“ქვაკუთხედის” რედაქტორის კონსპირაციები დნმ-დან ლუციფერაზამდე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

109
VIEWS

2021 წლის 7 თებერვალს ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორმა ხათუნა საღინაშვილმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უნდობლობას უცხადებს, ხოლო პანდემიას გლობალისტების მიერ ხელოვნურად შექმნილ იარაღად მიიჩნევს, რომლის მიზანი მოსახლეობის განადგურებაა. პოსტში ვაქცინის შესახებ რამდენიმე მტკიცებაა: 1. ვაქცინა აბორტის ნარჩენებს შეიცავს და დნმ-ს ცვლის; 2. ვაქცინა ლუციფერაზას შეიცავს და ანტიქრისტეს ბეჭდის გავრცელების საშიშროებას წარმოადგენს. 14 თებერვლის მდგომერეობით პოსტს 128 გაზიარება აქვს.

;

Khatuna Saginashvili-ის პოსტი ერთდოულად დეზინფორმაციას, კონსპირაციას  და მანიპულაციას შეიცავს. დეზინფორამციაა, რომ: 1. კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილია; 2. კოვიდ-19-ის ვაქცინა დნმ-ს ცვლის; 3. ვაქცინა ლუციფერიზას შეიცავს და  კონსპირაციაა, თითქოს ვაქცინა ანტიქრისტეს ბეჭედთან არის დაკავშირებული. მანიპულაციაა მტკიცება, რომ  ვაქცინაში აბორტირებული ნაყოფის უჯრედებია, სინამდვილეში 1960-იანი წლების დასაწყისში აბორტირებული ორი ემბრიონიდან აღებული უჯრედები ზოგიერთი ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს, თუმცა უშუალოდ ვაქცინა კი ამ უჯრედებს ან მისი დნმ-ის ნაწილებს არ შეიცავს

ფაქტი 1. კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის

კორონავირუსის წარმოშობის შესახებ კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ამ კითხვაზე მეცნიერებს ზუსტი პასუხი არ აქვთ, თუმცა ის საკითხი, რომ ვირუსი ხელოვნურად წარმოქმნილი არ არის, ეჭვგარეშეა. 2021 წლის იანვარში, ვუჰანში ვირუსის თავდაპირველი წარმოშობის ადგილას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექპერტთა ჯგუფი ვირუსის წარმოშობის შესასწავლად კიდევ ერთხელ გაემგზავრა. მისიის ხელმძრვანელმა პიტერ ბერ ემბარეკმა განაცხდა, რომ გამორიცხულია ვირუსი ლაბორატორიიდან გაჟონილი იყოს.

ფაქტი 2. კოვიდ-19-ის ვაქცინა დნმ-ს არ ცვლის

ვაქცინაციისას რნმ-ის ან დნმ-ის ადამიანის გენომში ინტეგრირება და გენეტიკის დონეზე რაიმე ცვლილების გამოწვევა შეუძლებელია. Covid-19 ისევე, როგორც  სხვა კორონავირუსები, რნმ ვირუსია, რაც ნიშნავს, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია რნმ-ში. შესაბამისად, მის საწინააღმდეგოდ შეიქმნა არა დნმ-ზე, არამედ რნმ-ზე დამყარებული ვაქცინა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ ადრე მომზადებულ მასალაში”:
რნმ-ზე თუ დნმ-ზე დამყარებული ვაქცინა?

ფაქტი 3. ვაქცინა ლუციფერაზას არ შეიცავს. ხოლო ანტიქრისტეს ბეჭედთან ვაქცინის დაკავშირება კონსპირაციაა

ბიოქიმიაში ლუციფერინი ორგანული ნაერთის სახელწოდებაა და  ფერმენტ ლუციფერაზას მეშვეობით მისი ჟანგვისას სინათლე წარმოქმნება. თუმცა ეს ნივთიერება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებში არ გვხვდება.

ლუციფერაზა და მისივე სუბსტრატი ლუციფერინი გვხვდება ისეთ ცოცხალ სხეულებში, როგორიცაა ციცინათელები.

ლუციფერაზას თვისებებს მეცნიერები აქტიურად იყენებენ. ამ ნივთიერების საშუალებით ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებული სინათლით შესაძლებელი ხდება ბიოლოგიური პროცესების, მათ შორის გენების ექსპრესიის, ბიომოლეკულური შეკავშირებისა და უჯრედების სიცოცხლისუნარიანობის მონიტორინგი.

ლუციფერინი და ლუციფერაზა, ამ სიტყვვების ლუციფერთან – სატანასთან – ადვილად გაიგივების გამო  სხვადასხვა კონსპირაციული თეორიისა და დეზინფორმაციის საფუძველი გახდა.

ვაქცინის ანტიქრისტეს ბეჭედთან დაკავშირება კონსპირაციაა, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია.

ლუციფერინი – ბნელი კონსპირაცია თუ ნათელი ბიოქიმიური რეაქცია?

მანიპულაცია 1.  1960-იანი წლების დასაწყისში აბორტირებული ორი ემბრიონიდან აღებული უჯრედები ზოგიერთი ვაქცინის შესაქმელად გამოიყენეს, უშუალოდ ვაქცინა კი ამ უჯრედებს ან მისი დნმ-ის ნაწილებს არ შეიცავს

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ემბრიონის უჯრედებს ან მისი დნმ-ის ნაწილებს არ შეიცავს. თუმცა, რამდენიმე ვაქცინის დამზადების პროცესში  ემბრიონის ფიბრობლასტური უჯრედები ვირუსების გაზრდის მიზნით გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ  უჯრედებში ვირუსების გაზრდის შემდეგ, უჯრედები იხოცებიან, იმიტომ, რომ ახალი ვირუსები უჯრედებს ხეთქავენ, რათა გათავისუფლდნენ.

აღნიშნული ფიბრობლასტური უჯრედები 1960-იანი წლების დასაწყისში აბორტირებული ორი ემბრიონიდანაა, რომელთა აბორტირება ლეგალურად და არჩევითად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიებში დღესაც იგივე უჯრედებს ზრდიან და ვაქცინების დასამზადებლად იყენებენ, ნაყოფის დამატებითი უჯრედები აღარ აუღიათ.
რა ვიცით ვაქცინების შემადგენლობის შესახებ?

წყაროს შესახებ

ხათუნა საღინაშვილი რელიგიური გამოცემა ჟურნალ “ქვაკუთხედის” რედაქტორია. ის პირადობის მოწმობების საწინააღმდეგო კამპანიაში იყო ჩართული, რასაც ჩიპების საფრთხით ხსნიდა.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist