მტკიცება, თითქოს ამერიკაში სუპერმარკეტების პლასტიკური ბარათებით არჩევნებში ხმის მიცემაა შესაძლებელი, უსაფუძვლოა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
51
VIEWS

6 სექტემბერს, ტელეკომპანია “ობიექტივის” ეთერში, გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ აშშ-ში ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა ნებისმიერ ადამიანს აძლევს უფლებას, შევიდეს სუპერმარკეტში, იყიდოს პლასტიკური ბარათი, შევიდეს სისტემაში და რაც უნდა, ის გააკეთოს.

აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან:

ისევე როგორც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არჩევნებზე ხმის მიცემისთვის საჭიროა პირის იდენტიფიცირება, რაც სახელმწიფოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ხდება. აშშ-ში სხვადასხვა შტატში კანონმდებლობით დადგენილი ამგვარი დოკუმენტებია:

  • ცალკეული შტატის მიერ გაცემული ID ბარათი;
  • მართვის მოწმობა;
  • იარაღის ფლობის ლიცენზია;
  • საიდენტიფიკაციო ბარათი სამხედრო მოსამსახურეებისთვის;
  • დაბადების მოწმობა;
  • ან რაიმე სხვა საბუთი, რომელიც სახელმწიფოს მიერაა გაცემული და მასზე ამომრჩევლის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ აქვს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის წარდგენასაც ცალკეული შტატის კანონმდებლობა ითვალისწინებს, არსებობს ალტერნატიული გზები, რომლებიც ორ ჯგუფად იყოფა:

მკაცრი – ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას იღებს პირობითი ხმის მიცემის (provisional ballot) მეშვეობით. საარჩევნო დღის დასრულების შემდგომ, უახლოესი რამოდენიმე დღის განმავლობაში ამომრჩეველი უნდა დაბრუნდეს შესაბამის საარჩევნო დაწესებულებაში და წარადგინოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. არგამოცხადების შემთხვევაში პირობითი ხმის მიცემის შედეგები არ ითვლება;

არამკაცრი – ზოგიერთ შტატში კი ხმის მიცემისას ვინაობის ნოტარიული დამოწმების სისტემა გამოიყენება, იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის წარდგენა ვერ ხდება.

ელექტრონული ხმის მიცემის პრაქტიკა

ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურა აპრობირებული პრაქტიკაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: შვეიცარია, აშშ, ნორვეგია, გერმანია, კანადა, ბელგია, რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, ბრაზილია, ავსტრალია.

ელექტრონული ხმის მიცემის დროს გამოიყენება ელექტრონული ბიულეტენები. უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები ამომრჩევლების ხმების რეგისტრირებას, აღრიცხვას და დათვლას ელექტრონული ხმის მიცემის ყველა ფორმით ითვალისწინებს, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. თუმცა, ეს მხოლოდ ამომრჩევლის მიერ საიდენტიფიკაციო მონაცემების რეგისტრაციის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ნანა დევდარიანი 2000-2003 წლებში იყო საქართველოს სახალხო დამცველი. 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იკავებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს. 2013 წელს , ნანა დევდარიანმა იოსებ არჩვაძესა და მაია ჩუბინაშვილთან ერთად „გლობალური კვლევების ცენტრი” დააფუძნა. IDFI -ს პროექტის დამოუკიდებლობა.com – ის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ორგანიზაცია ხელს უწყობს ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და მეტწილად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის” მოსაზრებებისა და ანალიზის ტირაჟირებას ახდენს. მედიის განვითარების ფონდის კვლევაში „ანტიდასავლური პროპაგანდა”, ნანა დევდარიანი ხშირად ფიგურირებს, როგორც ანტიდასავლური განწყობების ერთ-ერთი წყარო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა დევდარიანი საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” სიის პირველ ათეულში მეექვსე ნომრადაა დასახელებული.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist