“პოლიტიკური სატირა” მამუკა ხაზარაძის გაყალბებულ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

63
VIEWS

2022 წლის 10 იანვარს ფეისბუქ ანგარიშმა “პოლიტიკური სატირა” პარტია “ლელო – საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის სახელით შემდეგი ციტატა გამოაქვეყნა: “ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის დავალებით ხდება, არ ვჭირდები თავისუფლებაზე, რადგან ისე, როგორც მიშა, მეც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი ვარ.”

 "

“პოლიტიკური სატირის” მიერ გამოქვეყნებული ციტატა გაყალბებულია. მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება არცერთ ღია წყაროშო არ გვხვდება. ფეისბუქ ანგარიში “პოლიტიკური სატირა”, რომელიც მედიისა და ოპოზიციის მადისკრედიტებელ პოსტებს ხშირად აქვეყნებს, სხვა პოლიტიკოსების ყალბ ციტატებს ადრეც ავრცელებდა.  

2022 წლის 11 იანვარს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე ფულის გათეთრების საქმეზე კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. ანგარიშმა “პოლიტიკურმა სატირამ” მამუკა ხაზარაძისთვის მიწერილი გაყალბებული ციტატაც 11 იანვრის სასამართლოს კონტექსტში გაავრცელა. მართალია, მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, თუმცა “პოლიტიკური სატირის” მიერ გამოქვეყნებული ციტატა, რომელშიც მამუკა ხაზარაძე თავს მიხეილ სააკაშვლს ადარებს და ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტად მოიხსენიებს, ღია წყაროებში არ გვხვდება.

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ ანგარიში “პოლიტიკური სატირა” კრემლისტურ, “პატიორტთა ალიანსის” მხარდამჭერ, ანტიდასავლურ, ოპოზიციისა და კრიტიკული მედია საშუალებების წინააღმდეგ დისკრედიტაციული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ანგარიშს “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ირაკლი ჯანყარაშვილი მართავს. “პოლიტიკური სატირის” და მის მიერ გავრცელებული სხვა მადისკრედიტებელი დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist