მესი ქუთაისის მერად, ელისაშვილის პაპის გაცოცხლება და სხვა საარჩევნო სატირული პოსტები

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

28
VIEWS

Საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში “მითების დეტექტორმა” არა ერთ სატირულ და იუმორისტული შინაარსის პოსტს მიაკვლია. Რამდენიმე მათგანი ღიად იუმორისტული გვერდების მიერ ვრცელდებოდა, ზოგის მიზანი კი კონკრეტული პირების დისკრედიტაცია იყო.

2 ოქტომბერს რამდენიმე ფეისბუქ გვერდი (ქუთაისელებიჩემი სამყარო) და ანგარიში(კანონ მორჩილი მოქალაქე) წლების წინ გარდაცვლილი ნათესავების გაცოცხლებასთან დაკავშირებულ ისტორიებს აქვეყნებდა, რაც მკვდარი სულების საარჩევნო სიაში ყოფნის გამოცდილებას უკავშირდება, რაზეც სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები წინა წლებში წერდა.

"

"
არჩევნების დღეს ანგარიშმა “ქართული ტროლი” (Ამჟამად პოსტი ხელმისაწვდომი არ არის) ლიონელ მესის საარჩევნო პლაკატი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც,  ფეხბურთელი კენჭს ქუთაისის მერად იყრის.

"
ფეისბუქ გვედმა “დანტესი” კახი კალაძის სახელისა და გვარის სხვადასხვა ვარიაციის ამსახველი ვიზუალური გამოსახულებები შექმნა.

"
საარჩევნოდ, 2021 წლის  1-ლ სექტემბერს შექმნილმა ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკური აბსურდი”  მეორე ტურის დანიშვნის გამო, ყოფილი პრემიერი ღალატში და ნაციონალურებთან გარიგებაში დაადანაშაულა, რისი ილუსტრირებაც ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას ვირტუალური სიმბიოზი და გახარიას “ნიკანორ გახარიად” მონათვლა გახდა. უფრო მეტიც, გვერდმა პოსტი “ნიკანორ გახარია  ნაცების მეორე ტურამდე მისათრევი მაშველი რგოლი ” ფეისბუკზე დაასპონსორა კიდეც.

"
არჩევნების წინა და მომდევნო დღეებში არაერთი პოსტი დაეთმო ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში ყოფნასა და დაკავებას. იდენტური სელფები, სადაც სააკაშვილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და ადგილზე ჩნდებოდა რამდენიმე გვერდზე (ოცნება იგებს, პოლიტიკური აბსურდი) გამოჩნდა:

 "
Ფეისბუქ მომხმარებლები და გვერდები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას სხვადასხვა პოპულარულ სერიალსა და ფილმს უკავშირდებდნენ. Გვერდებმა (სექტაცხვარი და ოციანი, მიხეილ უკრაინოლოგიდანტესი) და ერთმა ფეისბუქ ანგაირშმა (დანტესი) ექსპრეზიდენტის დაკავება ამერიკულ სერიალს “გაქცევას” დაუკავშირეს, გვერდმა “სარკრაზმელები” კავშირი “ცხელ ძაღლთან” დაინახა, ხოლო  ფეისბუქ მომხმარებლებმა (კანონ მორჩილი მოქალაქე და Levan Zargulashvili) – “თეთრი ბაირაღებთან” და ფილმთან “გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა:”

"

"
Ფეისბუქ გვერდმა დანტესი დეპუტატ ალეკო ელისაშვილს პაპა იასონის გაცოცხლების ამბავი და სააკაშვილის ჩამოსვლამდე ნათქვამი სიტყვები გაახსენა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე უფრო რეალური იასონის საფლავიდან ადგომა იყო.

"

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist