პოლიტიკანოს მანიპულაცია, თითქოს ბელარუსი შიმშილობის ინდექსით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ლიდერია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ეყჰ35
131
VIEWS

16 ოქტომბერს “პოლიტიკანოს” Facebook გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი 2019 წლის შიმშილობის მსოფლიო ინდექსის შესახებ. პოლიტიკანო globalhungerindex.org-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბელარუსში შიმშილობის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი და როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ისე ზოგად რეიტინგშიც ბელარუსი ლიდერობს. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, სერბეთი და აზერბაიჯანი.

“პოლიტიკანო” 2019 წლის შიმშილობის ინდექსის მიხედვით ქვეყნების რეიტინგზე ინფორმაციას არასრულად გვაწვდის და არ აღნიშნავს, რომ მოწინავე პოზიციებზე პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებიც იმყოფებიან, მათ შორის უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. ყველა ზემოთჩამოთვლილი ქვეყანა “<5” ინდექსით არის შეფასებული და ერთნაირი შედეგებიდან გამომდინარე მათგან ყველას პირველი ადგილი აქვს მინიჭებული.

  • 2019 წლის შიმშილობის მსოფლიო ინდექსის თანახმად, რეიტინგში პირველი ადგილი 17 ქვეყანას აქვს მინიჭებული

Globalhungerindex.org-მა გამოაქვეყნა ქვეყნების სია 2019 წლის შიმშილობის მსოფლიო ინდექსის მიხედვით, რომელშიც მსოფლიოს 117 ქვეყნის მონაცემები არის ასახული. რეიტინგში საქართველო მე-40 ადგილზეა 9.2 ინდექსით და მას ყველა მეზობელი ქვეყანა უსწრებს. რაც შეეხება ბელარუსს, ქვეყნის ინდექსი “<5”-ია, რაც მას დანარჩენ 16 ქვეყანასთან ერთად ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ამყოფებს.

Globalhungerindex.org-ს მითითებული აქვს, რომ ქვეყნები, რომლებსაც იდენტური შეფასებები აქვთ, რეიტინგიც ერთნაირად მიენიჭათ, მაგალითად მექსიკა და თუნისი ორივე 23-ე პოზიციაზე იმყოფება. 17 ქვეყანა კი, რომლებსაც შეფასება “<5” აქვთ, ინდივიდუალური რეიტინგი არ მიენიჭათ და ყველა პირველი ადგილითაა წარმოდგენილი, მათ შორის განსხვავება მინიმალურია.

"

17 მოწინავე სახელმწიფოს შორისაა პოსტსაბჭოთა ქვეყნები: უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბელარუსი. მოცემულ რეიტინგით არ ჩანს, რომ ბელარუსი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერობს.

"
წყარო: globalhungerindex.org

ბელარუსის პირველობას რეიტინგში მხოლოდ ანბანის მიხედვით დალაგებული სიის შემთხვევაში დავინახავთ.

"
წყარო: globalhungerindex.org

ვებ-გვერდი თავდაპირველად სწორედ ანბანის მიხედვით დალაგებულ სიას გვთავაზობს, რაც სურვილისამებრ შეგვიძლია შევცვალოთ და მინიჭებული შეფასებების მიხედვით დავალაგოთ.

"

პოლიტიკანოს შესახებ

Politicano-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია. თავის მხრივ, პრიმაკოვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი. “მედიის განვითარების ფონდის” ანტიდასავლური პროპაგანდის 2017 და 2018 წლების ანგარიშების მიხედვით, პოლიტიკანო ხშირად მიმართავს ისტორიის გაყალბებისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის გაღვივების მეთოდებს.

“პოლიტიკანოს” გავრცელებულ ამბებზე “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული მასალები იხილეთ ბმულზე.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist