“მხეცის ნიშანი” თუ პიცერიის ნომერი – რას ასახავს “ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

40
VIEWS

31 აგვისტოს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის თანდართული აღწერის თანახმად, ავსტრალიელი გოგონა “ლუციფერის მსახურმა გესტაპო” პოლიციელებმა სამი ექვსიანის წინაშე დააჩოქეს, ვიდეოში ჩანს, რომ იმ ადგილას, სადაც ქალს პოლიცია აკავებს, ფანჯარაზე რამდენიმე ციფრი წერია, მათ შორის სამი ექვსიანიცაა. ინგლისურენოვანი ვიდეო 21 წუთის განმავლობაში გრძლდება. ვიდეო  რამდენიმე ძირითად მტკიცებას შეიცავს:

  1. ავსტრალიელი გოგონა “მხეცის ნიშნის” წინაშე დააჩოქეს;
  2. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობაში შემავალი სპაიკ ცილა მომწამვლელია;
  3. მსოფლიოს გავლენიანი ადამიანები შესაძლოა, რობოტები, დემონები ან რეპტილიები იყვნენ.

"
1 სექტემბერს “ბოლო ჟამის ქრისიტანებმა” ავსტრალიელი ახალგაზრდა ქალის დაკავების ვიდეო ცალკეც გამოაქვეყნა, ვიდეოს აღწერაში კვლავაა ნახსენები, რომ “სატანისტმა გესტაპოს” პოლიციამ გოგონა 666-ის წინაშე დააჩოქა და ავსტრალიაში ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდა.

"
“ბოლო ჟამის ქრისტიანების” გავრცელებული ვიდეო 2 დეზინფორმაციასა და 2 კონსპირაციას შეიცავს: 1)  რეალურად, ქალი პიცერიასთან ახლოს დააკავეს და კადრში არა “მხეცის ნიშანი,” არამედ პიცერიის ტელეფონის ნომრის ბოლო 3 ციფრი ჩანს. 2) კოვიდვაქცინის შედეგად წარმოქმნილი სპაიკ ცილა მომწამვლელი არ არის. 3) რეპტილოიდური ადამიანებისა და “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ ცნობები შეთქმულების თეორიების ნაწილია. 

  • დააჩოქეს თუ არა ავსტრალიელი ქალი “მხეცის რიცხვთან”?

წარწერის მიხედვით, ახალგაზრდა ქალის დაკავების ამსახველი ვიდეო  ბენქსთაუნშია გადაღებული. კადრებში სხვა ციფრებთან ერთად სამი ექვსიანიც ჩანს. “ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიხედვით, პოლიციამ ქალი “მხეცეის ნიშნის” წინაშე დააჩოქა.

"
რეალურად, ვიდეო 31 აგვისტოს სიდნეისთან ახლოს მდებარე ქალაქ ბლექთაუნში Flushcombe-ის ქუჩაზე “რონის პიცის სახლთან” ახლოს გადაიღეს. კადრებში მოხვედრილი სამი ექვსიანი კი პიცერიის ფანჯარაზე დაწერილ ტელეფონის ნომრის ბოლო 3 ციფრს ასახავს.

""
ბრიტანული გამოცემა DailyMail-ის მიხედვით, ქალის დაკავების ვიდეო ტელეგრამისა და სხვა სოციალური ქსელების ანტივაქსერულ ჯგუფებში გავრცელდა. კადრები 31 აგვისტოს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატშია გადაღებული. ქალი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეა. გამოცემის ცნობით, ისინი დეტალების შესახებ ადგილობრივ პოლიციას დაუკავშირდნენ, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

31 აგვისტოს ახალი სამხრეთ უელსის (NSW) შტატის ქალაქებში, მათ შორის ბლექთაუნში, სადაც ქალის დაკავების ვიდეოა გადაღებული, ლოკდაუნის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. შტატის პოლიციის ცნობით, მათ რეაგირება 79 შეკრებაზე მოახდინეს. შეკრებები კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო დაშვებული არ იყო, ამიტომაც პოლიცია შეკრებილებს შლიდა. დაშლის დროს 3 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. შტატის მასშტაბით 159 მოქალაქე დააკავეს, მათი უმრავლესობა იმ დღესვე გაათავისუფლეს, ნაწილს კი პოლიციის შეურაცხყოფასა და წინააღმდეგობის გაწევაში დებენ ბრალს.

ვიდეოებში გამოთქმული სხვა დეზინფორმაციები და კონსპირაციები

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიერ გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან ვიდეოში ავტორი ამბობს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებში შემავალი სპაიკ ცილა ტოქსიკურია. რეალურად, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმილი სპაიკ ცილის უმეტესი ნაწილი იმავე ადგილას რჩება, სადაც აცრა გაკეთდა, ცილის დონე სისხლში ძალიან მცირეა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის სისხლძარღვებს და ადამიანის სხვა ორგანოებს აზიანებს.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

  •  არის თუ არა სპაიკ ცილა ტოქსიკური და რა აჩვენა კვლევებმა ვაქცინირებული დედის რძეზე?

ვიდეოში რამდენჯერმეა ნახსენები, რომ გავლენიანი ადამიანები შესაძლოა, უცხოპლანეტელი რეპტილიები იყვნენ. რეალურად, მტკიცება რეპტილოიდური ადამიანების შესახებ შეთქმულების თეორიაა და ის უკვე წლებია ვრცელდება. თეორიის მიხედვით, სამყაროს ადამიანებად შენიღბული უცხოპლანეტელი რეპტილიები მართავენ. ის სათავეს დევიდ აიკის 1998 წლის წიგნიდან იღებს.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

“ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების” მიხედვით, ავსტრალიაში ახალი მსოფლიო წესრიგი უკვე დამყარდა და ახალგაზრდა ქალის დაკავების ვიდეო ამის დასტურია. რეალურად, “ახალი მსოფლიო წესრიგის” შესახებ შეთქმულების თეორია საუკუნეა არსებობს და მას სხვადასხვა მოვლენას უკავშირებენ.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ავსტრალიაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში წარსულშიც გავრცელებულა. “მითების დეტექტორმა” ამ თემაზე არაერთი ყალბი მტკიცება გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist