PIA დამუშავებულ ფოტოზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ეგვიპტეში უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ედფ
734
VIEWS

18 მარტს საინფორმაციო სააგენტო პირველმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ეგვიპტეში უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს“. მასალის თანახმად, ეგვიპტეში არქეოლოგიური გათხრების დროს მეცნიერებმა უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს. ინფორმაციის სანდოობის საილუსტრაციოდ მასალას თან ახლავს ფოტო, რომელზეც მუმიას თითქოს “უცხოპლანეტელის” სახე აქვს.   Pia-ს სტატიაში წყაროდ უცხოური გამოცემა Newsinstact.com არის მითითებული.

Pia: “ეგვიპტეში არქეოლოგიური გათხრების დროს მეცნიერებმა   უცხოპლანეტელის მუმია აღმოაჩინეს, წერს Newsinstact. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუმია 2300 წლის არის. დეტალები ლაბორატორიული კვლევის შედეგად გახდება ცნობილი”.

"

Pia-ს გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. Pia-ს მიერ მითითებული წყარო Newsinstact.com არის ვებ-გვერდი, რომელიც უცხოპლანეტელებისა და მფრინავი თეფშების შესახებ სხვადასხვა გამოგონილ ამბებზე წერს. ფოტო, რომელიც ინფორმაციას ერთვის, დამუშავებულია. რეალურად, მუმია ეგვიპტის უძველესი ქალაქის მემფისის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ძვ. წ მე-7-4 საუკუნეში ამ ქალაქის მმართველ ფენის წარმომადგენელს ეკუთვნის.

“უცოპლანეტელი მუმიის” პროგრამულად დამუშავებული ფოტო

ფოტო, რომელსაც პია newsinstact-ზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ ის ეგვიპტეში აღმოჩენილ უცხოპლანეტელის მუმიას ეკუთვნის, პროგრამულად არის დაუშავებული. რეალურად ფოტო უძველესი მემფისის ტერიტორიაზე აღმოჩენილი 8 მუმიიდან ერთ-ერთს ეკუთვნის. მუმიების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 2018 წლის 28 ნოემბერს National Geographic– მა  ეგვიპტის სიძველეების სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით  გამოაქვეყნა.

"
წყარო: National Geographics

Pia.ge-ზე დაყრდნობით “უცხოპლანეტელი მუმიის” შესახებ ყალბი ამბავი ქართულმა ვებ0გვერდმა  brandnews.ge-მა გაავრცელა, ხოლო სოციალურ ქსელში Pia-ს ბმული გვერდმა Gogaggg-მა გააზიარა.

"

"

იდენტური ყალბი ფოტო და ინფორმაცია რუსულენოვან წყაროებში

“უხოპლანეტელის მუმიის”  შესახებ იდენტურ ყალბი ფოტო და ინფორმაცია რუსულენოვანმა გამოცემებმაც გაავრცელეს, მათ შორის:  riafan.rulentachel.ru ; www.rusdialog.ru, www.dialog.ua და rusdialog.ru.

"

"

"

წყაროს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო პირველი 2006 წლის ნოემბერში დაარსდა. 2010 წელს შპს„პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელი ლევან მიროტაძე იყო, 2013 წელს სააგენტო ხვიჩა სექანიაზე იყო გაფორმებული, ხოლო 2014 წლიდან 100%-იანი წილის მფლობელი დიმიტრი ტიკარაძეა. MDF-ის კვლევების თანახმად, სააგენტოს 2017 წელს საბიუჯეტო კონტრაქტებიდან 68 859 ლარი აქვს მიღებული, 2015 წელს ეს თანხა 80 236 ლარი იყო.

Newsinstact.com, რომელსაც Pia ინფორმაციის წყაროდ უთითებს, უცხოპლანეტელებისა და მფრინავი თეფშების შესახებ სხვადასხვა გამოგონილ ამბებზე წერს და მასალებს პროგრამულად დამუშავებულ ყალბ ფოტოებს ურთავს.
"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist