ფოტო, რომელიც პირველი ქართველის ჩიპიზაციას გვამცნობს, 2013 წელს ფოტოშოპში დამუშავებული ვიზუალია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

262
VIEWS

2020 წლის 3 დეკემბერს ფეუსბუქ გვერდმა Georgian Tik-Tokers, რომელიც პერსონალურ ბლოგად არის დარეგისტრირებული, გამოაქვეყნა პოსტი, რომლშის თანახმად, პირველ ქართველს უკვე გაუკეთეს ჩიპი და რომ 2025 წლამდე მთელი კაცობრიობისთვის მიკროჩიპების იმპლანტაცია იგეგმება. პოსტს თან ახლავს 2 ფოტო, მათგან ერთ-ერთზე თითზე განთავსებული ჩიპია ასახული, მეორე კი ადამიანს ხელზე, კანქვეშ ჩაყენებული ჩიპის ვიზუალია მოცემული.

;

აღნიშნული პოსტი, ერთი მხრივ,  დეზინფორმაციას ავრცელებს, მეორე მხრივ, მტკიცებულების სახით ფოტომანიპულაციას იყენებს. ცნობა, თითქოს პირველ ქართველს მიკროჩიპი გაუკეთეს არავითარ დოკუმენტურ წყაროს არ ეფუძნება, ხოლო მტკიცებულებად წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან პირველი 2002 წელსაა გადაღებული, ხოლო მეორე, რომელიც კანის ქვეშ განთავსებული ჩიპის ილუსტრირებად გამოიყენება, ფოტოშოპით დამუშავებულია. აღნიშნული ფოტოკოლაჟი საყოველთაო ჩიპიზაციის შესახებ კონსპირაციებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მედიასა და სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელდა.  

მტკიცება, თითქოს პირველ ქართველს მიკროჩიპი უკვე გაუკეთეს მტკიცებულებების გარეშეა, რადგან არავითარ დოკუმენტურ წყაროს არ ეფუძნება. მსგავსი ინფორმაცია ღია და სარწმუნო წყაროებით არ დასტურდება. კონსპირაციაა ცნობაც, თითქოს 2025 წლამდე მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანს მიკროჩიპს ჩაუყენებენ. რეალურად, ტექნოლოგია (RFID), რომელიც შესაძლოა, კანქვეშ მოთავსდეს და გარკვეული მოცულობის ინფორმაცია შეინახოს, უკვე ოც წელზე მეტია, რაც არსებობს და მას ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები ნებაყოფლობით იყენებენ, როგორც საკრედიტო ბარათების ან უკონტაქტო იდენტიფიკატორების შემცვლელს. ამჟამად, ტექნიკის სფეროში მოღვაწე ინჟინრები და მეცნიერები აღნიშნული ტექნოლოგიის დახვეწაზე მუშაობენ და ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის ამერიკაში RFID შესაძლოა ფართოდ გამოყენებად ტექნოლოგიად იქცეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელ ინფორმაციას ეფუძნება კონსპირაციის თეორია, რომლის თანახმადაც, 2025 წლისთვის მთელი კაცობრიობის ჩიპიზაცია იგეგმება. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში RFID ტექნოლოგიას ხშირად საყოველთაო ჩიპიზაციის გეგმას, ვაქცინებს, ბილ გეითსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და 5G ტექნოლოგიას უკავშირებენ.

პოსტში გამოყენებული ფოტომანიპულაციის შესახებ

პოსტისათვის თანდართული ფოტოები მანიპულაციურია და დეზინფორმაციული ცნობების დამადასტურებელი მტკიცებულების შთაბეჭდილებას ქმნის. რეალურად, მასში გამოყენებულ ფოტოებს არაფერი აქვთ საერთო პირველი ქართველის ჩიპიზაციასთან.

ფოტოსურათი, რომელიც ადამიანის კანქვეშ დამონტაჟებული ჩიპის საილუსტრაცოდ არის გამოყენებული, ფოტოშოპით დამუშავებულია, ავთენტური ფოტო კი commons.wikimedia.org-იდან არის აღებული.  ორიგინალი ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ იგი 2007 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა. რაც შეეხება ფოტოშოპში დამუშავებულ ვერსიას, სურათების გადამოწმების ხელსაწყოს TinEye-ის მონაცემებით, ინტერნეტსივრცეში იგი პირველად 2013 წელს გამოჩნდა.

;

პირველი სურათი 2002 წლის მაისით თარიღდება და მასზე ამერიკული კომპანიის  Applied Digital Solutions, Inc. VeriChip-ის მიერ კანქვეშ იმპლანტაციისთვის შექმნილი მიკროჩიპია გამოსახული.

;

აღნიშნული ფოტოკოლაჟი ჩიპებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორებთან ერთად ხშირად ვრცელდება უცხოურ სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიებში.

;

პოსტის წყარო და  გავრცელება

2020 წლის 4 დეკემბრის 14:00 საათის მდგომარეობით “Georgian Tik-Tokers”-ის პოსტს 62 გაზიარება და 158 კომენტარი აქვს. პოსტი 3-4 დეკემბერს გაზიარდა საჯარო ჯგუფში “საგიჟეთი”.

;

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს გვერდმა Georgia Tik-Tokers ასევე გამოაქვეყნა 7:26 წუთიანი ვიდეომიმართვა, სათაურით “იწყება ადამიანების ჩიპიზაცია! (კორონავირუსი როგორც დიდი ვირუსის წინასწარი რეპეტიცია მსოფლიოსთვის)”, რომელშიც ახალგაზრდა კაცი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემია მოსამზადებელი ეტაპია აპოკალიფსური სცენარისთვის და პანდემიის შემდეგ სავალდებულო ჩიპიზაცია დაიწყება. ვიდეოს ავტორის თქმით, პანდემიისა და ჩიპიზაციის შემდეგ მსოფლიოს მმართველები ანტი-ქრისტეს გაამეფებას გეგმავენ და სწორედ ამ მიზნით შექმნეს კორონავირუსიც.

;

გვერდი 2020 წლის 29 მარტს შეიქმნა და მას ამჟამად 4 ადმინისტრატორი საქართველოდან მართავს.

;

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები ჩიპიზაციის შესახებ:

 


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზეჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist