღენთია. იგი განმარტავს, რომ თავად სილურჯე უფრო მუქი ფერისაა იდაყვის მხარეს, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა დაზიანება იდაყვიდან გავრცელდა და არა მხრიდან. გარდა ამისა, იმუნოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ სილურჯე ზედაპირულია და ის უფრო ტრავმულს ჰგავს.

“ინექცია კეთდება კუნთოვან მასაში, მხრის მიდამოში, შესაბამისად, თუ კი მას რაიმე გვერდითი ეფექტი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, იგი ცენტრიდან პერიფერიისაკენ უნდა გავრცელებულიყო, ფოტოზე ასახულ სილურჯე კი იდაყვთან უფრო მუქია. აქედან გამომდინარე, პირველადი გადამოწმებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ეფექტი ინექციის შედეგად გავრცელებულ სილურჯეს არ ჰგავს,” – განაცხადა ლალი ფირცხალაიშვილმა.

“მითების დეტექტორთან” წერილობით კომენტარში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ვაქცინას იშვიათად ახასიათებს მოგვიანებითი სიწითლე ნანემსარის ადგილზე, ხოლო ის რაც ფოტოზე ჩანს ვაქცინის გვერდითი ეფექტი ვერ იქნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელგია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist