“ლურჯი საბჭოთა კავშირი” ბაია პატარაიას პოსტს აყალბებს

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

51
VIEWS

30 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “ლურჯი საბჭოთა კავშირი / Blue Soviet Union” ქალთა უფლემადამცველი ატივისტის, ბაია პატარაიას, გაყალბებული ფეისბუქ პოსტის სქრინი გამოაქვეყნა. გარდა ამისა, “ლურჯი საბჭოთა კავშირი” წერს, რომ ბაია პატარაია ადრინდელ პოსტში ქალებს თეთრკანიანი ბავშვების აბორტისკენ მოუწოდებდა.

1

“ლურჯი საბჭოთა კავშირის” გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტის სქრინი გაყალბებულია, ხოლო თავად გვერდის პოსტი ბაია პატარაიას მოწოდებაზე თეთრკანიანი ბავშვების აბორტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციაა, რომელიც ასევე ყალბი სქრინის სახით 21 იანვარს გავრცელდა.

რატომ არის სქრინი ყალბი?

ბაია პატარაიას ფეისბუქ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება, ამასთან აქტივისტი “მითების დეტექტორთან” სქრინის ნამდვილობას უარყოფს.

ბაია პატარაიას პოსტის ყალბ სქრინზე 5 მოწონება და 2 გაზიარება ჩანს, თუმცა ამ დიზაინს კომპანია 2011 წლიდან 2017 წლამდე იყენებდა. აღნიშნული დიზაინი დღევანდელი დიზაინისგან  მნიშვნელოვნად განსხვავდება.

საილუსტრაციოდ, გთავაზობთ ბაია პატარაიას 29 იანვარს გამოქვეყნებულ ავთენტურ საჯარო პოსტს. როგორც რეალურ სქრინზე ჩანს, რეაქციები, კომენტარები და გაზიარებები ერთ ველზეა და განსხვავდება ფერის და სტილის მიხედვითაც.

2

21 იანვარს ბაია პატარაიას კიდევ ერთი ფეისბუქ პოსტის ყალბი სქრინი, რომლის შინაარსიც ეხებოდა თეთრკანიანი ბავშვების აბორტებს და რომელზეც “ლურჯი საბჭოთა კავშირი” წერს, 21 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “Pressტიტუციამ” გამოაქვეყნა, ხოლო 23 იანვარს “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist