ნორვეგიამ რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

share_0
105
VIEWS

Associated Press-ის მასალის მიხედვით

ნორვეგიის შიდა სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით, ნორვეგიის მოქალაქე რუსეთის დაზვერვის ოფიცერთან შეხვედრის შემდეგ დააკავეს.

ნორვეგიის დაზვერვის თანახმად, მამაკაცი 15 აგვისტოს ოსლოს რესტორანში იმ ინფორმაციის გადაცემის შემდეგ დააკავეს, რომელმაც “შესაძლოა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესები დააზიანოს”.

ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახურს დაკავებული პიროვნების იდენტიფიცირება არ მოუხდენია. სადაზვერვო სააგენტოს პროკურორ, ლინ ნივოლ ნიგარდის თქმით, დაკავებული მამაკაცი დაახლოებით 50 წლის არის.

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოქალაქე ეჭვმიტანილია ნორვეგიის კანონის დარღვევაში, რომელიც მაქსიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამსახურიდან გამომდინარე, მას ისეთ ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა, რომელიც უცხო ქვეყნისთვის არის საინტერესო,” – განუცხადა ჟურნალისტებს ნივოლ ნიგარდმა.

ეჭვმიტანილის ადვოკატმა მარიან დერა-ნესმა ნორვეგიის საინფორმაციო სააგენტო NTB- ს განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს დანაშაულს.

ნორვეგიული მედიის ცნობით, საქმე  სამრეწველო ჯაშუშობას ეხება. ნორვეგიაში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ “გლობალური კლასიფიკაციის საზოგადოება გემებისთვის”  (DNV GL)  მოგვიანებით დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილი მათ კომპანიაში იყო დასაქმებული. DNV GL გლობალური განახლებადი ენერგიის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში უდიდესი ტექნიკური საკონსულტაციო ორგანიზაციაა .

ნორვეგიაში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ჯაშუშურ შემთხვევაში ნორვეგიის საზღვრის ყოფილი ინსპექტორი ფროდ ბერგი მონაწილეობდა , რომელსაც 2019 წელს რუსეთში ჯაშუშობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბერგი 2017 წელს მოსკოვში დააკავეს და ნორვეგიული დაზვერვისთვის რუსული ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დასდეს ბრალი.

2019 წლის ნოემბერში ბერგი ჯაშუშების სამმხრივი გაცვლის მონაწილე გახდა, როდესაც ის და ორი ლიეტუველი ორი რუსი სანაცვლოდ  გაათავისუფლეს, რომლებიც ლიეტუვის ციხეში იმყოფებოდნენ .

გაურკვეველია, იყო თუ არა ეს საქმე ისეთივე დიდი, როგორიც 1984 წელს დაპატიმრებული არნ ტრეჰოლტის საქმე, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის და ნორვეგიის წინააღმდეგ მუშაობდა. ტრეჰოლტი ღალატისთვისა და ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ტრეჰოლტმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სამსახურის უფროსი იყო, საბჭოთა კავშირს ნატოს ჯარების განლაგებისა და ნორვეგიის სამხედრო სისუსტეების, აგრეთვე ნორვეგიისა და მსოფლიო ლიდერების მოლაპარაკებების კონფიდენციალური ანგარიშები გადასცა. ტრეჰოლტი ციხიდან 1992 წელს გაათავისუფლეს და ის საცხოვრბლად რუსეთში გადავიდა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist