რა პრეპარატია “ნიმბექსი” და რამდენად უსაფრთხოა მისი კოვიდ-პაციენტებთან გამოყენება?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

83
VIEWS

15 ნოემბერს ფეისბუქ-პროფილმა Beri Gabriel გამოაქვეყნა ლაივ-ვიდეო, რომელშიც აღნიშნა, რომ კოვიდ-პაციენტების სამკურნალო პროტოკოლის ნაწილია პრეპარატი ნიმბექსი, რომელიც დიაფრაგმას ადუნებს, რის შედეგადაც პაციენტებს სუნთქვა უძნელდებათ, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიდიან.

18 ნოემბერს იდენტური ინფორმაცია ფეისბუქ-პროფილებმა Tsotne Kverselavaთემო ბოკელავაძეNaira Rukhaia-Adamia და დათო სალუქვაძე, ასევე ვებ-გვერდმა tvm.ge გაავრცელეს. პოსტების უმეტესობა შემდეგი წინადადებით იწყება: “რითი კლავენ კოვიდ-პაციენტებს საქართველოში? მათ უკეთებენ პრეპარატ ნიმბექსს”.

პოსტების ავტორები ასევე წერენ, რომ ნიმბექსს ისეთი გვერდითი მოვლენები აქვს, როგორებიცაა ჭინჭრის ციება, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, დაბუჟება და კუნთების ატროფია.

"

"

მტკიცება თითქოს საქართველოში კოვიდ-პაციენტებს  “პრეპარატ ნიმბექსით კლავენ”, მტკიცებულების გარეშეა. 

ცნობა იმის შესახებ, რომ კოვიდის ნიმბექსით მკურნალობა გარდაცვალებას იწვევს, მტკიცებულების გარეშეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდ-პაციენტებთან კუნთების მოსადუნებელი საშუალება ნიმბექსი, იგივე ცისატრაკურიუმი, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში,  ინტუბაციისთვის გამოიყენება. რაც შეეხება პოსტებში დასახელებულ გვერდით მოვლენებს, ისინი იშვიათია, რადგან ნიმბექსის გამოყენების შემდეგ პაციენტების მხოლოდ 1%-ში ფიქსირდება.

პოსტებში მოყვანილი მტკიცება, თითქოს კოვიდ-პაციენტებს “ნიმბექსს უკეთებენ და ასე კლავენ”, დაუსაბუთებელია და მტკიცებულებებს არ ემყარება, რადგან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი თათია წერეთელი “მითების დეტექტორთან” საუბრისას აცხადებს, კოვიდ-პაციენტების მკურნალობისა და მათი მდგომარეობის მართვის პროცესში ნიმბექსი ძირითადი ან ერთ-ერთი მთავარი გამოყენების პრეპარატი არ არის, მას მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოიყენებენ. მისივე თქმით, კოვიდ-პაციენტებთან უმეტესწილად სხვა პრეპარატები გამოიყენება, შესაბამისად, ჰოსპიტალიზებული კოვიდ-ინფიცირებულების მდგომარეობის დამძიმების მიზეზი პრეპარატი ნიმბექსი ვერ იქნება.

გარდა ამისა, “მითების დეტექტორი” “პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორსა და რეანიმატოლოგს ლევან რატიანსაც ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტებთან პრეპარატ ნიმბექსს საერთოდ არ იყენებს.

ნიმბექსი, იგივე ცისატრაკურიუმი, რომელიც კუნთების მომადუნებელი საშუალებაა, უმეტესწილად ოპერაციების დროს გამოიყენება, რათა სხეული მოდუნდეს და გარკვეული დროის განმავლობაში ერთ მდგომარეობაში გაჩერდეს. ცისატრაკურიუმი ასევე ადუნებს პაციენტის ყელს, რაც ინტუბაციას ანუ სასუნთქი მილის ჩასმას აადვილებს.

COVID-19-ით ინიფიცირებულ პაციენტებში, შესაძლოა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS) განვითარდეს. ამგვარ პაციენტებში ნეირომუსკულარული ბლოკადა, ანუ კუნთების მოდუნება, ხშირად გამოიყენება, რათა სასუნთქი აპარატის სინქრონიზაცია და ჟანგბადის მიწოდება გაამარტივონ. ამ დროისთვის არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ნეირომუსკულარული ბლოკადის გამოყენება კოვიდ-პაციენტებშიც ნებადართულია. პროტოკოლის მიხედვით, ნეირომუსკულარული ბლოკადის ნაწილში ცისატრაკურიუმი “პირველი ხაზის” პრეპარატადაა შეყვანილი.

პოსტებში ჩამოთვლილი ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა სახისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება და კუნთების ატროფია ნიმბექსის იშვიათი გვერდითი მოვლენებია, ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული მასალის თანახმად, ნიმბექსის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები პაციენტების 1%-ზე ნაკლებში გამოვლინდა.

ვებ-გვერდ Rxlist-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც არაერთი მედიკამენტის შესახებ დეტალურ მიმოხილვას გვთავაზობს, 9 სხვადასხვა კვლევაში მონაწილე 945 პაციენტიდან ისეთი გვერდითი მოვლენები როგორებიცაა ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა) და ბრონქოსპაზმი მხოლოდ 1%-ზე ნაკლებში დაფიქსირდა.

Rxlist-ზე ასევე აღნიშნულია, რომ ნიმბექსის მიღების შემდეგ პაციენტებში შედარებით ხშირი გვერდითი მოვლენებია თავბრუსხვევა, მსუბუქი ქავილი ან გამონაყარი კანზე და სიწითლე.

სოციალურ ქსელში ნიმბექსის შესახებ დეზინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ლატვიელი მედიკოსის რუსულენოვანი ვიდეოს მეშვეობით გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

წყაროების შესახებ

პრეპარატ ნიმბექსზე გამოქვეყნებული პოსტების ავტორების უმეტესობას კოვიდ-პანდემიისა და ვაქცინაციის გარშემო დეზინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გაუვრცელებიათ. მაგალითად ფეისბუქ-მომხმარებელმა დათო სალუქვაძემ გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა ვაქცინაციას მტკიცებულებების გარეშე დაუკავშირა, ის ასევე ვაქცინაციასა და 5G ტექნოლოგიას ერთმანეთს კონსპირაციულად უკავშირებდა.

დეზინფორმაცია არაერთხელ გაუვრცელებია ვებ-გვერდ tvm.ge-საც, რომლის მასალებსაც სხვადასხვა ჯგუფში გიორგი ფრანგიშვილი აზიარებს, ის ვებ-გვერდზე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ბლოგის რედაქტორადაა მოხსენიებული. 2019-2020 წლებში tvm.ge მასალებს ანტიდასავლური და პრორუსული გამოცემა “საქართველო და მსოფლიოდანაც” აქტიურად აქვეყნებდა.

ფეისბუქ-მომხმარებელ Beri Gabriel-ს, რომელმაც პრეპარატ ნიმბექსზე ლაივი გამოაქვეყნა, პროფილზე მითითებული აქვს, რომ ნიუ-იორკში ცხოვრობს, მას 5000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და ხშირად აქვეყნებს ლაივ-ვიდეოებს, რომლებშიც გამომწერებს სხვადასხვა სამედიცინო შეკითხვაზე, მათ შორის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ კითხვებზეც პასუხობს.

"

Beri Gabriel საკუთარ პროფილზე ასევე აზიარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ვიდეოებს.

"

ნიმბექსის შესახებ პოსტი თემო ბოკელავაძემაც გამოაქვეყნა, ის ზვიად ტომარაძესთან ერთად სავალდებულო ვაქცინაციისა და “მწვანე პასპორტების” წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაშია ჩართული. ბოკელავაძე 5-6 ივლისის მოვლენებში მონაწილე დაპატიმრებული პირების გათავისუფლებასაც ითხოვდა.

"
ბოკელავაძე ერთ-ერთია, რომელმაც სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიასა და ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ დეზინფორმაცია გაავრცელა, თითქოს მათ ნინოწმინდაში ქართული ბავშვთა სახლის დახურვისთვის სომხური ორგანიზაცია “პეტერსონ ბელქნაფისგან”, ფრანგული ფონდ “ხაგანისა” და ჯავახკის რუსული დიასპორისგან გასამრჯელოდ 580 000 ევრო მიიღეს.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
კრემლისტური და სახელისუფლებო პლატფორმები ნინო ლომჯარიას და ტვ ფორმულას წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist