მეორე მსოფლიო ომი კრემლის საინფორმაციო ომში – პუტინის ისტორიის გაკვეთილები

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

პუტინის აზრები - Copy
195
VIEWS

18 ივნისს ამერიკულმა გამოცემამ  National Interest- მა  გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის   შესახებ ვლადიმერ პუტინის ესე,  სათაურით “მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის რეალური გაკვეთილები”.  ესეში ვლადიმერ პუტინი მკითხველს  მეორე მსოფლიო ომისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ საკუთარ ინტერპრეტაციას სთავაზობს, ნაციზმზე გამარჯვებას ძირითადად საბჭოთა კავშირის დამსახურებად წარმოაჩენს, ისტორიული ფაქტების შესახებ  რამდენიმე სადავო განცხადებას აკეთებს და კონსპირაციის თეორიებსაც ავითარებს. სტატია მეორე მსოფლიო ომის დამთვარების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  გამარჯვების აღლუმის წინ გამოქვეყნდა, რომლის ჩატარება მოსკოვში 24 ივნისს არის დაგეგმილი, რადგან 9 მაისს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის  გამო აღლუმი არ გაიმართა. ისტორიული ფაქტების პუტინისეულ ინტერპრეტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლების კრიტიკა.

პუტინი საკუთარ ესეში ისტორიული ფაქტების იმგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რის დანერგვასაც კრემლისტური პროპაგანდა წლებია ცდილობს და რომელიც კრემლის დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგთან  არის თანხვედრაში.

"

ისტორიული ფაქტების პუტინის ინტეპრეტაცია:

  • მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი – თავდაცვის აუცილებელი ზომა და არა ომის გამომწვევი ხელშეკრულება

პუტინი მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტს, რომლიც 1939 წელს ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის გაფორმდა, სსრკ-ს მხრიდან თავდაცვის აუცილებელ ზომად  წარმოაჩენს და აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირი უკანასკნელი ქვეყანა იყო ევროპაში, რომელმაც გერმანიასთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმა. ის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტსა და  1938 წელს დადებულ მიუნხენის შეთანხმებას შორის პარალელს ავლებს, მსგავსი მნიშვნელობის შეთანხმებებად მოიაზრებს და ამ უკანასკნელს  მოღალატეობრივს უწოდებს (მიუნხენის შეთახმების საფუძველზე დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ ჩეხოსლოვაკიის კუთვნილი სუდეტების ოლქის გერმანიისთვის გადაცემას მოაწერეს ხელი).

  • პოლონეთის ანექსია – მსხვერპლის აგრესორად წარმოჩენა

პუტინის თქმით, პოლონეთმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომ 1939 წელს ჯერ გერმანიის, შემდეგ კი სსრკ-ს ანექსიის მსხვერპლი გახდა.  რუსეთის პრეზიდენტი  პოლონეთის იმდროინდელ ხელისუფლებას საკუთარი ხალხის განადგურების პასუხისმგებლობას აკისრებს და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

  • ბალტიის ქვეყნების  ანექსიის უარყოფა – სტალინის ექსპანსიონიზმის გამართლება

პუტინი თავის ესეში ბალტიის ქვეყნების ანექსიას, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის დაპყრობას, სტრატეგიულ სამხედრო და თავდაცვით ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ მათი სსრკ-ს შემადგენლობაში შესვლა “თახმობის საფუძველზე” მოხდა.

სსრკ როგორც ნაციზმის მთავარი დამმარცხებელი და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის შემქმნელი – პარალელი თანამედროვე რუსეთის როლთან

პუტინის განცხადებით, ნაციზმი “უპირველესად და ძირითადად” საბჭოთა კავშირმა დაამარცხა საბჭოთა რესპუბლიკების ერთმანეთის გვერდიგვერდ, გმირული ბრძოლით. ის ხაზს უსვამს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელიც სსრკ-მა ომით დაზარალებულ ქვეყნებს გაუწია.

ესეში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სსრკ-მა აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად შექმნა მსოფლიო წესრიგი, რომელიც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე მშვიდობის გარანტორად იქცა.   მისი თქმით, ისტორიული რევიზიონიზმი და საბჭოთა კავშირის  როლის დაკნინება სწორედ ამ მსოფლიო წესრიგს უთხრის ძირს. პუტინი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაეროს შექმნას და  უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების არსებობას მსოფლიო წესრიგის შესანარჩუნებელ ერთ-ერთ ძირითად  მექანიზმად მოიაზრებს. ის პარალელს თანამედროვობასთან ავლებს და უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს, დიდ ხუთეულს, შეხვედრას სთავაზობს, სადაც გლობალური უსაფრთხოების საკითხებს განიხლავენ. პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულ საბჭოთა კავშირსისა და დღევანდელი რუსეთის როლებს შორის პარალელის გავლებით რუსეთის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტორად წარმოჩენას ცდილობს და ამ როლზე პრეტენზიას აცხადებს.

  • კონსპირაციის თეორიები

პუტინი ეჭვს გამოთქვამს, რომ ნაცისტურ გერმანიასა და ევროპის ქვეყნებს შორის შესაძლოა საიდუმლო ხელშეკრულებები არსებობდეს, რომელთა შესახებაც ჯერ არავისთვისაა ცნობილი. მისი თქმით, ბევრი დოკუმენტი ჯერ კიდევ კლასიფიცირებულია და საჯარო არ არის. (pckart.net) (zgardensantamonica) ამით პუტინი ცდილობს სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობა გადაფაროს.

  • პუტინის ისტორიის  რევიზიონიზმი – წუწუნი ისტორიის რევიზიონიზმზე

საკუთარ ესეში პუტინი აღნიშნავს, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ულტრა-მემარჯვენე ძალები ჰიტლერის დანაშაულებებს ხელს უწყობდნენ და ახალისებდნენ. მისი თქმით, სხვა ეროპელი ლიდერებისაგან განსხვავებით, სტალინი ჰიტლერს არასოდეს შეხვედრია.

პუტინმა წუხილი გამოხატა, რომ ისტორიული რევიზიონიზმი მიმდინარეობს და მან ევროკაპარლამენტი გააკრიტიკა, რომელმაც მისი თქმით,  სსრკ ნაცისტურ გერმანიათან ერთად მეორე მსოფლიო ომის დამწყებად გამოაცხადა.

ცნობსთვის, 2019 წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთის ტრაგედიას, ფინეთში სსრკ-ს შეჭრას და რუმინეთის ანექსიას  მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის პირდაპირ შედეგად ასახელებს  და რუსეთს საბჭოთა კავშირის დანაშაულებების “გათეთრებაში” ადანაშაულებს. რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს სკოლის სახელმძღვანელოებში ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების ანალიზზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

  • მეორე მსოფლიო ომი – რუსული იდენტობის დასაყრდენი

პუტინი მეორე მსოფლიო ომის დროის საბჭოთა მოქალაქეების გმირობას წარმოაჩენს და დღევანდელ ვითარებასთან აკავშირებს ( კორონა ვირუსი, ჩრდ კავკასიაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა,  სირიაში ომი). ის მეორე მსოფლიო ომის გმირობებს რუსეთის იდენტობის განუყოფელ ნაწილად სახავს და საკუთარ მოქალაქეებს წინაპრების მსგავსად თავგანწირვას უწონებს.

  • გამოხმაურება პუტინის ესეზე

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების პრეს სპიკერმა ესეს გამოქვეყნების მეორე დღეს განაცხადა, რომ პუტინის ესე “მიმდინარე, აქტიური საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელსაც რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს”.

ლატვიის პრზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადებით, პუტინი მეორე მსოფლიო ომის დაწყების საკუთარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მან აღნიშნა, რომ “ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია მათი ნების საწინააღმდეგოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა. ეს არის ფაქტები.”

პუტინის ესეს ევროკავშირის კომისარი ვერა ჯოუროვაც (Vera Jourova) გამოეხმაურა. მისი თქმით, “ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ არა თავისი ფაქტები”.  მან განაცხდა, რომ ევროპული კომისია არ მიიღებს ცრუ მტკიცებებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებას ცდილობს და განაცხადა, რომ ისტორიული ფაქტების დამახინჯება “დემოკრატიული საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს”.

ისტორიკოსმა სერგეი რაჩენკომ პუტინის სტატიას “უხეში პროპაგანდა” უწოდა.

ბოლო წლების მანძილზე პუტინის პროპაგანდა, კრემლიტური მედიები და რუსეთის ხელისუფლება,  მეორე მსოფლიო ომის შესახებ  კოორდინირებულად და აქტიურად ავრცელებს დეზინფორმაციას.

იხილეთ “მითების დეტექტორის”  მიერ ადრე მომზადებული მასალები მეორე მსოფლიო ომის თემაზე კრემლისტური პროპაგანდის შესახებ:

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist