პოლიტიკანოს დეზინფორმაცია უკრაინის მართლმდიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

gt
555
VIEWS

29 სექტემბერს ფეისბუქ გვერდმა  Politicano • პოლიტიკანო-მ,  რუსულენოვანი გამოცემა lenta.ru-ს სტატიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს  უკრაინული ულტრა-ნაციონალისტური პარტია და მოძრაობა “Правий сектор” დასავლეთ უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში არსებულ ერთ-ერთ მართმადიდებლურ ეკლესიაში შეიჭრა, შტურმით აიღო და მორწმუნეებს ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიტიკანო უკრაინულ პოლიტიკურ პარტიასა და მოძრაობას Правий сектор-ს ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებს, რომლის საქმიანობას, მათი მტკიცებით,  უკრაინის ხელისუფლება არ ზღუდავს.
"

კრემლისტურ მედია Lenta.ru-ზე,  დაყრდნობით პოლიტიკანოს მიერ “Правий сектор”-ის მართმადიდებლურ ეკლესიაში შეჭრის და მისი შტურმით აღების ცნობა დეზინფორმაციაა. არ არსებობს ეკლესიაზე თავდასხმისა და მისი შტურმით აღების ამსახველი მტკიცებულებები. რეალურად დაპირისპირება მოჰყვა ადგილობრივი საკრებულის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ტაძართან არსებული ერთ-ერთი შენობა მუსიკალურ სკოლას გადაეცა, შენობის გადაცემის პროცესში კი ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიცია იმყოფებოდნენ.

პოლიტიკანო ავრცელებს კრემლისტურ ნარატივს, რომ რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის ავტონომიურ ეკლესიას თავს ესხმიან.

“პოლიტიკანოს” მიერ გაზიარებული Lenta.ru-ს სტატია, ეფუძნება მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. აღნიშნული განცხადების თანახმად, 28 სექტემბერს ორგანიზაციის  “Правий сектор”-ის წევრები  წმინდა სამების ტაძარში შეიჭრნენ, ფანჯრები, კარები ჩალეწეს და მორწმუნეებს სასტიკად გაუსწორდნენ. კონფლიქტის შედეგად  ერთმა მოქალაქემ ტვინის შერყევა მიიღო, მეორემ – ხელი მოიტეხა. უკრაინის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის განცხადებაზე დაყრდნობით ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ცალმხრივად  სხვა კრემლისტურმა მედიებმაც გააშუქეს, როგორიცაა: Россия-1,  Russia today და ტელეკომპანია Zvezda, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია საშუალებაა.

რა მოხდა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში?

28 სექტემბერს ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში წმინდა სამების ტაძრის გარშემო განვითარებული ინციდენტის რეალურ მიზეზს რაიონის საკრებულოს მიერ ტაძართან არსებული ერთ-ერთი შენობის მუსიკალური სკოლისთვის გადაცემის გადაწყვეტილება წარმოადგენდა. ივანო-ფრანკოვსკის პოლიციის პრეს-სამსახურის განცხადების თანახმად, საკრებულოს აღნიშნულ გადაწყვტილებას საკრებულოს წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მრევლს შორის დაპირისპირება მოჰყვა. კონფლიქტში სხვა მხარე, მათ შორის „Правий сектор“ ჩართული არ ყოფილა.

უკრაინის პოლიციის პრეს-სამსახურის ცნობით,  „ამ დროისთვის სხვა კონფლიქტი, მათ შორის კონფესიებს შორის, არ არსებობს…  არანაირი უკანონო ქმედება რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ არ განხორციელებულა.“

"

აღსანიშნავია, რომ,  „Правий сектор“-ის ეკლესიაზე თავდასხმის ამსახველი არც ერთი ფაქტობრივი მასალა არ მოიპოვება. უკრაინის მართლმადიდებელი ავტონომიური ეკლესიის განცხადებაში დართული ვიდეო   მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს, რომელსაც სავარაუდოდ ადგილობრივ მრევლსა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის ჰქონდა ადგილი. ვიდეოდან ჩანს, რომ ამ სიტყვიერი დაპირისპირების ადგილი ეკლესია არ არის.

"

„Правий сектор“-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც  წმინდა სამების ტაძართან დაკავშირებულ ინციდენტში მისი  აქტივისტების ჩართულობას უარყოფს და რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  ყალბს უწოდებს .

Правый Сектор”-ის პრეს-სპიკერი არტიომ სკოროპადსკი ამბობს, რომ ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ არა ორგანიზაციის წევრები, არამედ   მხოლოდ პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მისი თქმით, „ტაძრის გვერდით მდებარე შენობა, რომელზედაც არის საუბარი, თითქოს მასში შეიჭრა „Правый Сектор“, ქალაქის საკრებულოს საკუთრებაშია. ტაძრის მღვდელმსახური  ამ ადგილს პირადი საჭიროებებისთვის იყენებდა, საკრებულომ კი გადაწყვიტა, აღნიშნული დაწესებულება მუსიკალური სკოლისთვის გადაეცა. დღეს საკრებულოს და პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ შენობაში და საკეტები შეცვალეს .“

"

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ   უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომეს თხოვნით მიმართა. 23 სექტემბერს კონსტანტიბეპოლის პატრიარქმა განაცხადა, რომ უკრაინა ავტოკეფალიას მიიღებს. რუსეთის საპატრიარქო ეწინააღმდეგება უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას.


“პოლიტიკანოს” შესახებ

“Politicano”-ს ფეისბუქ გვერდი ევგენი პრიმაკოვის სახელობის რუსულ-ქართულ საზოგადოებრივ ცენტრთან დაკავშირებული მედიუმია.

 


იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალა მსგავს თემაზე:

4 მითი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესახებ


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist