რა დაადგინა ლისაბონის სასამართლომ და როგორ კითხულობენ ამ გადაწყვეტილებას ანტივაქსერები?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

64
VIEWS

7 ივლისს ანტი-ვაქსერმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ლისაბონის სასამართლოს დადგენილებით, პორტუგალიაში კოვიდ19-ით გარდაცვლილი 17 000 დადასტურებული შემთხვევიდან რეალურად კოვიდ19-ის შედეგად დაღუპული მხოლოდ 0.9% ანუ 152 ადამიანი აღმოჩნდა. შანიძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც სტატისტიკას აყალბებენ. (americanadventure.com) პოსტს თან ერთვის ბერძნული მედიის pronews.gr-ის ვიდეო, სადაც ლისაბონის სასამართლო გადაწყვეტილებაზეა საუბარი, ვიდეოში იგივე მტკიცებაა გაჟღერებული, რაზეც შორე შანიძე წერს.

 

;
ინფორმაცია, თითქოს პორტუგალიაში 17 000 დადასტურებული შემთხვევიდან, მხოლოდ 152 იყო კოვიდ19-ით გარდაცვლილი, მცდარია. ლისაბონის სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ 152 გარდაცვალების მოწმობა, რომელიც კოვიდს უკავშირდებოდა, იუსტიციის სამინისტრომ გასცა, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დადასტურებული.

ბერძნულ მედია pronews.gr-ს გამოქვეყნებული აქვს სტატია, სადაც ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს ლისაბონის სასამართლოს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წლის იანვრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პორტუგალიაში კოვიდ19-ით გარდაცვალების დაახლოებით 17 000 შემთხვევიდან მხოლოდ 152 დადასტურდა, ხოლო დანარჩენი ლეტალური შემთხვევები სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული. სტატიაში მოყვანილია დოკუმენტის სქრინიც, თუმცა ის ინფორმაცია, რასაც ბერძნული მედია ავრცელებს, აღნიშნულ სქრინზე არ იკითხება. დოკუმენტის ამ ნაწილში წერია, რომ 152 გარდაცვალების მოწმობა, სადაც გარდაცვალების მიზეზად კოვიდ19 იყო მითითებული, იმ ექიმების მიერ გაიცა, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთვის მუშაობენ.

;
ინფორმაცია პორტუგალიურმა და პოლონურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა გადაამოწმეს. Fakenews.pl-ის მიხედვით, ლისაბონის სასამართლოზე დაყრდნობით მცდარი ინფორმაცია კანადურმა მემარჯვენე პორტალმა LifeSiteNews-მა გამოაქვეყნა, რომელიც ცრუ ინფორმაციას და ანტივაქსერულ მასალებს ხშირად ავრცელებს.

პორტუგალიაში გარდაცვალების მოწმობას ძირითადად ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, ხოლო იუსტიციის სამინისტრო, კერძოდ კი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ინსიტუტის ექიმები საქმეში მაშინ ერთვებიან, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა სასიკვდილო შედეგი კრიმინალს უკავშირდებოდეს. სწორედ ასეთი შემთხვევა იყო 152, როდესაც აუტოფსია სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად ჩატარდა და დადგინდა, რომ მიზეზი კოვიდ19 იყო. რაც შეეხება სხვა 17 017 შემთხვევას (23 ივნისის მონაცემებით), რომელიც კოვიდ19-ით იყო გამოწვეული, მათზე გარდაცვალების მოწმობა ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პორტუგალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist