NCDC განმარტავს, თუ როგორ ხდება ამპულის გახსნის გარეშე ვაქცინის შპრიცით ამოღება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

141
VIEWS

15 მარტს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესი ასტრაზენეკას ვაქცინით დაიწყო. პირველი ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საჯაროდ გაიკეთა, ასევე პირველი ექიმი, რომელიც აიცრა “ევექსის” თანამშრომელი ლანა უბილავა იყო. ამავე დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელდა ვიდეოები კომენტარებით, სადაც ეჭვქვეშ იყო დაყენებული ვაქცინაციის ფაქტი.

ფეისბუქ-პროფილი Dato Ioseliani წერს, რომ ექთანს, რომელმაც ლანა უბილავას ვაქცინა გაუკეთა, ვაქცინის ამპულა არ გაუხსნია, შესაბამისად იქედან არც სითხე ამოუღია. მსგვავს მტკიცებას შეიცავს Lasha Modebadze-ის პოსტებიც, რომელიც წერს, რომ ამპულა დალუქული იყო და ლანა უბილავა სხვა, წინასწარ ჩასხმული სითხით აცრეს. ერთ-ერთ საჯარო ჯგუფში ვასო რაჭველიშვილი წერს, რომ “ფლაკონი გაუხსნელია”.

;

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, რომლებიც ლანა უბილავას ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებდა, კრემლისტურმა გამოცემებმა Tvalsazrisi.ge და NewsFront Georgia-მაც გამოაქვეყნეს.

ლანა უბილავას გარდა, ფეისბუქ-მომხმარებლების ნაწილმა პაატა იმნაძის ვაქცინაციაც ეჭვქვეშ დააყენა. ფეისბუქ-მომხმარებელი Giorgi Javshanashvili წერს, რომ იმნაძეს ექიმის ხელი ეფარება და ეს კადრები არ ადასტურებს, რომ მან ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა.

;

ფეისბუქ-მომხმარებელი Gio Menteshashvili ლაივში საუბრისას ამბობს, რომ საჯაროდ გაკეთებული ვაქცინები სიცრუეა, ის აღნიშნავს, რომ ლანა უბილავას შემთხვევაში ამპულაც კი არ გაუხსნიათ, იმნაძის ვაქცინაციისას კი მას ექიმის ხელი ეფარებოდა.

ამასთანავე ვაქცინაციის დაწყებამდე და უშუალოდ ვაქცინაციის დაწყების პროცესში იმის საილუსტრაციოდ, რომ აცრის პროცესი სიმულაციური იყო, ვრცელდებოდა ვიდეობი, რომელზეც გადასაღები რეკვიზიტი შპრიცი იყო ასახული, რაც მიზნად ვაქცინაციის პროცესის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავდა.

ინფორმაცია, თითქოს ლანა უბილავასა და პაატა იმნაძეს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებიათ, მცდარია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ფაქტებს ადასტურებს და განმარტავენ, რომ ვაქცინის ამოღება შპრიცის მეშვეობით თავსახურის მოხსნის გარეშეა შესაძლებელი, თავსახურში არსებული სპეციალური რეზინის დეტალით. 

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის დამატებით გადამოწმების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. უწყებაში ადასტურებენ, რომ ექიმმა ლანა უბილავამ კორონავირუსის ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა. ისინი ასევე განმარტავენ, რომ ვაქცინის ამპულიდან სითხის ამოღება მისი თავსახურის მოხსნის გარეშე, მასში მოთავსებული სპეციალური რეზინის დეტალითაა შესაძლებელი.

ექიმ ლანა უბილავას ვაქცინაციის პროცესი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა.

;

რაც შეეხება პაატა იმნაძეს, ტელევიზიებში გასულ კადრებში გარკვევით ჩანს, რომ ექთანმა ვაქცინის დოზა ასტრაზენეკას ამპულიდან ამოიღო.

;;

ტელეკომპანია პირველისა და “ფორმულას” კადრებში ახლო კადრით ჩანს, რომ ექთანი იმნაძეს მხარზე აცრას უკეთებს და შემდეგ უმუშავებს კიდეც. პაატა იმნაძემ ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ვაქცინის გაკეთებაში საშიში არაფერია.

;;

“მითების დეტექტორი” დეზინფორმაციაზე, თითქოს ზუგდიდში ექიმ ლანა უბილავას კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთებია, აქამდეც წერდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist