ნიორი და ძმარი – როგორ ებრძვიან კორონავირუსს საქართველოსა და ტაივანში

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

რჰგ
894
VIEWS

ჩინეთში აღმოჩენილ კორონავირუსზე და მისგან დაცვის გზებზე სოციალურ ქსელებში არაერთი ცნობა და ცრურწმენა ვრცელდება. კორონავირუსის შემთხვევები პირველად 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში დაფიქსირდა და ჯერჯერობით სათანადოდ შესწავლილი არ არის. მაშინ, როდესაც მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში არიან, საქართველოსა და ტაივანში მკურნალობას ნივრითა და თეთრი ძმრით ცდილობენ.

მაგალითად, “ნიუს ჰოსპიტალსის“ პედიატრიული ამბულატორიის სამსახურის უფროსმა ინგა მამუჩიშვილმა კორონავირუსისგან თავდაცვის გზად გადაკოცნაზე უარის თქმა, ხილის, ბოსტნეულისა და ნივრის მიღება დაასახელა.

ბრძოლის თავისებურ მეთოდს მიმართავენ ტაივანშიც.  ტაივანელმა ფაქტჩექერების ცენტრმა (Taiwan FactCheck Center) რამდენიმე ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია შეისწავლეს, მათ შორის ის, რომ თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსს თეთრი ძმარი – ძმრის მჟავა (White vinegar , Acetic Acid ) ამარცხებს. ტაივანის ინფექციურ დაავადებათა სამედიცინო ასოციაციის დირექტორისა და ტაივანის სახელმწიფო საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჰუანგ ლიმინის თქმით, თეთრი ძმარი/ძმრის მჟავა სტერილიზაციის და დეზინფექციისთვის არ გამოდგება, შესაბამისად მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

"

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს პაატა იმნაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ნიორს გააჩნია გარკვეული ანტიბაქტერიული თვისებები, თუმცა კორონავირუსისგან დაცვის მხრივ ნიორის მნიშვნელობაზე მეცნიერული დასაბუთება ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია არ არსებობს.

დარღვევის ტიპი: ცრუ მკურნალობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ტაივანი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist