მანიპულაცია, თითქოს ნატო-მ თურქეთი რუსული აგრესიისგან არ დაიცვა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

33
VIEWS

4 დეკემბერს საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრმა, პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ტვ ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ნატო წევრ ქვეყანასაც კი არ ეხმარება. საილუსტრაციოდ ჭიპაშვილმა გაიხსენა 2015 წელს თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რის შემდეგაც, მისი თქმით, ბრიუსელში თურქეთმა ნატო-ს რუსეთის საპასუხო აგრესიისგან დაცვა სთხოვა,  ნატო-სგან კი უარი მიიღო..

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი: „როდესაც თურქეთის ხელისუფლებამ სირიის საჰაერო სივრცეში, ვითომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის დროს ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ასე ვთქვათ, უკმაყოფილება რუსეთის მხრიდან. თურქეთმა ეს იგრძნო იმ წუთასვე და მეორე დღესვე მიუკაკუნა ნატოს. ჩავიდა ბრიუსელში და მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან რუსეთის აგრესიისგან დაცვა. პასუხი იყო ბრიუსელის ასეთი, თქვენ თვითონ მოაგვარეთ თქვენი საკითხი რუსეთთან, ჩვენ აქ არაფერ შუაში არ ვართო… რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის შიშით არ გაწირავს ნატო თავს არავისთვის და მითუმეტეს არ გაწირავს თავს საქართველოსთვის. “

ჰამლეტ ჭიპაშვილის მტკიცება, თითქოს ნატო-მ თურქეთი რუსეთის აგრესიისგან არ დაიცვა, მანიპულაციაა. რეალურად, თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობა 2015 წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სამხედრო კონფლიქტში არ გადაზრდილა, შესაბამისად არ დამდგარა ნატო-ს ჩარევის საჭიროება. მომხდართან დაკავშირებით ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო შეხვედრაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

  • ნატო-მ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა

2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თურქეთის ინიციატივით ბრიუსელში ნატო-ს საგანგებო შეხვედრა მოიწვიეს. შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლნტერბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი თურქეთს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს. ასევე, სტოლნტენბერგმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამაც აღნიშნეს, რომ თურქეთს სრული უფლება ჰქონდა დაეცვა თავისი საჰაერო სივრცე. ამასთან, აშშ-ის სამხედრო პრესმდივანმა დაადასტურა, რომ თურქულმა მხარემ რუსი პილოტები ჩამოგდებამდე 10-ჯერ გააფრთხილა.

გარდა თურქეთის მხარდაჭერისა, სტოლნტენბერგმა მხარეებს მოუწოდა, თავიდან აიცილონ კონფლიქტის ესკალაცია.

  • 2015 წლის ნოემბერში აშშ-მა თურქეთის საჰაერო სივრცის დასაცავად დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები გამოყო

2015 წლის ოქტომბერში, სანამ ზემოაღნიშნული ინციდენტი მოხდებოდა, რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია, რაც როგორც თურქეთმა, ისე ნატო-მ გააპროტესტა. საპასუხოდ 6 ნოემბერს აშშ-მა თურქეთის მთავრობის თხოვნით ქვეყნის საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დასაცავად და პატრულირების განსახორციელებლად დამატებით ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი F-15 Eagles გაგზავნა.

2019 წლის 24 ნოემბერს თურქეთ-სირიის საზღვართან თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა F-16-მა რუსეთის ბომბდამშენი Su-24 ჩამოაგდო, მიზეზად კი თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დასახელდა. თურქეთმა განაცხადა, რომ ბომბდამშენი ჩამოგდებამდე 10-ჯერ გააფრთხილეს, რაც აშშ-მაც დაადასტურა. რუსეთმა გაფრთხილების შესახებ ცნობები უარყო და აღნიშნა, რომ ბომბდამშენი სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

მომხდარზე საპასუხოდ რუსეთმა თურქეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმა და ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები აკრძალა. შეზღუდვები შეეხო თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციასაც. ურთიერთობების გამწვავების მიუხედავად, თურქეთი რუსული სამხედრო აგრესიის საშიშროების წინაშე არ დამდგარა.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, ნატო, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist