მოიპოვება თუ არა რიონის ხეობაში ურან-238-ი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

228
VIEWS

3 აპრილს, ფეისბუქ მომხმარებელმა ზურაბ ქუმსიაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ რიონის ხეობაში ურან-238-ის სერიოზული საბადოა და ხიდები და გზები იმ საბადოსთან მისასვლელად შენდება. პოსტში ასევე საუბარია ურანის დაშლით მიღებული თორიუმის ძრავზე მომუშავე ავტომობილებზე. ქუმსიაშვილი წერდა, რომ თურქეთის ელჩი ამისთვის “იკლავს თავს”.

;

მოგვიანებით, ზურაბ ქუმსიაშვილმა პოსტი წაშალა, თუმცა რამდენიმე ფეისბუქ გვერდმა, მომხმარებელმა და საიტმა მისი პოსტი უცვლელი სახით გაავრცელა. მათ შორის: გვერდი “სიმართლე”, ფეისბუქ მომხმარებელი Nika Khachidze, ფეისბუქ მომხმარებელი Gur Gen, ფეისბუქ მომხმარებელი Mano Beridze. ფეისბუქ მომხმარებელმა Kahxa Giorkxelidze ჯგუფში “პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერები” გააზიარა კიდევ ერთი მომხმარებელის, ირაკლი მილაძის პოსტი ჯგუფში “საქართველო”. ქუმსიაშვილის პოსტი უცვლელად გამოაქვეყნა საიტმა intermedia.ge.

;

;

;

9 აპრილს, ფეისბუქ მომხმარებელმა “ტამპლიერი ციტადელის მცველი”, ჯგუფში “დიდება ერს სიკვდილი მტერს”, თეიმურაზ შაშიაშვილის პირდაპირი ჩართვის საფუძველზე გაავრცელა მსგავსი შინაარსის პოსტი, რომლის მიხედვითაც, რიონის ხეობაში არის ურან-238-ის საბადო, ნამახვენჰესის პროექტის ფარგლებში ეს საბადო თურქულ კომპანიას გადაეცა და მათ მოპოვებითი სამუშაოების წარმოება შეეძლებათ. პოსტის კომენტარებში ავტორს წყაროდ მითითებული აქვს შაშიაშვილის პირდაპირი ჩართვის ბმული, რომელშიც ის ამბობს: “მეცნიერებმა თქვეს: აქ [რიონის ხეობაში, ნამოხვანჰესის ასაშენებელ ტერიტორიაზე] არის ურანი 238-ის საბადო. მე დავაწერე მას “მეცნიერთა მოსაზრება”. იმ მეცნიერებს გული მოუვიდათ და თქვეს: არანაირი მოსაზრება, ეს არის ასე! იქ არის საბადო ურან-238-ის, რომლის დაშლითაც მიიღება თორიუმ-234 და ეს საერთოდ არის მსოფლიოში 4 ქვეყანაში მარტო: რუსეთში, ავსტრალიაში, მონღოლეთში აღმოჩნდა სამი წლის წინ და მეოთხე საქართველო. ეს ყველასთვის ცნობილია, თურმე. ჩვენ ახლა ვერკვევით ამაში…”

;

ინფორმაცია, რომ რიონის ხეობაში ურან-238-ის საბადოა, მცდარია. “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა წიაღის ეროვნულ სააგენტოს, სადაც ეს ინფორმაცია უარყვეს. ასევე მცდარია შაშიაშვილის მტკიცება, რომ ურან-238 ამ დროისთვის მხოლოდ სამ ქვეყანაში მოიპოვება. ასევე არცერთ სანდო წყაროში არ იძებნება ინფორმაცია თორიუმის ძრავზე მომუშავე ავტომობილების შექმნის შესახებ.

რიონის ხეობაში ურან-238-ის საბადოს არსებობის შესახებ ინფორმაცია მცდარია. “მითების დეტექტორი” დაუკავშირდა წიაღის ეროვნულ სააგენტოს, სადაც განგვიცხადეს, რომ გეოლოგიური ფონდური მასალების მიხედვით, ნამოხვანის ჰესის კასკადის ტერიტორიაზე ურანი-238-ის საბადოს შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ნამოხვანის ჰესის კასკადის ტერიტორიაზე დადასტურებულია მექვენას ბარიტ-კალციტის საბადოს არსებობა, თუმცა აქ ბარიტის მარაგი ამოწურულია და 1992 წლიდან მისი ექსპლუატაცია არ ხორციელდება. ხეობაში ასევე ფიქსირდება ქვიშა-ხრეშისა და სხვა საშენი მასალების წიაღთსარგებლობის ლიცენზირებული ობიექტები.

;

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 ბრძანების თანახმად, 2015 წლიდან საქართველოში ასევე ფუნქციონირებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, რომლის მოვალეობებშიც შედის ბირთვული და რადიაციული საქმიანობისთვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემა და არაკანონიერი მოპოვების აღკვეთა. სააგენტოს ასევე ევალება ბირთვული მასალის აღრიცხვა, ანალიზი და კონტროლი, ისევე როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე ულიცენზიოდ, შესაბამისი პროცედურების გვერდის ავლით ბირთვული მასალის მოპოვება დაუშვებელია.

რაც შეეხება ურან-238-ს, ეს ურანის ყველაზე გავრცელებული იზოტოპია. ბუნებაში არსებული ურანის 99% სწორედ ამ სახით გვხვდება. შესაბამისი გამდიდრების შედეგად, იგი ატომურ რეაქციებში გამოიყენება. მსოფლიოს ატომური ასოციაციის მონაცემებით, 2019 წლისთვის ურანი მსოფლიოს 13 ქვეყანაში მოიპოვებოდა. ურანის მოპოვების ⅔ ყაზახეთზე, კანადასა და ავსტრალიაზე მოდის.

ურანის მოპოვების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ Storymaps:

რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს ბოლო დროს შეიქმნა ურანის დაშლით მიღებულ თორიუმზე მომუშავე ავტომობილები, არც ერთი ავტომწარმოებლის ოფიციალურ საიტზე, ან სანდო საინფორმაციო სააგენტოს ვებ0გვერდზე ინფორმაცია თორიუმზე, ან ზოგადად ატომურ ენერგიაზე მომუშავე ძრავების შექმნის შესახებ  არ იძებნება. მსოფლიოს ატომური ასოციაციის 2020 წლის ნოემბრის სტატიის თანახმად, თორიუმისგან დაბალბიუჯეტიანი გზებით ენერგიის მიღება (არა კონკრეტულად ავტო ძრავებისთვის, არამედ ზოგადადაც) ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და ამ პროცესის წინსვლას კიდევ ბევრი კვლევა და ინვესტიცია სჭირდება. აღსანიშნავია, რომ თორიუმის პოტენციური მარაგის კუთხით თურქეთი მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ქვეყანაში არის ურანის რეზერვებიც, თუმცა მათი მოპოვება ამ დროისათვის არ ხდება.


ინტერმედია.ჯი-ს არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist