ლაშა ჭიღლაძე თუ მოქალაქე, რომელიც ეხმარება პოლიციას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

28
VIEWS

6 ივნისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, შალვა კუჭაშვილმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე მყოფი მოძალადეებისაგან ბევრი ნაციონალურ მოძრაობასთან არის აფილირებული.  პოსტის ავტორის თქმით, მამაკაცი, რომელიც ბავშვებს დაედევნა ლაშა ჭიღლაძეა და ის წარსულში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული “თავისუფალი ზონის” წევრი იყო.
;
პიროვნება, რომელსაც შალვა კუჭაშვილი “თავისუფალი ზონის” აქტივისტ ლაშა ჭიღლაძეს ამსგავსებს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელია. თავად ლაშა ჭიღლაძემ “მითების დეტექტორს” განუცხადა, რომ 5 ივლისს ის გორში იმყოფებოდა. “მითების დეტექტორი” ცდილობს პირის რეალური ვინაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმოს და ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადასამოწმებლად “თავისუფალი ზონისა” და ანტისაუკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” წევრ ლაშა ჭიღლაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ 5 ივლისს არა თბილისში, არამედ გორში იმყოფებოდა და გორიდან 1 თვის განმავლობაში არ გასულა. ლაშა ჭიღლაძე ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, სადაც მას დაუდასტურეს, რომ გავრცელებულ კადრებში ასახული პიროვნება სხვა ადამიანია და არ არის ლაშა ჭიღლაძე.

კუჭაშვილი გამოქვეყნებულ პოსტში საინფორმაციო სააგენტოს on.ge-ის პირდაპირი ეთერიდან ამოჭრილ კადრს აჩვენებს. On.ge-ისა და ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პიროვნება, რომელსაც ბავშვებზე ძალადობას მიაწერენ, სინამდვილეში პოლიციას ეხმარება და მოქალაქეების ადგილიდან გაყვანაში მონაწილეობს.

როგორ გამოიყურება ლაშა ჭიღლაძე
;

როგორ გამოიყურება პირი, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფის წევრობას მიაწერენ
;

;;

;
7 ივლის ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა ნოზაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე იმ პირის სხვა ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შალვა კუჭაშვილის თქმით, ლაშა ჭიღლაძე იყო.
;;
6 ივლისს ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა ბალიაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნა, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება არაა ლაშა ჭიღლაძე და იგი თბილისში არ იმყოფებოდა.
;
შალვა კუჭაშვილის პოსტს 7 ივლისისთვის 1000-ზე მეტი გაზიარება აქვს. პოსტი კოორდინირებულად გავრცელდა  შემდეგ ფეისბუკ ჯგუფებში: ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️, INFO, საქართველო უპირველეს ყოვლისა (დავიცვათ ჩვენი ხვთივ კურთხეული მიწა), კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა, Ნაძალადევის მაჟორიტარი კანდიდატი გია ყრუაშვილის მხარდამჭერები, “”!!!დედათა ლაშქარი!!!””, დავით ნარმანია-კითხვა პასუხი…

კუჭაშვილის პოსტი შემდეგმა სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს: exclusivenews.ge, tia.ge, taonews.ge, xnews.ge.

 

;
Crowdtangle-ის მონაცემებით, exclusivenews.ge-ის მიერ გავრცელებულ მასალას 7 ივლისისთვის  ფეისბუკზე ჯამში  1,774 ინტერაქცია აქვს, მასალა გავრცელდა ფეისბუკ გვერდებზე:ექსკლუზივ ნიუსი, სამოქალაქო საზოგადოება – XXI. civil society და ისეთ ჯგუფებში, როგორიცაა:  “ციდან დანახული საქართველო”, ლევან ვასაძის მხარდამჭერები levan vasadze, ?✅??ერთობა??✅?, ბიძინა ივანიშვილის მეგობრები “ფეისბუქზე” (2), პროტესტი! Protest! Протест! (2).

;
შალვა კუჭაშვილის მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაცია, როგორც პირადი გვერდის, ასევე საინფორმაციო სააგენტოს  საშუალებით “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემაც გამოაქვეყნა.

 ;
აღსანიშნავია, რომ მჟავანაძის პოსტი ფეისბუკზე ყალბმა ანგარიშმა, Galina Gavriliuki-მა გააზიარა. რუსულ გაცნობით საიტებზე სხვადასხვა სახელით და გვარით იძებნება.

;

შალვა კუჭაშვილის ფოტოკოლაჟი 6 ივლისს მერაბ ხაჩიძემ გამოაქვეყნა, რომელსაც სამუშაო ადგილად reportiori.ge აქვს მითითებული. ხაჩიძის პოსტი გამოქვეყნდა geotimes.com.ge-ზე.
;


Არქივის ბმულები:
Geotimes.com.ge, Exclusivenews.ge, tia.ge, .Taonews.ge, xnews.ge.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

მჯ
მჟავანაძე ნიკოლოზ

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist