ყალბი ინტერვიუ და ფოტოები, თითქოს გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში პორნო ინდუსტრიაში მუშაობდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ყალბი
1.9k
VIEWS

2018 წლის 21 ნოემბერს Facebook გვერდმა „არქივარიუსი-Archivist” გაზეთ Карнавал-ის 2009 წლის ნომრიდან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც, “არქივარიუსის” მტკიცებით, გრიგოლ ვაშაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ საუბრობს და  იხსენებს, რომ ნიუ-იორკში ყოფნისას ის პორნო-ინდუსტრიაში მუშაობდა.

ინტერვიუს გარდა გაზეთში სამი ფოტოა მოცემული, რომელთაგან ერთი გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო დანარჩენი ორი პორნო მსახიობ რონ ჯერემის ეკუთვნის. “ინტერვიუში” ნათქვამია, რომ ვაშაძე პროდიუსერმა იმიტომ შეარჩია, რომ რონ ჯერემის ფიზიკურად ჰგავდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პოსტი ფეისბუქ გვერდ “არქივარიუსის” მიერ რეკლამირებულიც იყო.

"

"

“არქივარიუსის” მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუ ყალბია, ხოლო ფოტოები მანიპულაციური. მსგავსი ჟურნალი/გაზეთი სახელწოდებით „Карнавал” კი ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება.

  1. მსგავსი დიზაინის მქონე ჟურნალი სახელწოდებით “Карнавал” არ იძებნება

ინტერნეტ სივრცეში არ იძებნება ფოტოზე გამოსახული გრაფიკული დიზაინის მქონე ჟურნალი/გაზეთი სახელწოდებით „Карнавал”, აგრეთვე არ იძებნება სტატია სათაურით „Григол Вашадзе на порно индустрии“.

ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომია რუსულენოვანი ლიტერატურულ-პუბლიცისტური  ჟურნალი „ Карнавал ” ,რომელშიც არანაირი ინფორმაცია არაა მოცემული გრიგოლ ვაშაძის ან რონ ჯერემის შესახებ. მეტიც, საიტი 2014 წელს შეიქმნა, მაშინ, როდესაც გაყალბებული სტატიის გამოქვეყნების თარიღად 2009 წლის 11 აპრილია მითითებული.

   2. მანიპულაციური ფოტოები

გამოგონილ ინტერვიუში სამი ფოტოა მოცემული, რომელთაგან ორი რონ ჯერემის, ერთი კი გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნის.

"

პირველი ფოტო რონ ჯერემის ეკუთვნის, თუმცა სურათის ორიგინალში, რომელიც ეივრი ვილარდს (Avery Willard) ეკუთვნის  ჯერემის სათვალეები არ უკეთია, მანიპულაციურ სტატიაში კი მას სწორედ გრიგოლ ვაშაძის  მსგავსი სათვალე აქვს დამატებული,რაც რონ ჯერემისა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ფიზიკური მსგავსების ხაზგასასმელადაა გამოყენებული.
"

მანიპულაციურია გრიგოლ ვაშაძის ფოტოც, რომელზეც ყალბ ინტერვიუში გამოქვეყნებულია წარწერით “გრიგოლ ვაშაძე ნიუ-იორკში 1990 წელი.” აღნიშნული ფოტო რუსი-უკრაინელი ჟუნალისტისა და ფოტოგრაფის ანასტასია ფედორენკოს (Анастасия Федоренко) მიერაა გადაღებული და მასზე გრიგოლ ვაშაძესთან ერთად მისი მეუღლე, ნინო ანანიაშვილიცაა გადაღებული. ფოტოს მეტა-მონაცემების მიხედვით, ფოტოს დიგიტალიზაციის თარიღი 2014 წლის 18 აგვისტოა.

"

"


მოამზადა მარიამ თოფჩიშვილმა
მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist