რა რეკომენდაციებს გასცემს ამერიკის CDC პირბადეებთან დაკავშირებით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

46
VIEWS

11 ნოემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Mia Million-მა  თავის გვერდზე ამერიკელი ტელეწამყვანის ტაკერ კარლსონის გადაცემის “Tucker Carlson Tonight “-ის  2020 წლის 25 აგვისტოს ვიდეოჩანაწერი ქართული გახმოვანებით გამოაქვეყნა. Fox news-ის ეთერში ჟურნალისტი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიღებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს და ავითარებს აზრს, რომ უსაფრთხოებისთვის დაწესებული სტანდარტები სინამდვილეში ადამიანების დაშინებასა და კონტროლს  ემსახურება. ვიდეოში აქცენტი პირბადეების ტარების სავალდებულო მოთხოვნაზეა გაკეთებული.

ტაკერ კარლსონი [ქართული გახმოვანება]: “კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორში ვერ ნახავთ, 31 ივლისს ატლანტას დაავადებათა კონტროლის ცენტრმა CDC, რომელიც ჯანდაცვის მთავარი ორგანიზაციაა და ფედერალური მთავრობა აფინანსებს, ჯანდაცვის სისტემისათვის დააწესა ახალი ინსტრუქციები კონტაქტის მოპოვებისათვის…. CDC მოუწოდებს ექიმებს დააიგნორონ ის ფაქტი, რომ კონტაქტს ნიღაბი ეკეთა, რადგან სინამდვილეში ნიღაბი კორონავირუსისგან არ იცავსო ანუ დღემდე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის, რომ ნიღაბი გვიცავს კოვიდისგან, ეს თვითონ CDC-ის განცხადებაა… რა ხდება? – შიში მოქმედებს, რაც უფრო გეშინია მით უფრო მეტ შეზღუდვებზე თანხმდები, მით უფრო ადვილად გამოუვათ შენი კონტროლი.”

2020 წლის 11 ნოემბრის მონაცემებით ვიდეოს 73 გაზიარება აქვს. პოსტი გაზიარდა ორ საჯარო ჯგუფში: საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის! და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

ტაკერ კარლსონის განცხადება, თითქოს  CDC-მა დაადასტურა, რომ პირბადე კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისათვის არ გამოდგება და მისი ტარება მოსახლეობას კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად, დეზინფორმაციული და კონსპირაციულია. კარლსონის მტკიცება CDC-ის 31 ივლისის პროტოკოლის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ემყარება, სინამდვილეში 2020 წლის აპრილიდან მოყოლებული CDC-ის ოფიციალური განცხადებები პირბადეების ეფექტიანობასთან დაკავშირებით უცვლელია. გარდა ამისა, მტკიცება, თითქოს პირბადეების ტარება ადამიანების დამორჩილებას ემსახურება, კონსპირაციაა.

  • მტკიცება, თითქოს CDC-მა აღიარა, რომ პირბადე ვირუსის გავრცელების შესაზღუდად  არაეფექტიანი სასუალებაა, CDC-ის 31 ივლისის პროტოკოლის მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ეფუძნება

ვიდეოში გამოთქმული მტკიცება, რომ 31 ივლისს CDC-მ ოფიციალურად განაცხადა პირბადეების არაეფექტიანობის შესახებ,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ “COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების კონტაქტების გამოვლენის და ტესტირების პროტოკოლის შესახებ” მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ეფუძნება. . პროტოკოლის თანახმად, “ახლო კონტაქტად” ითვლება ყველა ის ადამიანი, რომელესაც დაავადებულ პირთან ჰქონდა 15 წუთზე ხანგრძლივი კონტაქტი 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის გარეშე და ყველა “ახლო კონტაქტის” შემთხვევაში ვირუსზე ტესტირება რეკომენდებულია. მართალია, პროტოკოლში არაფერია ნათქვამი ისეთ “ახლო კონტაქტებზე”, რომლებიც პირბადეს ატარებდნენ, რადგან პირბადის ტარება დაინფიცირებას სრულად არ გამორიცხავს, თუმცა თანამედროვე კვლევები აჩვენებენ, რომ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.  მაგალითად, CDC-ის გვერდზე მოცემული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ტაილანდში ინფიცირებულთა კონტრაქტების დადგენისას 1000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ატარებდნენ პირბადეს, ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ სიტუაციებში 70%-ით უფრო დაცულები იყვნენ ინფიცირებისგან, ვიდრე ისინი, ვინც  ანალოგიურ სიტუაციაში პირბადეს არ ატერებდა.

პირბადეების ეფექტიანობის შესახებ არსებულ კვლევებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

  •  CDC-ის ოფიციალური განცხადებები პირბადეების ეფექტიანობასთან დაკავშირებით უცვლელია და რეკომენდაციას უწევს პირბადის გამოყენებას, როგორც ვირუსის გავრცელების შემზღუდველ საშუალებას. 

ვიდეოში გამოთქმული მტკიცება, რომ 31 ივლისს CDC-მ ნიღბების არაეფექტიანობის შესახებ განაცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საჯარო თავშეყრის ადგილებში პირბადეების გამოყენებას 2020 წლის ივლისშიც მხარს უჭერდა. “CDC რეკომენდაცის უწევს პირბადეების ტარებას საჯარო თავშეყრის ადგილებში, რადგან სულ უფრო მზარდია მტკიცებულებები, რომ COVID-19-ით დაავადებული ადამიანების მიერ პირბადეების გამოყენება ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას,” – ნათქვამია CDC-ს ოფიციალურ გვერდზე 31 ივლისს გამოქვეყნებულ ვრცელ მოხსენებაში.

კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა პირბადეების ეფექტიანობის შესახებ მართლაც არსებობდა. 2020 წლის 3 აპრილამდე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმრთელი და უსიმპტომო ადამიანების მიერ პირბადეების გამოყენებას არ ურჩევდა და მსგავს რეკომენდაციას მხოლოდ COVID-19-ის მქონდე პაციენტებისთვის გასცემდა. ვირუსის სწრაფი გავრცელების პარალელურად CDC-მ აღნიშნული მიდგომა შეცვალა და აპრილის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე  პირბადეების გამოყენებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რეკომენდაციას უწევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვა რთულია.

  • მტკიცება, რომ პირბადეების სინამდვილეში ადამიანების დამორჩილებას ემსახურება, კონსპირაციაა 

პირბადეების და ზოგადად კორონავირუსის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების მიმართ საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილ ნაწილში პოპულარულია აზრი, რომ აღნიშნული ზომები რეალურად არა ვირუსისგან დაცვას, არამედ ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ ადამიანთა ფართო მასების დამორჩილებას ემსახურება. ტაკერ კარლსონსიც ვიდეოს დასასრულს სწორედ ამ  კონსპირაციას იმეორებს. მსგავსი მტკიცებები ქართულ სოციალურ ქსელშიც ვრცელდებოდა. სინამდვილეში,, სახის და განსაკუთრებით, სასუნთქი გზების დაფარვას ინფექციური დაავადების ფართომაშტაბიანი გავრცელების დროს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ინფექციისაგან თავის დაცვის ამ მეთოდს  მე-17 საუკუნეში შავი ჭირის დროსაც მიმართავდნენ.

აღნიშნული კონსპირაციის გავრცელების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში :

ტაკერ კარლსონის შესახებ 

ტაკერ კარლსონსი ამერიკული პოლიტიკური ჟურნალისტი და ტელეწამყვანია, რომელსაც Fox News-ზე საავტორო გადაცემა “Tucker Carlson Tonight” მიჰყავს.ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოც სწორედ აღნიშნული გადაცემის 25 აგვისტოს ეპიზოდიდანაა, რომელშიც იგი კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებულ ზომებთან ერთად პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშრებით გაკეთებული განცხადებების გამო “დემოკრატიული” პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს ჯო ბაიდენსაც აკრიტიკებს. ტარკერ კარლსონსი კონსერვატორი და დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. დონალდ ტრამპი, როგორც კარლსონსი, ხშირად ეჭვქვეშ აყენებდა CDC-ს მიერ პირბადეებსა და სხვა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist