რა სიტყვებს მიაწერენ კისინჯერს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

52
VIEWS

2021 წლის 17 ივლისს ფეისბუქ მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ ამერიკელი პოლიტიკოსის და დიპლომატის ჰენრი კისინჯერის ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის მიხედვით, ე.წ. “მესამე მსოფლიოს ქვეყნების” მიმართ ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი დეპოპულაცია უნდა იყოს, რათა ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან ამერიკის ეკონომიკას მისთვის აუცილებელი მინერალების რაოდენობა შეუფერხებლად მიეწოდებოდეს. დათო სალუქვაძის პოსტს კისინჯრის სურათი და ციტატის ინგლისური თარგმანი ახლავს. (asr.adventistas.org) სალუქვაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიზუალზე წყაროც იკითხება – AZ QUOTES.

 

;
დათო სალუქვაძის მიერ გავრცელებული ციტატა გაყალბებულია. ციტატის პირველი ნაწილი, რომელიც დეპოპულაციას ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად აცხადებს, ოფიციალურ ღია წყაოებში არ იძებნება, ხოლო ციტატის მეორე ნაწილი, რომელშიც ამერიკაში განვითარებადი ქვეყნებიდან მინერალების შეტანას ეხება, ჰენრი კისინჯერის მიერ 1974 წელს მომზადებული ანგარიშიდანაა ამოღებული.

ციტატის ინგლისური ვერსიის Google-ის საძიებო სისტემით ძიების პირველი შედეგი USIAD-ის გამოქვეყნებული 1974 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტი “National Security Study Memorandum (NSSM 200)”-ია, რომელიც ამერიკის მთავრობამ 1980 წელს გაასაჯაროვა და მისი ავტორი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ჰენრი კისინჯერია, რომელიც იმ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იყო. NSSM 200 მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ფონზე ამერიკის უსაფრთხოების გამოწვევების სისტემური ანალიზისა და დემოგრაფიულ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისგან შედგება. დოკუმენტში სიტყვა “დეპოპულაცია” ნახსენები საერთოდ არ არის, თუმცა პირველი ნაწილის მესამე თავის (“მინერალები და საწვავი”) დასასრულს გარცელებული ციტატის ერთი ნაწილი გვხვდება:

სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა:

NSSM 200-ში (გვ.42) მოცემული ციტატა:

“მოსახლეობის რაოდენობის შემცირება უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის უმაღლესი პრიორიტეტი მესამე მსოფლიოს მიმართ. ვინაიდან ამერიკის ეკონომიკა საჭიროებს ფართო და მზარდი რაოდეობის მინერალებს საზღვარგარეთიდან, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან.”

“რაც არ უნდა გაკეთდეს [მინერალების] მიწოდების შეფერხებების წინააღმდეგ და საშინაო ალტერნატივების განსავითარებლად, ამერიკის კონომიკას საზღვარგარეთიდან დასჭირდება მინერალების ფართო და მზადრი რაოდენობა, განსაკუთრებით, ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან. ეს ფაქტი მომწოდებელი ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიმართ ამერიკის ინტერესს აძლიერებს, სადაც, შობადობის შემცირებული ტემპების წყალობით, დემოგრაფიული წნეხის შესუსტებას ამგვარი სტაბილურობის შანსების გაზრდა შეუძლია და დემოგრაფიული პოლიტიკა რესურსების მიწოდების და ამერიკის ეკონომიკური ინტერესებისთვის რელევანტური ხდება.”

მთელი თავის კონტექსტის გათვალისწინებით, კისინჯერი განვითარებადი ქვეყნებიდან ამერიკის ეკონომიკის რესურსებით უზრუნველყოფის კონტექსტში არსად ამბობს, რომ ამერიკის პოლიტიკამ ე.წ. “მესამე მსოფლიოს ქვეყნებში” მოსახლეობის შემცირება უნდა დაისახოს პრიორიტეტად. კისინჯერი აღნიშნავს, რომ თავისთავად მოსახლეობის ზრდა გლობალური რესურსების ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვან საფრთხეს არ უქმნის, თუმცა როგორც რესურსების, ისე დემოგრაფიული პროცესების დაგეგმვა მომავალი სტაბილურობისთვის აუცილებელ ფაქტორად მიაჩნია. კისინჯრი აღნიშნავს, რომ ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ ზრდას მოკლევადიან პერიოდში ისეთი მძიმე შედეგების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა შიმშილობა, საკვების დეფიციტი და სოციალური წესრიგის მოშლა, რაც რესურსების მიწოდებაზეც გავლენას ახდენს და სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე კისინჯერი დემოგრაფიული პოლიტიკის ამ ასპექტების გათვალისწინების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

NSSM 200-ში სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატის დეპოპულაციასთან დაკავშირებული ნაწილის იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი ციტატა არ გვხვდება. ციტატის ამ ნაწილის ცალკე ძიებისას Google-ის საძიებო სისტემაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ბლოგების, სოციალური ქსელის პოსტებისა და ინტერნეტ ფორუმების ბმულებს  ვხვდებით სადაც ციტატა წყაროს მითითების გარეშეა გამოქვეყნებული, ზოგირთ შემთხვევაში კი NSSM 200-ის კონტექსტშია ნახსენები. ინტერნეტსივრცეში ციტატის ფალსიფიცირებული ნაწილის ყველაზე ადრეული ჩანაწერი 2014 წელს ვებ-გვერდ finalcall.com-ზე განთავსებულ ბლოგში გვხვდება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამერიკა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის განადგურებას გეგმავს და ამას ჯერკიდევ ჰენრი კისინჯერი ამბობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰენრი კისინჯერს განვითარებადი ქვეყნების დეპოპულაციის შესახებ მსგავსი ციტატა რომელიმე სტატიაში, ინტერვიუში ან საჯარო გამოსვლაში რომ ეთქვა, იგი ჰენრი კისინჯერის ციფრულ არქივშიც ხელმისაწვდომი იქნებოდა, თუმცა ციტატა არც ამ ღია წყაროში გვხვდება.

ჰენრი კისინჯერის სხვა ყალბი ციტატები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა. ვრცლად იხილთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist