“მარშალპრესი” აშშ-ს ელჩის კომენტარს მანიპულაციურად ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

46
VIEWS

2 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა  ინფორმაცია, სათაურით “გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ” – სააკაშვილი ამერიკას აღარ აინტერესებს”. მასალას ერთვის ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, ფრაზა “სააკაშვილი ამერიკას აღარ აინტერესებს” ამერიკის ელჩს ეკუთვნის. “მარშალპრესის” სტატია 2 ოქტომბერს სათაურში გამოტანილი იდენტური ტექსტით ქართული ოცნების მხარდამჭერმა გვერდმა “ლიდერი 41” გააზიარა.
""

“მარშალპრესის” სტატია 11 სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში (მოქალაქეINFOGeorgia • საქართველო ✔️პროტესტი! Protest! Протест!საინფორმაციო სააგენტოTbilisi ◊ თბილისიგამოხატე შენი აზრიპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”-ს მხარდამჭერთა ჯგუფი,ქართველთა მსოფლიო ცენტრი Georgians World Center Всемирный центр грузин Gürcსაქართველო და მსოფლიო,,სიმართლის გზა”) გაზიარდა.

“მარშალპრესის” სათაური მანიპულაციურია და არა კელი დეგნანის განცხადებას, არამედ ავტორის მოსაზრებას ასახავს. დეგნანის შეფასებით, სააკაშვილის საქმე ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის გამოცდა იქნება.

2 ოქტომბერს მარნეულში ვიზიტისას საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება და მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესები. ამის გარდა, დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოს მეტი სტაბილურობა სჭირდება და არა მეტი პოლარიზება, რისთვისაც საჭიროა, რომ ვკონცენტრირდეთ მომავალზე და 2 ოქტომბრის არჩევნებზე.

კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში: „სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი და ჩვენ დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იქნება იგი წარმართული ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.

გუშინდელზე საუბარზე მეტად მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ წინსვლაზე. ჩვენ გვსურს, ადამიანები ფოკუსირებული იყვნენ არჩევნებზე. ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. არის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც საჭიროა, რომ ეს ქვეყანა გაუმკლავდეს, ასეთია სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, კოვიდი, განათლება, წყალი, გზები. ჩვენ იმედი გვაქვს, ამ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები დაუბრუნდებიან მუშაობას იმ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულია ქართული საზოგადოებისთვის”.

ფრაზა “სააკაშვილი ამერიკას აღარ აინტერესებს” რედაქციის ინტერპრეტაცია და კელი დეგნანის ციტატასთან ერთად მისი სათაურში გამოტანა, მანიპულაციურია, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სიტყვები ელჩს ეკუთვნის.

მარშალპრესის შესახებ
ინტერნეტ-პორტალი მარშალპრესი მედია სივრცეში 2015 წლის 18 თებერვალს გამოჩნდა. Marshallpress.ge-ს შპს მარშალპრეს.ჯი გამოსცემს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი 2015 წლის 6 მაისის მონაცემებით, ინფო 9-ის ყოფილი ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი იყო. 2015 წლის 24 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი ოთარ სტეფანიშვილთან (49%) ერთად მფლობელთა შორის ლუკა ანთიძეც (51%) ფიგურირებს.

მარშალპრესი როგორც ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას,  ასევე ხელისუფლების ოპონენტების დისკრედიტაციის კამპანიებშია ჩართული. გამოცემა ასევე კორონავირუსზე და სხვა თემებზე დეზინფორმაციის ხშირი წყაროა.

“საინფორმაციო სააგენტოს” სახელით და ძალადობრივი ჯგუფების მუშტით  TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის წინააღმდეგ

“საინფორმაციო  ბლოგი” ლექსო ლაშქარავას ფოტოზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს 

რურუას სახელით შექმნილ ყალბ გვერდს სახელისუფლებო გვერდები ორგანიზებულად ავრცელებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist